Home რუბრიკები პოლიტიკა ქოცებისა და ნაცებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ძია სემი რას იტყვის

ქოცებისა და ნაცებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ძია სემი რას იტყვის

ქოცებისა და ნაცებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ძია სემი რას იტყვის

ისეთი დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება, როგორიც დღეს არის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, თვით .. კარიბის კრიზისის ჩათვლითაც კი, მაგრამ ამაზე ქვემოთ. ახლა კი ჯერ ჩვენი ვიკითხოთ

საქართველო პარადოქსების ქვეყანა რომ არის, უწინაც არაერთხელ აღვნიშნე სხვადასხვა მაგალითებზე დაყრდნობით და წინამდებარე წერილის ერთ-ერთი თემაც ეს იქნება. პარადოქსია, მაშ, რა ჯანდაბაა ის, რომ ქოცების ხელისუფლება იქნება ეს თუ ნაცებისოპოზიცია (მოკლედ რომ ვთქვათ, ქოც-ნაცთა ხელისუფლება, რადგან მოაზროვნე საზოგადოებაში სრული კონსენსუსია საკითხზე, რომ ორივენი ერთი ლიბერასტული ხის განშტოებებია, რომლებიც ხელისუფლება-ოპოზიციის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის თამაშით, უკვე ლამის 20 წელიწადია, ქართველ ხალხს მასხრად გვიგდებს), უწინარესად, ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი არ ზრუნავს, არამედ თავიანთი საერთო პატრონების _ დასავლეთის ლიბერასტული პოლიტიკური ძალების _ კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აფრიალებს თბილისში აშშევროკავშირნატოს ბაირაღებს. აგერ, ახლახან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია იმყოფებოდა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც მიშარასტების გულის გასახეთქად “მნიშვნელოვანი” შეხვედრა-საუბრები გაიმართა ქოც-ნაცთა პარტნიორ (პატრონ) ევროპელებსა და ქართველი “ხალხის რჩეულ” პარლამენტართა შორის… როგორც ჩანს, ამჯერად ქოცების ლობიმ სძლია ნაცების პატრონ “ევროპის სახალხო პარტიის” გავლენას და ბრიუსელმა აღიარა გასული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება და მისი შედეგების ლეგიტიმაცია. ამ აღიარებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ე.წ. შალიკოს ფანჩატურში, იქამდეც კი, რომ ნათელაშვილის ცნობილ “დაუნ ვი დიქტეიტეს” ვინღა დაეძებს, მიშას ტელევიზიებმა (რა თქმა უნდა, გვარამიას “მთავარის” თამადობით) სულ დედ-მამის სული უტრიალეს გუშინდელ “მეგობრებს” დემოკრატიის პრინციპების ქოცების სასარგებლოდ ღალატის გამო. საქართველოს ერთობ წარმომადგენლობითი დელეგაცის ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრა-მოლაპარაკებებში მონაწილეობის პარალერურად, მართლაც “უმნიშველოვანესი”, რომ იტყვიან, “ტეტ-ა-ტეტ” შეხვედრა გაიმართა ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. რომლის შემდგომაც ნატოს გენმდივანმა მრავალი წლის განმავლობაში, ეს უკვე მერამდენედ, “უმნიშვნელოვანესი” განცხადება გააკეთა: ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი (საქართველოში ჩამოსული ყველა ევროპელი მაღალჩინოსანი რომ დაგვყავს სამაჩაბლოში გავლებულ მავთულხლართებთან, ნახეთ, ოკუპანტი რუსები რას სჩადიანო, ქართველებიც ოკუპანტები არიან ერაყელ-ავღანელებისთვის. თანაც ამ მისიების ხარჯებს, ნატო კი არა, საქართველო იხდის) ჰყავს მივლინებული ე.წ. ცხელ წერტილებში, ამის გამო საქართველო აუცილებლად გაწევრდება ნატოში, რომელიც გააგრძელებს ე.წ. არაღიარების პოლიტიკას, უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატოს კარი მისთვის კვლავ ღია იქნებაო… ზემოთ “ეს უკვე მერამდენედ” იმიტომ ვთქვი, რომ წლების განმავლობაში იცვლებოდნენ ნატოს გენმდივნები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მათი რიტორიკა, ამიტომ სტოლტენბერგის განცხადება მისი წინამორბედების განცხადებების მორიგი გადამღერება, ტრაფარეტად ქცეული რიტორიკა იყო; რიტორიკა, რომლის შემოსაღებას ქართველი საზოგადოებისთვის ასევე მერამდენედ ცდილობენ ქოცები და ნაცები, როგორც ხვალის რეალური იმედის.

