Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნების” ქამინგაუტი

“ქართული ოცნების” ქამინგაუტი

საქართველოში გეიაღლუმის ჩატარება ქვეყნისა და ერის გაუპატიურების ტოლფასია

3471
აქცია

ზაფხულის ბოლო დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით: აგვისტოში აღმაშენებლის გამზირზე უკანონო მიგრანტების, ქართული მიწების გასხვისების წინააღმდეგ მიმართულიქართული მარშისაქცია; ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო სამთავრობო ციებცხელება (დიახ, სამთავრობო, რადგან ელექტორატს, უკაცრავად და, სულ ფეხებზე ჰკიდია ეს არჩევნები, ისევე, როგორცეკიდა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რადგანაც შედეგები იმთავითვე იყო ცნობილი.

აქედან გამომდინარე, მომავალ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა რეკორდულად დაბალი იქნება); აგერ, ახლახან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხმაურიანი მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ და შიმშილობის აქციის დაწყებაქართული მარშისმოთხოვნათა თითქმის იდენტური მოთხოვნებით

ამ ყველაფრის ფონზე ლამის გამოგვეპარა, რომ 1 სექტემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. უფრო ზუსტად, ლამის გამოგვაპარეს, რადგან ხელისუფლება შეეცადა, რაც შეიძლება უხმაუროდ ჩაეტარებინა ეს პრეზენტაცია და ჩვენმა ლიბერალურმა მედიამ “რუსთავი 2”-ის ჩათვლით, პრაქტიკულად, არ გააშუქა (ეს ის შემთხვევა იყო, როდესად სამთავრობო თუ ოპოზიციური მედიის ინტერესები დაემთხვა) ხსენებული ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე ცნობილი შეიქნა, რომ ამ საპარლამენტო კომიტეტსსტრატეგიულსამოქმედო გეგმაში ერთი განსაკუთრებითსტრატეგიული”, უფრო მეტიც, “ეროვნულიღონისძიებაც ჰქონია გაწერილი _ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ოფიციალურ, სამთავრობო დონეზე აღნიშვნა, ანუ 17 მაისს ხელისუფლებას რუსთაველის პროსპექტზე ლგბტთა აღლუმის ჩატარება აქვს განზრახული.

თუ გავიხსენებთ, რომ ხელისუფლებამ ამას წინათ პოლიციელთა არნახული რაოდენობის მობილიზაციით უზრუნველყო ნაცბანდის მიერ ორგანიზებული “ქართული მარშის” საწინააღმდეგო მსვლელობის (რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვავდებოდა გეიაღლუმისგან _ რა ლგბტ-ები და რა მათი მხერდამჭერები?!) უსაფრთხოება აღმაშენებლის გამზირზე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მომავალ 17 მაისსაც ანალოგიური მეთოდით, პოლიციელთა სამმაგი ჯაჭვით, შეეცდება რუსთაველზე გეიაღლუმის უსაფრთხოდ ჩატარებას.

საზოგადოებას მოკლედ შევახსენებ საქართველოს ლგბტ-ზაციის გენეზისს:

გეიაღლუმის ჩატარების პირველი უშედეგო მცდელობა ქართველ მამათმავლებს 2012 წლის 17 მაისს ჰქონდათ, რომლის აღკვეთაშიც სოსო მანჯავიძეს, კოტე ინაშვილსა და, წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა ბიჭებთან ერთად, თქვენს მონამორჩილსაც მიმიძღვის გარკვეული წვლილი _ ჩვენ, გამვლელ-გამომვლელებთან ერთად, არ გავატარეთ პედერასტები რუსთაველზე. ბიძინა ივანიშვილი იმხანად ახალი გამოჩენილი იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, ნაცხლისტები 1 ოქტომბრის არჩევნებს ელოდებოდნენ და მერაბიშვილის პატრულმა ვერ გაბედა პედერასტების მხარეს დადგომა.

გეიაღლუმის ჩატარების მეორე მცდელობა უკვე შემდეგ წელს, “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჰქონდათ საქართველოს “ქათმებს”, მათ მფარველ, არჩევნებში დამარცხებულ ნაცბანდას და სატელიტ “ასოებს”, რომელთა ორგანიზატორული ხელი აშკარად ეტყობოდა იმ აქციას. მიზანი? თუ ქოცების ხელისუფლება დაუშვებდა გეიაღლუმის ჩატარებას, მაშინ საქართველოს მოსახლეობის რისხვას მოიმკიდა, თუ არა _ დასავლეთს დაანახვებდნენ: აი, როგორი ჰომოფობი, არადემოკრატიული ხელისუფლებაა “ქართული ოცნებაო”, რაც მოხდა კიდეც, მაგრამ…

დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ეს “მაგრამ” აყენებს ყველაფერს თავდაყირა _ რომ არა თბილისის ქუჩებში გამოსული ერისა და ბერის დიდი რაოდენობა, რომ არა “ტაბურეტკები” “ქართულ ოცნებას” იქნებ უზრუნველეყო კიდეც გეიაღლუმის ჩატარება და 4 წლის წინათ დაგვენახა მათი ნამდვილი სახე, ისეთი, როგორიც დღეს დაგვანახვეს ზემოხსენებული პრეზენტაციით. ისე, მომავალ წელს გეიაღლუმის ჩატარების თავხედური განზრახვაქართული ოცნებისმოღვაწეობის მწვერვალია, თორემ რომელი დაპირება შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა: აღდგა სამართლიანობა? აშენდა ათასი საწარმო? გაიაფდა საწვავი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია?..

და რამდენი ისეთი “სიკეთე” აგვისრულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არ დაგვპირებია?

პირველი და უმთავრესი (რადგან აქედან გამომდინარეა ყველა დანარჩენი) _ კოაბიტაცია. ნაცბანდის სისხლის სამართლის დამნაშავე ლიდერების “გაბლატავება” (ისე გვიღიმიან წინასაარჩევნო ბანერებიდან, თითქოს ნახევარი საქართველო, მათ კი არა, მარსელებმა დაიჭირეს და გააუპატიურეს), ქართული მიწის გაყიდვა, მიგრანტების მიერ საქართველოს დე ფაქტო ოკუპაცია და ა.შ. იქნებ ადრევე სჯობდა, გაგვეგო, რომ ქართველთა ოცნება სულაც არ იყოქართული ოცნება”.

ქართველ “ქათმებს” გეიაღლუმის ჩატარების მცდელობა 2014 წლიდან დღემდე აღარ ჰქონიათ, რადგან საქართველოს ბრძენმა პატრიარქმა ილია მეორემ სწორედ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დაცვის დღედ. ამით თითქოს საბოლოოდ უნდა დასამარებულიყო გეიაღლუმის ჩატარებისა და საქართველოს დედაქალაქის წაბილწვის საფრთხე, რადგან 2014 წლიდან მოყოლებული, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს თბილისის ქუჩებში (და არამხოლოდ თბილისის) იმდენი მოქალაქე გამოდიოდა შვილების, შვილიშვილების თანხლებით თავიანთი ოჯახების სიწმინდის დასაცავად, რომ “ქათმები” კრიახს ვეღარ ბედავდნენ, მაგრამ…

კიდევ ერთხელ დააყენა ყირაზე ყველაფერი ამ ერთმა სიტყვამ _ “მაგრამ”.

ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ლიბერასტი შეყარა პარლამენტში, რომ ქოცების უმრავლესობაში ეროვნული ცნობიერების დეპუტატები სანთლით არიან საძებნი, თუ, საერთოდ, არიან. ფრაქციის ლიდერად არარაობა მამუკა მდინარაძე რომ გეყოლება, ვიცესპიკერად _ თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის სპიკერი რომ იტყვის, _ არ ვიცი, ეროვნული ცნობიერება რას ნიშნავსო, რაზეა საუბარი?.. რატომ ასეთი დაჟინება და წნეხი დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ, რადაც უნდა დაუჯდეთ, 17 მაისს გეიაღლუმი ჩატარდეს თბილისში? _ სრულიად დასავლეთის (ევროპა, აშშ) სახელისუფლო სტრუქტურებს ხომ ნეოლიბერალები მართავენ, ანუ აშკარა პედერასტები ან მათი, ნებისით თუ იძულებით, თანამგრძნობი მაღალჩინოსნები, რომელთა უკანაც “სოროსები”, ანუ შეუზღუდავი რაოდენობის ფინანსები იგულისხმება. ნეოლიბერალები განაგებენ შოუბიზნესს, ჰოლივუდს, სადაც თუ გეი ან, სულ ცოტა, ჰომოსექსუალების გულმხურვალე თანამგრძნობი არ ხარ, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეს. მოკლედ, ისინი, ვინც ლგბტ-უმცირესობას წარმოადგენენ, საზოგადოების უმრავლესობას მართავენ.

ამის ნათელი დადასტურებაა “ოდისეა” აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა, რომელმაც უსქესო საზოგადოებრივი ტუალეტების გაუქმებაც კი ვერ შეძლო, რადგან აშშ-ის ნეოლიბერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპს ბრძანებულება თავზე გადაახია. აღარაფერს ვამბობ ტრამპის ბრძანებულებაზე აშშ-ის ჯარში ტრანსგენდერების მსახურების აკრძალვის შესახებ, რომელიც თავდაცვის მინისტრმა შეაჩერა.

