Home ახალი ამბები საქართველო ქიმიური შეტევა ბათუმზე

ქიმიური შეტევა ბათუმზე

2040
ბათუმი

ახლახან ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე აღმოცენდა ქიმიურად აქტიური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად საშიში, აზოტის კარბამიდისა და დაუმუშავებელი გოგირდის მთები. ამ ნივთიერებების გადატვირთვისა და დასაწყობების პროცესი ყოველდღიურად  ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს.

მოცემული მასის გადამუშავებისას წარმოიქმნება საკმაო რაოდენობის მტვერი, რომელიც მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმსა და ეკოსისტემაზე. მეცნიერთა მტკიცებით, აღნიშნული მტვერი არის კანცეროგენული, ანუ სხვადასხვა სიმსივნის გამომწვევი. მისი ჩასუნთქვა იწვევს ბრონქების ქრონიკულ ანთებას, ცვლის ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციას და ა.შ. გადაჭარბებული რაოდენობით ნიტრატების გაბნევა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახლომდებარე ფლორასა და ფაუნას, გრუნტის წყლებსა და სხვ.

ამიტომ გადატვითვისა და დასაწყობების ზონები საკმაო მანძილით უნდა იქნას დაშორებული საცხოვრებელ უბნებს, ხოლო მუშები აუცილებლად უნდა აღიჭურვონ შესაბამისი თავდაცვის საშუალებებით.

გოჩა გოგუაძე,

ეკოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here