Home ახალი ამბები ქართული ფილმი ‘8 წუთი“ შესაძლოა ოსკარზე უცხოენოვანი ფილმების ხუთეულში მოხვდეს

ქართული ფილმი ‘8 წუთი“ შესაძლოა ოსკარზე უცხოენოვანი ფილმების ხუთეულში მოხვდეს

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“, შესაძლოა,ოსკარის ნომინაციებში მოხვდეს. ფილმი,  „8 წუთი“ ამერიკულ კინოაკადემიას გადაეგზავნება და გამორიცხული არაა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის შერჩეულ ფინალურ ხუთეულში მოხვდეს.

იბრძოლებს თუ არა ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიისთვის 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების შემდეგ, გახდება ცნობილი, მანამდე კი ქართულმა ფილმმა მანჰეტენის ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფილმის სცენარი აპოკალიფსური შინაარსისაა. ფილმის სათაური უკავშირდება იმ დროს, რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში, დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება. ის ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძეს, ასევე პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს და მაგდა დათუაშვილს აერთიანებს. ფილმში მთავარ როლებს ანა ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here