Home რუბრიკები საზოგადოება ქაჯები წავლენ!

ქაჯები წავლენ!

879
კარიკატურა

მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინათვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე”.

ილია მართალი

დასაწყისში მცირე ამონარიდი ჩემი რომანიდანლილიტის მძევალი”: “დედამიწა ქართველებს მართლაც დედობას გვიწევს და დედაშვილი ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენი ბრძენი წინაპრები ეკლესიამონასტრებს გეოპათოგენურ ზონებში გამიზნულად აშენებდნენ, რითაც მათი უარყოფითი ენერგიის განეიტრალებას ახდენდნენ და ამგვარი განტვირთვით დედამიწას შვებას აძლევდნენ…” ეს მართლაც ასეა და მსგავსი გეოპათოგენური საფრთხე ქართველებმა ბოლო პერიოდშიც ავიცილეთ, როცა ჩვენმა სულიერმა მამამ თავისი ბრძნული გადაწყვეტილებით, ლგბტთა 17 მაისისშაბაშსოჯახის სიწმინდის დღე ჩაანაცვლა და ამით ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას მორიგი სიბილწე აარიდა. მაგრამ რა? _ ერის დამაქცევართ ბელზებელისგან შეკვეთა აქვთ მიღებული დაავსულთა ლაშქარმარევანში ზაფხულისთვის გადადო

ამჯერად ფერადოვან სიმბოლო ცისარტყელაზე მექნება საუბარი… განა სიმბოლო მოვლენის არს? არ უნდა ესადაგებოდეს? გავიხსენოთ: ბიბლიის მიხედვით, წარღვნის შემდეგ უფალმა დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელების დასტურად, ცაზე ცისარტყელა გამოსახა და ნუთუ მკრეხელობა და უკიდურესი ცინიზმი არ არის, უფლის ეს ღვთიური საჩუქარი სწორედ სიცოცხლისა და კაცთა მოდგმის გამრავლების საწინააღმდეგო ანომალიის _უნაყოფო ერთი და იმავე სქესის წყვილების ზეობის სიმბოლოდ განიხილებოდეს? ალბათ, უფრო მართებული იქნებოდა ლგბტებს საკუთარიორსქესიანისიმბოლოები დედამიწაზე, მათივე ცხოვრების შინაარსობლივ ანალოგიებში ეძებნათ და, ცისარტყელას ნაცვლად, ლოგოდ თუნდაც ჰიენა (იგივე აფთარი) შეერჩიათ და აი რატომ:

* ჰიენებიც ლგბტ-ებივით ჯოგურ (თემობრივ) ცხოვრებას ეწევიან და მათსავით ცდილობენ, სამოქმედო არეალი გაიფართოვონ;

* ჰიენებიც, მასონებისგან ფინანსურად წახალისებული ლგბტ-ებივით ჯიქურ მიმწოლები არიან, არათუ ბალახისმჭამელებს, ზოგჯერ გაცილებით ძლიერ მტაცებლებსაც (ვეფხვს, ლომს და ა.შ.) ესხმიან თავს. ლგბტ-ებიც ჩვენი საზოგადოების ზნეობრივად ჯანსაღ ნაწილს ჰიენებივით გააფთრებულნი უტევენ და ტელევიზიებში მათ დასაცავად წამყვან-სტუმარ-ომბუდსმენ-ენჯეოების გაუთავებელი კაკოფონია, მსხვერპლზე მიტანებული ჰიენების სულის გამყინავ “კისკისს” არაფრით ჩამოუვარდება; ისიც უცნაური დამთხვევაა, რომ ჰიენები ჰერმაფროდიტები, ანუ ლგბტ-ებივით პედერასტები არიან, სქესს სეზონურად იცვლიან.