ისე, ცოტა მაინც მიხურეთ “ნატოს ღია კარი”, თორემ “სკვაზნიაკია” და მტრისას, პანდემიის დროს გავცივდებით და მიქელ-გაბრიელთან ნაადრევ აუდიენციას თავიდან ვერ ავიცილებთ… ეს, რომ იტყვიან, ხუმრობით. სერიოზულად კი ქართველ საზოგადოებას შევახსენებ, როგორ, როდის და ვის მიერ დაიწყო ნატო-საქართველოს ფლირტი, რომელმაც საქართველო დღევანდელ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. ზუსტად აღარ მახსოვს რომელ წელს, მაგრამ ზვიად გამსახურდია ახალი გაქცეული იყო გროზნოში და, შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძე _ ახალი “გამეფებული” საქართველოში (ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისი), როდესაც თბილისის აეროპორტში ნატოს იმჟამინდელი გენმდივნის, ხავიერ სოლანას, თვითმფრინავი დაეშვა. მაშინ ისე შორს ვიყავი პუბლიცისტიკისგან, როგორც დღეს ვარ მიშარასტ-ლიბერასტებისგან. ხავიერ სოლანა ოფიციალურად არავის მოუწვევია საქართველოში და, რომ იტყვიან, გავლით შემოფრინდა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში და, სულ რაღაც, 2-3 საათით სტუმრობდა შევარდნაძეს, ამიტომ ნატოს მთავარსარდლის ვიზიტს გაუბედაობის სუნი ასდიოდა… როგორც მოულოდნელად შემოფრინდა, ასევე მოულოდნელად მცირე დროში გაგვიფრინდა “ძვირფასი” სტუმარი, მაგრამ მაინც ვიფიქრე: აჰა, მგონი, გვეშველა-მეთქი. ეს რეაქცია ანტისაბჭოთა ვაქცინის ბრალი იყო. იმ ვაქცინის, რომლითაც “ამერიკის ხმამ”, “რადიო თავისუფლებამ” და სხვა მსგავსმა “თავისუფალმა ხმებმა” აცრეს სსრკ-ის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ე.წ. გავლენის აგენტების შევარდნაძეიაკოვლევგორბაჩოველცინის მეთაურობით გაყიდეს სტალინის მიერ რიგითი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული დიადი სსრკ… მოკლედ, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის სათავეები ედუარდ შევარდნაძისა და ხავიერ სოლანას სახელებს უკავშირდება. რაც შეეხება ჩემს “აჰა, მგონი, გვეშველას”, გვეშველა კი არა, სოლანას ვიზიტის შემდეგ, ანუ, რაც საქართველომ ნატოსთან საქმე დაიჭირა, ედურდ შევარდნაძის პოლიტიკური მელაკუდობის წყალობით, აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომლებიც მანამდე დე ფაქტო თუ არა, დე იურე საქართველოს განუყოფელ ნაწილებად ითვლებოდა და რასაც რუსეთის ხელისუფლებაც აღიარებდა, დავკარგეთ. სოროსის ლეკვებმა და შევარდნაძის გამოზრდილმა .. ახალგაზრდა რეფორმატორებმა ქვეყანაშივარდების რევოლუციისსახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა შევარდნაძის დაბალანსების პოლიტიკაზე უარი თქვა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ნატოს იმედით, 180 გრადუსით შემოატრიალა, ქვეყნის შიგნით კი ციხეებში პატიმართა სასტიკი წამებითა და ქუჩებში ახალგაზრდების დახვრეტით ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანის ექსპერიმენტი დაიწყო. შედეგად რა მივიღეთ? _ ჰალსტუხის მლოღვნელი, ცხვირით მიწის მთხრელი, ცინგლიანი ახალი ჯიშის ქართველი მიშა სააკაშვილი, რომელიც, ჩვენდა სამარცხვინოდ, 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი იყო; აშშ-ის დახმარების იმედით ცხინვალში დაწყებული ომი, რომელშიც 3 დღეში სამარცხვინო მარცხი ვიწვნიეთ; დე ფაქტოსთან ერთად უკვე დე იურედაც დაკარგული სოხუმ-ცხინვალი, პლუს კოდორი და ახალგორი; ათასობით ახალი დევნილი და რა ვიცი, კიდევ რამდენი დანაშაულის გახსენება შეიძლება.

ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესახებ, რომელიც, მთელი კვირაა, საინფორმაციო სივრცის მთავარი გმირია. უწოდო მკვლელი მსოფლიოს უძლიერესი (ამერიკელების აზრითაც) ბირთვული არმიის მთავარსარდალს, ნიშნავს იმას, რომ, ჟარგონით თუ ვიტყვით, “ვერ ხარ შენს მოტორზე”… თუმცა ბაიდენის მარაზმატიკობის დამადასტურებელი ფაქტები მანამდეც ძნელად საპოვნი არ იყო _ აშშის პრეზიდენტი თავის შვილებსა და შვილიშვილებს რომ ვეღარ ცნობს, ეგ არაფერი, ოჯახის პრობლემაა, მაგრამ, როდესაც ბირთვული ზესახელმწიფოს პრეზიდენტს აღარ ახსოვს, ვინ არის პენტაგონის შეფი, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს აშშის პირველ პირად მოიხსენიებს, ეს უკვე მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემაა; ხოლო ის, რომ ჯო ბაიდენი საკუთარი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას სამჯერ წაიქცა და ლამის კიბეზე დაგორდა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ვლადიმერ პუტინმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ღირსეული პასუხი გასცა ამერიკელ კოლეგას საქმითაც (აშშ-რუსეთის ისტორიაში პირველად მოხდა აშშ-დან რუსეთის ელჩის გამოწვევა და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ხნით, რადგან ჯო ბაიდენის შეგნებული თუ შეუგნებელი გამოხდომის გამო მსოფლიო შეიცვლება. აშშ-ის ჰეგემონიას წერტილი რუსეთის პრეზიდენტმა დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი გააგრძელებს ურთიერთობას აშშ-თან, ოღონდ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც რუსეთის ინტერესებშია, და რუსეთის პირობებით) და სიტყვითაც _ პუტინმა ხელთათმანი ესროლა ბაიდენს და აშშის პრეზიდენტი ტელედებატებში გამოიწვია, ოღონდ მხოლოდ პირდაპირ ეთერში, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. პუტინმა ბაიდენს დებატები შესთავაზა უზარმაზარი პლაკატის ფონზე, რომელზეც ეწერა “ყირიმი რუსეთია!”, რაც იმაზე მინიშნებაც იყო, ხელთათმანის აღების შემთხვევაში, რა შავ დღეში ჩააგდებდა კა-გე-ბე-ს ყოფილი პოლკოვნიკი ამერიკელ ვიზავის. ეს ე.წ. სიმეტრიული პასუხები იყო. რაც შეეხება ასიმეტრიულ პასუხებს, არც ეს პრობლემა აქვთ რუსებს. ყოველივე ზემოთ თქმულის პარალელურად კიევმა უარი განაცხადა ე.წ. მინსკში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და ე.წ. გამყოფ ხაზთან შეტევითი შეიარაღების, მათ შორის მძიმე ტექნიკის, მობილიზაცია დაიწყო. ერთი სიტყვით, კიევი დონბასის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება, რომლის დაწყებამდე, ჩემი აზრით, დღეები ან, დიდიდიდი, რამდენიმე კვირაღაა დარჩენილი. ბანდერელ ფაშისტებს დემენციასთან მებრძოლი ჯო ბაიდენის იმედი აქვთ. სნეული მოხუცი კი არა, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა პრეზიდენტიც რომ ჰყავდეთ ამერიკელებს, ნაცისტი უკრაინელები ისეთს მიიღებენ კბილებში, რომ, დონბასი კი არა, ხარკოვ-ოდესა და, შეიძლება, მთელი უკრაინა, კარპატების გამოკლებით, ყირიმივით დედარუსეთს დაუბრუნდება. ამერიკელები თითსაც არ გაანძრევენ. იარაღს კი, იცოცხლეთ, არ მოაკლებენ _ რა ენაღვლებათ, ხოცონ სლავმა ძმებმა ერთმანეთი.

ეს ყველაფერი ქოც-ნაცთა ხელისუფლების გასაგონად უფრო დაწვრილებით მინდოდა მეთქვა, მაგრამ, რადგან “ავი მუსაიფისთვის” კუთვნილი ფართობი უკვე შევავსე, ამჯერად მოკლედ ვკითხავ ხელისუფლებას: ქართველი ერის სახელით რომ გველაპარაკებით ამ დაძაბულ დროებაში და თანაც აღვირახსნილი რუსოფობიით, ამის უფლება ვინ მოგცათ თქვენ, რომელთა სახელი ბიძინას გარეშე ზეროა, ან სად გიპოვათ, რომელ სოროში იმალებოდით, როდესაც მე და ჩემნაირები მიშარასტების სისხლიან რეჟიმს სიცოცხლის რისკის ფასად ვებრძოდით?

მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად, ალბათ, შემდეგ ნომერში.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here