Home რუბრიკები საზოგადოება ქოცებო, ნაცობა გირჩევნიათ თუ კაცობა?!

ქოცებო, ნაცობა გირჩევნიათ თუ კაცობა?!

გიორგი კვირიკაშვილი

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრით აღფრთოვანებულმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ხალხს მიმართა: “ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები აშშთან პარტნიორობის გაღრმავების. 25 წლის მანძილზე ასე იყო და მომავალი 25 წლის განმავლობაში შევძლებთ, კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ აშშთან”, _ ამაყად და თავმომწონედ განაცხადა პერმიერმა თავისი ოცნების შესახებ, რითაც ქართველ ხალხს იდეოლოგიურად დაუპირისპირდა.

კვირიკაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ კიდევ 25 წელიწადს უნდა გაგრძელდეს ამერიკისადმი მონური მორჩილება, ქართველთა შეურაცხყოფა და ლიბერასტების მიერ “მემკვიდრეობით” მიღებული ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა თუ გადაცემა; ეს ნიშნავს, რომ, თუ დღეს 2 მილიონით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, 25 წლის შემდეგ იმ ნიშნულს მიაღწევს, როცა ჩვენმა ეროვნულმა გმირმა მეფე ერეკლემ და ქართველმა ხალხმა 600 000 ქართველისა და ქვეყნის გადასარჩენად ძალისხმევა რუსეთისკენ მიმართეს; 25 წელიწადს უნდა გაგრძელდეს არაბების, ინდოელებისა თუ ჩინელების სოფლების მშენებლობა, ეროვნული მენტალიტეტის ნგრევა და ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ, 25 წლის შემდეგ ამ ღვთისგან ნაბოძებ ქვეყანას კვლავ საქართველო ერქმევა? ეს რეგრესი შევარდნაძე-სააკაშვილმა მოუვლინა ქვეყანას, რომელიც კვირიკაშვილმა “პროგრესად” მონათლა. ეს ის ხელისუფლება არ არის, სამშობლოს სიყვარული სისხლს რომ აუჩქროლებს, ქვეყანას და ქართველ კაცს ღირსებას რომ დაუბრუნებს. ეს ის ხელისუფლებაა, ფეხქვეშ რომ გაეგება უცხო ძალებს და ისტორიულ მტერს მეგობრად წარმოაჩენს. საქართველოს პრემიერს ეამაყება, მსოფლიოს #1 ტერორისტი ქვეყნის პრეზიდენტმა დამამცირებელი შეხვედრის პატივი რომ დასდო! ამ შეხვედრამ შუა საუკუნეების აღმოსავლეთის მბრძანებლები გამახსენა, როცა მოხეტიალე დერვიშები შაჰისგან ნაბოძებ მცირე ნასუფრალსაც დიდ პატივად მიიჩნევდნენ.

არავინ ფიქრობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვას, ამ პროვოკაციულ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან, რომელიც თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს. რაც მეტ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს საქართველო, მით სწრაფად მოახლოვდება დრო, როცა რუსეთიც გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ამ მიმართულებით, მაგრამ მსხვერპლი, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვება, ჩვენი ხელისუფლების კისერზე იქნება. ქართველი ლიბერასტები კი კიდევ უფრო ამძიმებენ პოლიტიკურ ვითარებას. საქართველო თუ გადარჩა და დამოუკიდებლები ვართ, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობამ განაპირობაო, _ განაცხადა ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზურაბ აბაშიძემ. ჩვენ არც დამოუკიდებლები ვართ და არც გადარჩენა ჰქვია მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას ქვეყანაში, რაც ევროპული გზის დამსახურებაა და არა რუსული საფრთხეების:

“საშიში მტრისგან, როგორიც რუსეთია, უნდა დავიცვათ ქვეყანა”, _ განაცხადა ვახტანგ მაისაიამ; “ქართული პოლიტიკა რუსეთის აგენტებისაგან სრულიად უნდა გაიწმინდოს” _ ეს ზაალ კასრელიშვილის ფრაზაა. როგორც ჩანს, რუსეთისადმი დამოკიდებულება ფსიქოზში გადაიზარდა და, თუ იუმორით მივუდგებით, ეს ადამიანები ჯეჯელავას სინდრომით არიან შეპყრობილნი _ ვის კომბალი აშინებს, ვის _ საფრთხე რუსეთიდან. ხელისუფლების ბრიყვული პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენთან სირია ან ლიბია რომ არ განმეორდა, რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ.