ასე რომ, ლგბტ-თა ცხოვრების ნირი ყველაზე მეტად ჰიენებისას ემთხვევა. ცისარტყელა კაცობრიობისთვის ღვთითბოძებული უწმინდესი ზეციური საჩუქარია და მკრეხელობაა, მისი შეხედვისას ბაყაყებივით ერთმანეთზე შემსხდარი, მოკრუსუნე ჰომოსექსუალი წყვილები გვახსენდებოდეს. არადა, ძალით გვაიძულებენ!.. დედაბუნებისთვის ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა და კაცთა მოდგმისთვის _ სასჯელი. ჩვენებურმაკრუსუნიებმაცუნდა შეიგნონ, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე ზეცა სიცოცხლის საწინააღმდეგო ძალების თარეშს არასოდეს შეეგუება და ამ უზენაესი მისიის აღსრულება უფალმა ქართველ ერს ანდო, რომელსაც ეშმაკეული ძალები ხელს ვერ შეუშლიან.

ეს მოსაზრება ყბადაღებულ “სიძულვილის ენად” არავინ მონათლოს. მამათმავლები საქართველოშიც ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ მიმართ დამოკიდებულება იუმორსა და სიბრალულს (უნაყოფობის გამო) არ გასცდენია. რა ვიფიქროთ: ეს ჩვენი მეგობარი უცხოელები სექსუმცირესობების საკითხს ახლა იმიტომ ხომ არ ამწვავებენ, რომ საზოგადოება გაღიზიანდეს, მათდამი მტრულად განეწყოს და ბოლოს ქართველები მსოფლიოს თვალში “ჰომოფობებად” გამოგვიყვანონ? რაშია საქმე? ლგბტ-ებიც უკვე ისე არიან გაბლატავებულნი, მოწინააღმდეგეებს ცინიკურად პირში ბურთს ჩრიან და ლამისაა, ხორცი აგლეჯინონ. ეს რა, მათი მხრიდან ძალადობა არ არის? ხოლო ძალადობის წინააღმდეგ პროტესტისიძულვილის ენარატომაა ვითომ? სადაა ლოგიკა? ამ კატეგორიას ქართველი კაცი ჩვეულებრივ ეგუეობდა, მეც არას ვერჩი, მაგრამ გარედან წახალისებული მათი გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ასეთი აღზევება, აფიშირება და დანერგვა ყველას ზარავს; მით უფრო, მათ შორის ბევრია ისეთი, უცხოურ გრანტებზე გაწუწკებულები ჰომოსექსუალობას რომ იბრალებენ და, რაც მთავარია, გარყვნილების შხამიან შტამებს პიროვნულად მოუმწიფებელ, მოქალაქეობრივ ფასეულობებში გაუთვითცნობიერებელ თაობებში პანდემიურად ავრცელებენ. აი, მათ კი ამის უფლება ნამდვილად არ აქვთ და არც საზოგადოებას აქვს უფლება, ამგვარ ნეგატივს გაუყუჩდეს. მგონი, კონჩიტასაც უღიარებია, _ პედერასტობა კარიერული წინსვლისთვის დავიბრალეო, მაგრამ ფაქტია, რომ, მისი მიმბაძველობით ნაწნავიანი განაზებულიკონჩიტაბიჭები ნაწვიმარზე ამოყრილი სოკოებივით მოგვიმრავლდნენ.

_ მოდით, ბავშვებო, ნუ გეშინიათ, ჩვენ დაგიცავთ! _ ტელეეკრანიდან ხავის გაურკვეველი სქესის ვინმე ნინო თუ ნიკა, თითქოს სტამბულის მონათა ბაზარი იყოს და სულთნის კარის საჭურისებად, ტყვე ბავშვების კასტინგი ჰქონდეს!..

ბავშვებო! _ ეს ბავშვები ჩვენი შვილები, შვილიშვილებია, მომავალში დედობით, მამობით რომ უნდა გაიხარონ, ერი ამრავლონ, სატანის ნაშიერები კი ცხოვრების გზას უმრუდებენ, ცოდვის მორევში ითრევენ, ხოლო საზოგადოებამ ეს თურმე ნორმად უნდა მიიღოს და გაჩუმდეს.

აქ ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტის ოდესღაც სააკაშვილის კლანზე ნათქვამი ფრთიანი ფრაზა გამახსენდა: “ქაჯები მოდიან და მიდიან!” დიახ, ქართული მიწა ზენაარმა თვითწმენდის უნარითაც დააჯილდოვა და ჩვენი ერის მოსოდომგომორელებლად შემოთესლებული ქაჯებიც, აითესებიან და წავლენ.

