Home ახალი ამბები ქართული პოლიტიკის ისტორიაში, 2017 წლის არჩევნები შევა “15 ლარიანი არჩევნების” სახელწოდებით

ქართული პოლიტიკის ისტორიაში, 2017 წლის არჩევნები შევა “15 ლარიანი არჩევნების” სახელწოდებით

727

თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით “დემოკრატიული მოძრაობის” საჩივარი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

“15 ლარიანი არჩევნები” – ასე მოიხსენია ნინო ბურჯანაძემ 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები. პარტიის ლიდერი არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობს და ხმების თავიდან გადათვლას ითხოვს.

„ქართული პოლიტიკის ისტორიაში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შევა 15 ლარიანი არჩევნების სახელწოდებით. ყველაზე დიდი სირცხვილი რაც მოხდა  და რაც არის საერთო ტენდენციის მაჩვენებელი, როდესაც ჩვენს არა მარტო საოლქომ, არამედ სასამართლომაც უარი  გვითხრა მთაწმინდის #13 უბნის გადათვლაზე. 740-მა საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა ჩვენი საჩივრები უბნებზე. რას ვითხოვთ მეგობრებო? ერთადერთს – გახსენით ყუთები, გადათვალეთ, დაგვარწმუნეთ!“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here