ამერიკა მზაკვრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, თავისი გავლენის გავრცელებაზე ოცნებობს, რათა რუსეთს უფრო მიუახლოვდეს. პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილი, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ლიბერასტული ხელისუფლება ამერიკას თავისი ინტერესების გაფართოებაში ეხმარება, რაც ქართველი ხალხის ოცნებასთან შეუთავსებელია. როგორ უნდა გაამწარო შენი ამომრჩეველი, რომ ნაცკრიმინალების აქციაზე მივიდეს?! ეს, რა თქმა უნდა, ქართველების არაპატრიოტიზმსა და პოლიტიკურ გაუნათლებლობაზეც მეტყველებს. თუ ადრე მუსლმანური სახელმწიფოების გავლენას განიცდიდა საქართველო და ქართველები ფიზიკურად იღუპებოდნენ, ახლა გადასარჩენად გარბიან საქართველოდან და მოჯამაგირედ უდგებიან უცხოელებს. ამასთანავე, ვკარგავთ სულიერ ღირებულებებს, ხელისუფლება მიწებს გვიყიდის, რაც ქართველების გადაშენების წინაპირობაა. ვეღარ უნდა მივხვდეთ, რომ სამშობლოს ვკარგავთ? ჩვენს სულიერებას, ეროვნულ ფასეულობებს ებრძვიან და ჩვენი გაქრობა უნდათ ამ ქვეყნიდან შავბნელ ძალებს. ვინ ვართ ჩვენ, მზაკვრობით მოსულ შენიღბულ მტერს ფეხქვეშ რომ ვეგებით? ვინ ვართ, ქვეყნისთვის სასურველი საგარეო კურსი რომ ვერ გაგვიტარებია ჩვენი მენტალობის გადასარჩენად?!

“ესენი, ევროპისკენ კი არა, ფულისკენ მიდიან, ლამის მთელი საქართველო ჯიბეში ჩაიდონ. კომუნალური გადასახადი მომსახურების დანამატის გარეშე რომ გადავიხადო, დიდი მანძილის გავლა მიწევს, ხოლო ხელფასი მინიმუმზე ნაკლები მაქვს”, _ მითხრა ექიმმა-ინფექციონისტმა ქალბატონმა. რისთვის გვახდევინებენ მომსახურების გადასახადს ყაჩაღი ბანკირები, ბანკის თანამშრომელთა ხელფასებიც ხალხის ჯიბიდან რომ დაფარონ?

ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს პოზიციის საჯაროდ გამოხატვა ქვეყნის საგარეო კურსზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც სრულიად ეთანხმება საგარეო ვექტორის შეცვლას, თავისი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, _ მე ახლა გავდივარ ცხოვრების ასპარეზზე და არ მინდა, პრობლემები შემექმნასო. მსგავსი თავშეკავება არაერთმა ზრდასრულმა პიროვნებამ გამოავლინა. როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოების ნაწილი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ტყვეობაშია და თავისუფალი აზრის გამოხატვას უფრთხის. ჩემო ძვირფასებო, მაშ, როგორ გავაგებინოთ ამ ხელისუფლებას, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს მხარს არ ვუჭერთ? პრემიერის ოცნების ასრულებას შევუწყოთ ხელი და მუდმივ მონობაში ვიცხოვროთ?

პოლიტოლოგმა ვალერი კვარაცხელიამ თავის საავტორო გადაცემაში წარმოგვიდგინა კადრი, როგორი შემართებითა და ემოციით უმღერის 4 წლის რუსი ეროვნების ბიჭი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს _ 9 მაისს. სიმღერის ბოლოს კი განმარტავს: “დედამ მითხრა, ისე იმღერე, რომ ხალხი აღდგეს!”. ამ სიმღერამ ცხადყო, რა იდეოლოგიით იზრდებოდნენ და იზრდებიან დღეს თაობები რუსეთში, რამაც დიდი ტიციანის ლექსიდან გამახსენა: “რა მოკლავს ასეთ ქვეყანას?” დიახ, ასეთ ქვეყანას “მოვა სიკვდილი შეხედავს და შერცხვენილი გაიარს”, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. სიკვდილი თავად ნადგურდება პატრიოტული სულისკვეთების წინაშე. მშურს იმ ქვეყნის, რომელიც ასეთი იდეოლოგიით იმართება, მაგრამ ჩვენი გაუნათლებელი განათლების მინისტრი, რომელმაც რუსთაველის აფორიზმებიც არ იცის, ამ იდეოლოგიას ვერ დაამკვიდრებს. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებს გრანტით დაფინანსების ვადები შეუზღუდა, ხოლო სკოლებისთვის მაღალი და დაბალი კვალიფიკაციის მინიჭებაც დააანონსა. ამ “ინოვაციით” ვისარგებლებ და ხელისუფლების წარმომადგენლებს (სიძულვილის ენით ლაპარაკი რომ არ დამწამონ) ბგერით კვალიფიკაციას მივანიჭებ. მგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავა “ჭ” კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკოსია, დანარჩენი _ მკითხველის გემოვნებისთვის მიმინდვია. სტუდენტებისთვის ლექციების გაცდენა და მუშაობა ოფიციალურად არის დაშვებული, რაც მხოლოდ სწავლის საფასურის გადახდისკენ არის მიმართული და არა ცოდნის შეძენისკენ. არავინ ფიქრობს სტუდენტების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როცა დღეში 2 გამოცდას უნიშნავენ. ასეთი განათლების სისტემა შეგნებულად შექმნეს, რათა ახალგაზრდებმა სულიერი განვითარება ვერ მიიღონ და ვერ იაზროვნონ. არადა, მსოფლიო პოლიტიკა ცვლილებებს ითხოვს და საქართველოს ხელისუფლებამ თვალსაწიერი უნდა გააფართოვოს. ბელარუსში უფასო განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემა შეინარჩუნეს, საქართველოში კი დღემდე გრძელდება სამედიცინო ობიექტების “პრივატიზაციის” პროცესი, რაც პროფესიონალი ექიმის მომსახურების ფასებსაც ზრდის. ადრეულ წლებში გასხვისებას გადარჩენილი ერთადერთი პოლიკლინიკა (#3 სამკურნალო ცენტრი 1970-იან წლებში რუსი კარდიოლოგის _ ევგენი ჩაზოვის ინიციატივითა და ძალისხმევით აშენდა), რომელიც პროფესიონალი ექიმებითაა დაკომპლექტებული და სანიმუშო-საჩვენებელ ობიექტად ითვლებოდა, დღეს იყიდება. მიუხედავად ექიმებისა და პაციენტების ძალისხმევისა, ამ დაწესებულებას არ აღირსეს გარემონტება, რათა პერსონალს მუშაობის ელემენტარული პირობები ჰქონოდა. სამაგიეროდ, ხელისუფლება თავისი ფუფუნებისთვის მილიონების დახარჯვას არ ერიდება.