აქვე უნდა დავეთანხმო ქართული მიწის ჭეშმარიტ ქომაგს, შესანიშნავ მეცნიერს, ბატონ გელა ღლიღვაშვილს, რომელიც ამბობს, ქართველებს ორი ალტერნატივა გვაქვს: ან დავრჩებით მგლებად (გურჯისტანი “მგლების ქვეყანას” ნიშნავს) ან გადავიქცევით ჰერმაფროდიტ, მაწანწალა ჰიენებადო. მართალია, ბატონ გელას ეს სიტყვები კონკრეტულად ქვეყნის სივრცით პარამეტრებს მოიცავს, მაგრამ ამ აზრის ქართულ ეთნოსზე გავრცელებაც თავისუფლად შეიძლება.

წინაპარს უთქვამს: კაი ყმა, მგელი, არწივი, _ არც ერთ არ გაიწურთნებისო. ჰოდა, შეეშვან ჩვენი უცხოელიაპეკუნებიგურჯისტანში (მგლების ქვეყანაში) მგლების (კაი ყმების) ჰომოსექსუალებად გაწვრთნას. ცალკე რუსი ცდილობს, ქართველი ერი იარაღით ისევ წამოაჩოქოს; ცალკე _ ეს უცხოელები, რომ გლობალისტური მანიპულაციებით გადააჯიშონ, მასში მებრძოლო სული ჩაკლან და ბუტაფორიად აქციონ, _ ჯანდაჯან გვეძალებიან… შედეგად კი ის მიიღეს, რომ, თუ ადრე უცხოეთს ვაფეტიშებდით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის ცნობიერებაში უნდობლობის ვექტორი თანდათან დასავლეთისკენ გადაიხარა. მათი გენიოსი ავტორების შემოქმედებით ნასაზრდოები ქართველები ლიბერასტებმა ერთბაშად თავაშვებულობის მითოლოგიური ღვთაების _ ლიბერას ბაკქანალიებში ამოგვაყვინთეს და, თუ ასე გაგრძელდება, საოცნებო დასავლეთზე იმ შორეული, თავდაპირველი ხიბლიდანაც შეიძლება აღარაფერი დარჩეს. ეს არის რეალობა.

მიმოვიხედოთ: დღეს სად ვართ, ვისთან ვართ და როგორ ვართ ქართველები?

სად ვართ და ვისთან ვართ, ეს თავადაც ვერ გაგვირკვევია: კოსმონავტივით უწონადო მდგომარეობაში ვიმყოფებით, “არც მიწისა ვართ, არც ცისა” და “ნატვრის ხის” ელიოზივით ცის გახსნას ველოდებით, საიდანაც ანგელოზები ჩამოვლენ და მიწიერ სამოთხეებში: ნატო-ევროკავშირში შეგვიყვანენ. ვდგავართ და საჩვენოდ დაგმანული აღსავლის კარის გაღებას, წლებია, ამაოდ ველოდებით. “მაინც ვაკაკუნოთ!” _ იხტიბარს არ იტეხენ ხელისუფლებაში და ბებერ ხეს მიჭიჭინებული კოდალასავით დაჟინებით ვუკაკუნებთ და ვუკაკუნებთ…

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ბატონი იური ლუიკი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას გვიზიარებს და მეგობრულად გვირჩევს: ქართველები ნატოში მისაღებად მაქსიმალურად მოემზადეთ და, თუ დემოკრატიულობის, საბაზრო ეკონომიკისა და თავდაცვის თვალსაზრისით ალიანსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებთ, მიღების პრობლემა არ შეგექმნებათო; მართალია, ნატოს კარი პატარა ქვეყნებისთვის იშვიათად იღება, თანაც ამჯერად ახალი წევრის მიღების ნება თითქმის არ არსებობს, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ, მოთმინებით დაელოდეთ და, როგორც კი კარი გაიღება, იმარჯვეთო…

ეეჰ, ამის მარიფათი რომ გვქონდეს, რა გვიჭირდა. ის კი არა, მთელი ჩვენი დღე და მოსწრება სულ, ასე ვთქვათ, “შემოვარდნილების” მოგერიების რეჟიმში ვართ: მონღოლი გინდა, არაბი, თურქი, ბიზანტიელი თუ სპარსი და აგერ, რუსიც ვერ მოგვიშორებია თორემ ნატო? ღია კარში “შესავარდნად” სულ ტალიკ-ტალიკ მსოფლიო ჩემპიონებს ჩავასაფრებდით, ლაშა ტალახაძის თავკაცობთ…

