ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი „პატარა ვარსკვლავები“ ტელეკომპანია NBC-იმ მსოფლიო პროექტში World Of Dance (junior) მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამის შესახებ ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა განაცხადა.
World Of Dance-ის ჟიურის წევრები ცნობილი მსახიობები და მოცეკვავეები არიან. ჟიურის ერთ-ერთი წევრია მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი.
“სოციალურ ქსელში ცეკვის ვიდეო ავტვირთეთ, რომელსაც ძალიან ბევრი ნახვა და 10 000-ზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ლოს-ანჯელესიდან NBC-ის ჯგუფი დაგვიკავშირდა, ჩვენი ვიდეო უნახავთ და პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიგვიწვიეს.
პროდიუსერებმა ჯენიფერ ლოპესს აჩვენეს ეს ვიდეო და ძალიან აღფრთოვანებულა”, – აღნიშნა დავით ფოცხიშვილმა.
როგორც ქორეოგრაფი „აიპრესთან“ ჰყვება პროექტის ჟიურის წევრებისგან მიიღეს დავალება, რომ რომელიმე ცნობილი პოპ მომღერლის მელოდიაზე ქართული ცეკვა დადეგათ და ვიდეო გაეგზავნათ.
„ჩვენ Michael Jackson-ის მელოდიაზე დავდგით ცეკვა. მოთხოვნა იყო, 4 ცეკვა ყოფილიყო. ზაფხულში ფაქტობრივად არ დაგვისვენია. გვითხრეს, რომ ცეკვამ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მოეწონათ“, – აცხადებს დავით ფოცხიშვილი.
მისი თქმით, „პატარა ვარსკვლავები“ სავარაუდოდ მესამე სეზონში მიიღებენ მონაწილეობას.
„იქ ძირითადად პოპ-ის სტილია, ელოდებიან რაიმე ფოლკლორული ჟანრის თემა თუ შევა. მეორე სეზონში უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ არ შეიკრიბა. ელოდებიან, რომ მესამე სეზონში შევა ასეთი ჟანრის ცეკვები, ჩვენი ცეკვა რომ ჩაჯდეს.
წუთ ნახევრიანი ლიმიტი დაგვიდგინეს. ამ დროში ჩავსვით ქართული ცეკვის ელემენტები, რაც მიმზიდველია, მაგალითად ფარიკაობის დუეტები, ხანჯლები ჩარჭობა და ა.შ.”, – აცხადებს დავით ფოცხიშვილი.
“World Of Dance”-ში გამარჯვების შემთხვევაში ჯილდო 1 მილიონი დოლარია.
წყარო: „აიპრესი“