ნიშანდობლივია, რომ იტალიამ, რომელიც თავის დროზე შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, პოლიტიკა შეცვალა და რუსეთთან ერთად შავი ზღვის აუზში ენერგორესურსების მოპოვების შესახებ განაცხადა. ხელისუფლება ვერ აანალიზებს მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის გადაწყვეტილებას ევრაზიულ კავშირში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებასა და ნატოში გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებისთვის ეს ქვეყანა არავის აუფეთქებია და, თუ მის მიმართ აგრესიას არ მოერიდებიან, რუსეთი დაიცავს, ამიტომ დიპლომატიური პოლიტიკაა საჭირო, რათა ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ ადრე გარე ძალები უქმნიდნენ საფრთხეს ჩვენს სამშობლოს, ახლა თვითონ ქართველები ახორციელებენ ქვეყნისთვის მავნებელ პოლიტიკას. ხელისუფლებას მძლავრი იარაღი აქვს ხალხის წინააღმდეგ: ტყუილი დაპირებები, რომლებისაც თვითონვე არ სჯერათ და დასავლეთიდან მიღებული ფინანსები, რომელთა გამოც ანგარიშვალდებულად თავს დასავლელი პატრონების წინაშე თვლიან და არა ქართველი ხალხის.

“საქართველო აქციეს ტერორისტების, ნარკოტიკების, კრიმინალური დაჯგუფებების სატრანზიტო დერეფნად”, _ ამბობს ინტერვიუში ამერიკელი მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი. აი, ეს არის შედეგი იმ ერთობლივი პროექტისა, რომელიც განახორციელეს საქართველოს შინაურმა და გარეულმა მტრებმა. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს მმართველ პარტიას უპირისპირდებიან და თავიანთი “ეროვნულობით” სპეკულირებენ, მხოლოდ ქულების ჩაწერაზე არიან ორიენტირებული და არა საგარეო ვექტორის შეცვლაზე _ ყველა ცდილობს დასავლელი პატრონების კეთილგანწყობის მოპოვებას მომავალი ფინანსური კეთილდღეობის იმედად. ნაცებთან მებრძოლი ირმა ინაშვილი ქართველთა მაგინებელი პრეზიდენტის ლობისტადაც მოგვევლინა: “ზოგჯერ არასამთავრობოებსაც (ქართული იდეოლოგიის მტრებს _ ი.თ.), ზოგჯერ პრეზიდენტსაც უნდა დაუჯეროთ, ის ხომ ხალხმა აირჩია” (?!) _ მიმართავს იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ გაწირა ხალხი და ახლა კომუნალური გადასახადების გაზრდას აანონსებს. ამ ხელისუფლებას ხალხის სოციალური ფონის გაუმჯობესებას ლიბერასტ-პედერასტი მომღერლების უკანალის დანახვა და მათთვის მილიონების გადახდა ურჩევნია. საქართველოს თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთი იდეა აერთიანებს _ ამერიკული ოცნება, და ერთმანეთს მხოლოდ პირველობისთვის ექიშპებიან. დასასრულ, რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: “ამერიკულ ოცნებას _ რაა?”

პასუხი ქართველ ხალხს კარგად ახსოვს სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდიდან.

ქოცებო, ნაცობა გირჩევნიათ თუ კაცობა?!

იზა თამაზაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here