…ზემოთ წარღვნა ვახსენე და ამ “შევარდნამ” ერთი ქართული ბიბლიური თქმულება გამახსენა: ნოემ კიდობნის კარი რომ გახსნა, ყველა ოთხფეხი სულ დაოთხილი შეჯლიგინდა და ერთადერთი ჩვენი საწყალი, ჯაფისგან ქედგადაღლეტილი ნიკორა კამეჩი გამორჩა. შიშს რა ძალა ჰქონია: თავზარდაცემულმა პირუტყვმა ერთბაშად ენა ამოიდგა და “ნოოოეეე!” _ სასოწარკვეთილმა შებღავლა. იმ კაი კაცმა კამეჩი შეიყვანა და ბოდიშიც მოუხადა, მაგრამ ნიკორას მაშინდელი სტრესი დღემდე არ განელებია და “ნოოოეეე!” _ დროდადრო საცოდავად ამოიბღავლებს ხოლმე. ჩანს, ნიკორას პატრონებიც მასავით უფხოები გამოვდექით: ვდგავართ ნატო? კართან და მორიდებით ვაკაკუნებთ. ხანგამოშვებით კარი მართლაც იღება. გახარებული მივცვივდებით, მაგრამ, საშვის ნაცვლად, ახალ-ახალ დავალებებს გვახვედრებენ. თანაც რა ნიჭიერად იგონებენ?! საბედნიეროდ, შუათითი ჯერ არ უჩვენებიათ და არა მგონია, ეს ნატოს მისიებში აქტიურად ჩართული ჩვენი მამაცი, სისხლდანთხეული ჯარისკაცების ხათრით იყოს: ალბათ, ელოდებიან, მთელმა ერმა ნარკუშა “გირჩელებივით” ჩავიხადოთ და “ტანგები” დავანახვოთ. ეს ისე, _ მცირე ლირიკული გადახვევა…

მესამე კითხვა: როგორ ვართ?

როგორ და ჯერჯერობით ყველაფერი დეგრადაციისკენ მიდის… თითქოს აფრიკის რომელიღაცკლასის ტომი ვიყოთ, ჯერ კიდევ ნაცების ხელისუფლებამ მძლავრი სამეცნიერო და შემოქმედებითი კავშირები გააუქმა, ამათ კი სამი დამოუკიდებელი სფერო: განათლება, კულტურა და სპორტიპროკრუსტეს სარეცელზედაახეიბრეს და ერთ ნაჭუჭში ჩატენეს. ქართველები უკვე საკვებმომპოვებელ, უცხოელების ხელებში მაცქერალ მათხოვრებად ვიქეცით. წვრილშვილიან, გაჭირვებულ ოჯახში გავიზარდე და ამგვარი სიღატაკე და ღრმა კლასობრივი დიფერენციაცია, ჩვენს ქვეყანაში რომ ჩამოყალიბდა, შორეულ ბავშვობაში ინდურ ფილმებში თუ მინახავს: მთელი ქვეყნის დოვლათი ერთი მუჭა მაფიოზური კლანების ხელში მოექცა, დანარჩენი მოსახლეობა შიმშილით სულს ღაფავს, ნაგვის ბუნკერებთან უპერსპექტივობით ხელჩაქნეული, დამშეული ადამიანების რიგი დგას და გამკითხავი არავინაა. შესაბამისად, გაიზარდა კრიმინალიც (დამშეულ საზოგადოებაში “პურიტანიზმს” ვერავის მოსთხოვ). საინტერესოა, ვის მიზნებშია, ჩვენი ბარაქიანი მიწის პატრონი ერის იმ დონემდე დამცონარება-დაგლახავება, რომ მშიერი ადამიანები ერთმანეთს პირში ძაღლებივით სუნავდნენ, _ რა ჭამეო. ამ ტენდენციით, ეს მიწა ვის რჩება? პასუხი: ყველას, გარდა მისი კანონიერი მფლობელის _ ქართველი ერისა. დამოუკიდებელი განვითარების ყველანაირი ორიენტირი დავკარგეთ და ვკარგავთ მომავალსაც: ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, ვირტუალური სამყარო, გარყვნილება, გულგრილობა, სისასტიკე _ აი, ის პრიორიტეტები დამაღალი იდეალები”, რომლებშიც ქვეყნის მომავალი ხურდავდება. მიაქციეთ ყურადღება: ღიმილის ქვეყანაში, ურთიერთკეთილგანწყობასთან ერთად, ღიმილიც უკვალოდ გაქრა, მათ ადგილას ღვარძლი დაითესა და გაბატონდა. ხალხი გაოგნებული და გაწბილებულია: ამგვარ დემოკრატიულ ოაზისს გვახარბებდნენ, ამას ვესწრაფვოდითო?!

კარიკატურა

თუ უცხოელებს მართლა შესტკივათ გული, მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარონ. თუ არ შეუძლიათ, თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მაინც შემოგვეხიდონ. არა და არა!.. ამის ნაცვლად, თავის ლიბერასტულ ნაგავს მოაცუხცუხებენ და მათი ნების მონურად აღმსრულებელი, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს კალიებივით მოდებული რენეგატების ხელით პირში ძალით გვტენიან. იმ დალოცვილებმა ისტორიას მაინც გადახედონ: მუდმივად მაჰმადიანური სამყაროს მტრულ გარემოცვაში მარტოშთენილი, ბრძოლებში დაღლილი, ღვთისა და კაცობრიობის წინაშე ღირსეულად ვალმოხდილი ეს პატარა ქრისტიანული ქვეყანა ნუთუ ამგვარ ცინიზმს იმსახურებდა, უცხოელი პარტნიორები ღვაწლს ასე უნდა გვიფასებდნენ?!

ლიბერასტებმა თავისნაირები უკვე ისე “ააგულავეს”, რომ აგერ პატიოსანი მამის _ განსვენებულ ანზორ გვარამიას შვილს მანიაკური ახირება აქვს, სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ “რუსთავი 2”-ის ეთერიდან ყოველდღე აქლემივით დუჟს ღვრის, ხალხს თავს აზიზღებს და სახეზეც აწერია, რომ ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს; თვალებსაც ამიტომ ბლიტავს ხოლმე მზეს მიფიცხებული ქამელეონივით. ენერგოვამპირების თემას აქ აღარ განვავრცობ, მხოლოდ მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ ჩემი წერილიდან “მონსტრების კორპორაცია” (“ლიტერატურული საქართველო”, 2016.X) და დასკვნები თვითონ გამოიტანეთ:

კარმული მედიცინის მიხედვით, ენერგოვამპირები დედამიწაზე თვითგანადგურების კოდით მოვიდნენ; გადაკეტილი აქვთ სულიერი ენერგიის მიმღები სამივე არხი (სიყვარული, ბედნიერება და სიბრძნე), რის გამოც, იძულებული არიან, დეფიციტი საზოგადოებიდან პირატულად მიტაცებული ენერგიით შეივსონ. გაუკუღმართებულია მათი სექსუალური ცხოვრებაცენერგოვამპირები ნარკოდამოკიდებულებს ემსგავსებიან და სულიერი შიმშილის დასაკმაყოფილებლად მუდმივად მზარდი წყაროების ძიებაში არიან. ინტრიგა, შფოთი, სკანდალი და .. ვამპირებს ახალახალი სასიცოცხლო ენერგიით ავსებთგარშემოც თავისნაირებს იკრებენ, ხოლო ქვეყნის სათავეში მოქცეულები ყოვლისდამანგრეველ მონსტრებად იქცევიან, თუმცა, სამყაროსეული კანონებით, სასტიკადაც ისჯებიან (ნერონი, ჰიტლერი, კალიგულა…)”. ანამნეზი, ალბათ, გეცნოთ: “რუსთავი 2”-ის სათავეში მოქცეული ჩვენი “ვამპირუკასთვის” ერთიმეორეზე გულისამრევი პერფორმანსების თხზვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოფილა, მაგრამ აქვე საგულისხმოა ფატალურობის კლიშეც _ ბოლო პერიოდში გვარამიაც სამგლე გოჭივითაა ატეხილი…

საუბედუროდ, ვამპირიზმმა მანძილი არ იცის და თვალს მიფარებული ადეიშვილკეზერაშვილის დაუსჯელობით მოგვრილი მწარე ფიქრები ისევე გვცლის სულიერი ენერგიისგან და გვფიტავს, როგორც, ვთქვათ, ბოკერიასა და მისი მეტად უცნაურად აჟიტირებული თანამეცხედრის ყურება.

ყველაფერი წარმავალია და ვამპირების ბოგინიც.

ადიდებულ მდინარეს, როგორც წესი, ბალასტიც მოჰყვება ხოლმე და ადუღებისას წყალიც ჭუჭყს ზედაპირზე იგდებს: მოქაფავ და დაიწმინდება. “რუსთავორელი” ავსულებიც, ალბათ, ადრე თუ გვიან, მოახტებიან სააკაშვილის ნახმარ ცოცხებს და მოუსავლეთში გადაქაჯდებიან. ისტორიის უგრძეს გზა-შარაზე ქართველებს ამის მეტი რა გვინახავ? და რა გამოგვიცდია…

ასევე დროებითია ჩვენი ერის გადაკეთების მცდელობაც, რადგან არ გამოუვათ… ქართველი “საახალწლო ბასილას” ცომივით დამყოლი როდია, თავის ქეიფზე რომ გადაზილ-გადმოზილონ და უნდათ, ხელს გამოაბამენ, უნდათ _ სხვა რამ ორგანოს. ქართველი ერი არც ლერწამია, როგორც უნდათ, ისე რომ მოდრიკონ, მუხის ჯიშისაა და ტოტემადაც მუხა აქვს _ უდრეკი, წმინდა მცენარე (მძლავრი “მუმლი მუხასა” გავიხსენოთ). სიტყვამ მოიტანა და აქვე დავძენ, რომ სვანურ ფოლკლორში ჩვენი გვარიც გამძლეობით სწორედ მუხასაა შედარებული: “ჯიჰრა მიჯვრა ხერგიანარ” (ხერგიანები მუხის “მიჯვრები” _ საყრდენი ბოძებია).

ერთიცაა: ინკვიზიციის, ფაშიზმის, კუკლუქსკლანის, აპარტეიდის და . . ისტორიული ქვეყნებიდან მოსულებმა ქართველებს ამ გადაკეთებგადმოკეთებით რა უნდა გვასწავლონ: ზნეობა? ეთნოუმცირესობებთან ურთიერთობა? რელიგიური შემწყნარებლობა? უფროსუმცროსობა? სტუმარმასპინძლობა? ერთადერთი, რაც ქართველებმა დღემდე ვერ ვისწავლეთ, მტერმოყვრის გარჩევაა და რას გვაიძულებენ? _ ათასწლოვანი უნიკალური, ჯანსაღი ტრადიციების მოშლას? მართლმადიდებლობის შეზღუდვასა და სექტებისაბლატავებას”? ნაცების დამნაშავე რეჟიმთან ბოლომდე კოაბიტაციურ ჩახუტებას? ნაცი ჯალათებისთვის სასჯელის შემსუბუქებას? გრანტიჭამია ენჯეოების ხელშეუხებლობას? ისედაც განლეული, შვეიცარიული ყველივით დასვრეტილდაფხავებული ქართული მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას? სასწავლო დაწესებულებებიდან სულიერების გამოძევებას? ჩვენივე დევნილებით და უმუშევრებით გადავსებულ ქვეყანაში დამატებით ახლა კიდევ უამრავი უცხო ლტოლვილის მიღებადაბინავებადასაქმებას? სექსუმცირესობებზე განსაკუთრებულ ზრუნვასა და მთელი ქვეყნისგაცისფერებას”? ბავშვთა გარყვნა-გაუკუღმართებას?.. ხარჯი-ხარჯია და მამაცხონებულებს ამ ყველაფრისთვის ბარემ კუბოზე დასადები “ვენოკიც” მოეყოლებინათ!.. რაო, ამის გარეშე ნატოსა და ევროკავშირში ვერ მიგიღებთო?..

“სტუმარმასპინძლობამ” ერთი ამბავი გამახსენა. ეს საუკუნეების წინათ იყო:

ამერიკის პირველდამპყრობი თეთრკანიანი ავანტიურისტები ინდიელებმა ღვთის წარმოგზავნილებად მიიჩნიეს, ზედ გადაჰყვნენ, “ფეხქვეშ მარგალიტი დაუფინეს”, მათ კი აბუჩად აიგდეს: პურის ნაჭრებზე მდოგვი სქლად წაუსვეს და გემზე სტუმრად მიწვეულ ბელადებს ღლიცინით ჩამოურიგეს. ინდიელებმა სტუმარმასპინძლობის ჩვეულ ტრადიციას არ უღალატეს, სამსალას სიტყვის უთქმელად ბოლომდე შეექცნენ და ამით “ველურებმა” ევროპელებს მაღალი კულტურის მასტერკლასი ჩაუტარეს… სულ მალე კოლონიზატორებმა ამერიკის კონტინენტზე მილიონობით მკვიდრი მოსახლეობა უმოწყალოდ გაჟლიტეს, ნაწილსაც რეზერვაციებში ამოჰხადეს სული და ინდიელთა იმ მეტად თავისებური, დედაბუნების წიაღიდან ამოზრდილი მაღალი ცივილიზაციიდან ევროპელმა დამპყრობლებმა აღარაფერი დატოვეს, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, ხახვივით შერჩათ.

დღეს მსოფლიოში თითქმის იგივე ხდება, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, უფრო ცივილიზებულად და უსისხლოდ: თოფსა და ზარბაზანს ამჯერად უმძლავრესი ფსიქოტრონული იარაღი ჩაენაცვლა. ბოლო ჟამია და სატანა მძლავრობს; მისმა ემისრებმა ჩვენი ქვეყანა საცდელ ლაბორატორიად აქციეს და “ქონდაქარებადაც” ისევ მოღალატე, სკალპელმომარჯვებული ქართველები შეარჩიეს…

ჩვენი მიზანინაცმოძრაობისგადარჩენაა! _ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გვამცნეს გლობალისტების მიერ დაქირავებულმა და ნაცებთან კოაბიტირებულმახალხის რჩეულებმაშეპირებული სამართლიანობის ნაცვლად, დასავლეთის ზეწოლისა თუ სხვა რამ მიზეზით, მორგში შესვენებულ ნაცგვამებს აყროლებულ პირში სული უბერეს, გააცოცხლეს და ისევ ვამპირჯალათებად მოგვიტრიალეს. პოლიტიკურ ქარბორბალაში მოყოლილი დაბნეული ივანიშვილიც (შორიდან ასე ჩანს), სამწუხაროდ, კოაბიტაციის ხიბლიდან ვერა და ვერ გამოდის და მოსამართლეთა არჩევის საკითხშიც ჯიუტად რატომღაც ისევ “პირველ ჩვენებას” აწვება, შავზე ამბობს თეთრიაო! რის გამოც, ვისაც არ ეზარება, ამ უდავოდ დიდი ქველმოქმედი “მეოცნებე” კაცის ლანძღვა-თათხვაშია, უფრო კი _ სახალხო აუტოდაფესგან სწორედ მისი წყალობით თავდახსნილი ნაცები, ასევე, მის “კარმუშკას” ნაჩვევი ხალხი და და კიდევ ისინი, ვინც, შესაძლოა, დღემდე ერთი თეთრითაც არავის დახმარებია. ესაა შეშლილობისა და უმადურობის ნაზავი…

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მსოფლიოს ცივსისხლიანმა მბრძანებლებმა ბატონი ბიძინა ნაცების გადამრჩენად გამოიყენეს და მიატოვეს, მაგრამ ამასთანავე, ცოცხალი თავით ვერ ელევიან და ბოლომდე არც შეელევიან ქართველი ერის მთავარ სასიცოცხლო არტერიაზე მიძაგრებულ მონსტრ სააკაშვილსა და სამთავრობო სავარძლებში ისევ თბილად მოყუჩებულ მის სულიერ მეწყვილეებს (ბოკერიებს, უგულავებს…), სანამ ქვეყნის დაუძლურებული სხეულიდან ენერგიას ბოლომდე არ გამოწოვენ. დაუსჯელობით თავგასული სააკაშვილიც ქარისგან აფრიალებული ყანის საფრთხობელასავით ღრეჯით ხან საიდან გამოგვიცეკვდება, ხან _ საიდან და წლებია, ამგვარ ტრაგიკომიკურ ფარსში გვაცხოვრებენ.

ამ ჯაჯგურ-ჯანჯღარში ქართველები ეთნიკურად ისე დავილიეთ და დავიშრიტეთ, ბრძოლისთვის ძალა ვეღარ მოგვიკრებია და უკვე დემოგრაფიული უფსკრულისკენ მივექანებით, მაგრამ გლობალისტურ ორომტრიალში თავბრუდახვეულ მსოფლიოს ჩვენი ერისიყო და არა იყო რაარსებობა, ალბათ, ერთი დღის ხსოვნადაც არ გაჰყვება

ეს ასეა, მაგრამ, ნუთუ, კაცობრიობის თანამედროვე არქიტექტორები ბოლო დროს მოჭარბებული ბუნებრივი კატაკლიზმების მიზეზებსაც ვერ აცნობიერებენ? აკი ღმერთმა სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ადამის მოდგმა ორ ფეხზე იმიტომაც წამოაყენა, რომ ზოგჯერ ზემოთაც აგვეხედა და მისი არსებობა გაგვეცნობიერებინა? ანდა, ეს ახალი ყაიდის სექსუალურიკომპრაჩიკოსებიერთხელ მაინც თუ დაფიქრებულან, ქრისტიანული ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა რატომ გადადის ისლამის რჯულზე? იქნებ, მათი მამაკაცური საწყისი ლიბერასტების დაძალებული ანდროგენური “აჯაფსანდალისგან” თავდაღწევას ამ სახით ცდილობს? შესაძლოა, ექსტრემალი ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი “ადრენალინიც” იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც თვალშისაცემი ნაწილი ისლამს მიელტვის…

ჩვენთან კი ზოგჯერ პირიქით ხდება _ საქართველოში არაბთა ბატონობისას თბილისში მოხვედრილმა მუსლიმმა ჭაბუკმა აბომ თავისი სარწმუნოება დააგდო და მართლმადიდებლობა, არათუ მიიღო, ქრისტეს რჯულისთვის თავიც გაწირა _ მოწამებრივად აღესრულა.

აი, ეს მიზიდულობის ძალა და ხიბლი აქვს ქრისტეს კვართის მფლობელ მისტიკურ მიწას და ნაირნაირი სოროსული ნაგავის არამკითხე ექსპორტიორებსაც ნუ გაუკვირდებათ, თუ საქართველოში მათი გლობალისტური ცნობიერებისთვის მიუწვდომელ, ამგვარ პარადოქსებსაც წააწყდებიან. მეტეხის ხიდზე ჯალალედინისგან მოწყვეტილი ასი ათასი ქართველის ამბავიც გაისიგრძეგანონ, წმინდა ხატებზე ფეხის დაბიჯებას, მოწამებრივი სიკვდილი რომ ამჯობინეს და ვგონებ, ქართულ ფენომენზეც ცოტა სხვაგვარად დაფიქრდებიან.

იმ დღეებში თურმე წითლად დიოდა მდინარე მტკვარი…

მირონ ხერგიანი

1 COMMENT

  1. shesanishnavi analizi dgevandeli mdgomareobisa. dzalian saiteresod dacerili.

    sakartveloshi sagi azris propagandis arnaxuli depicitia.

    tkvrn kvrlani unda ertiandebodet dges dgeobit kvelaze patriotuli partiis -patriotta aliansis garchemo. unda shemoivlidet sakartvelos kvela kutxe kunchuls adamianta gasatvicnobiereblad!!
    adamienbi sakartveloshi imkopebian vakiuumshi. gansakutrebit axalgazrdoba–vitom kvelam kvelaperi icis da esmis, magram mat dgevandeli mdgomareobis namdvili, sigrmiseuli gaazreba ar akvt. amistvis meti propagandaa sachiro!!!!!!!!!
    gmadlobt!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: nini Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here