ჰა, როგორია? მთავარსარდლის ბრძანებას მინისტრი არ ემორჩილება.

ნორმალური ორიენტაციის ადამიანები გაცილებით მეტია დასავლეთში, მაგრამ ისე არიან “დაჩმორებულები” ლგბტ-უმცირესობისგან, რომ ხმას ვერ იღებენ და ვეჭვობ, ოდესმე ამოიღონ, რადგან მეტისმეტი ტოლერანტობით, ვითომ დემოკრატიით ისე შორს არის პროცესები წასული, რომ დასავლელმა ქრისტიანულმა საზოგადოებამ უკან დასაბრუნებელი წითელი ხაზი, დიდი ხანია, გადაკვეთა.

რა მოხდა მერე, პედერასტია გადამდები ხომ არ არის, აიარ-ჩაიარონ, სადაც უნდათო?! _ ხშირად მოისმენ ჩვენი “ჰუმანისტი” ნეოლიბერალებისგან. დიახ, მოხდა, რადგან საქართველოში გეიაღლუმის ჩატარება ქვეყნისა და ერის გაუპატიურების ტოლფასია! გაუპატიურებული ერის მართვა კი, როგორც დასავლეთის მაგალითიდან ჩანს, ადვილია.

მსოფლიოს ლგბტზაციას ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მართლმადიდებელი ეკლესია უწევს და ამიტომაც ებრძვიან რუსეთს, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოების ციტადელს. სირია იქნება, ერაყი თუ სანქციების დაწესება, ეს რუსეთთან, მართლმადიდებლობასთან ბრძოლაა, რადგან არ იქნება რუსეთი _ აღარ იქნება მართლმადიდებლობა. აქედან გამომდინარე, დღეს ერთმორწმუნე რუსეთის ორბიტაზე ყოფნა საქართველოსთვის შეიძლება სასიცოცხლოდ უფრო მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე ეს მეფე ერეკლეს პერიოდში იყო. 200 წლის წინათ რუსეთმა გვიხსნა ფიზიკური განადგურებისა და ისლამიზაციისგან. დღესაც ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამდენი მიგრანტის შემოსვლით საკუთარ ქვეყანაში ასიმილაცია გვემუქრება, რაც იგივე ფიზიკური განადგურებაა, ხოლო ლგბტ-ზაციია ზნეობრივ გადაგვარებას გვიქადის. ერთისგანაც და მეორისგანაც რუსეთმა უნდა გვიხსნას.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ?

ბევრი ამბობს, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო ნეოლიბერალი ნაცქოცების ერთობლივი ფარული შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პირადად პატრიარქზე. სწორედ ამ შეტევის ერთერთი გამოხატულებაა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის 2017-2020 წლების სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. დიახ, ერთ-ერთი, რადგანაც ამ შეტევის პირველი ეტაპი არის ე.წ. ციანიდის საქმე, რომლითაც ეკლესიაში შეგზავნილმა და ეკლესიის გარეთ არსებულმა ნეოლიბერალებმა ნაწილობრივ მიაღწიეს საწადელს _ მოხდა როგორც ეკლესიის, ისე, კონკრეტულად, პატრიარქის დისკრედიტაცია და ამის გამოძახილია ხელისუფლების თავხედური განზრახვა _ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის სამთავრობო დონეზე აღნიშვნა. ამ ტურებმა იფიქრეს: არიქა, ლომი მოკვდაო; მაგრამ ვერ გათვალეს ერთი რამ: მრევლმა, ქართველმა ერმა იცის, რომ ჩვენს დედაეკლესიაში ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ იქ, სადაც “მეუფე” პეტრე და სხვა “მეუფე ყანდურები” დგანან, შეუძლებელია სიმართლე იყოს.

სამწუხაროდ, დღეს ნეოლიბერალები, “მეუფე ყანდურები” უმრავლესობაში არიან ჩვენს დედაეკლესიაში (ისევე, როგორც ხელისუფლებაში), მაგრამ საქართველოს უარესიც უნახავს, მაგრამ ქართველ ხალხს რუის-ურბნისის კრებამდე ეკლესიისთვის ზურგი არ შეუქცევია.

დავით მხეიძე

P.S. ქამინგაუტი _ ამ სიტყვას ამბობენ, როცა პედერასტი ხმამაღლა განუცხადებს ოჯახსა და სამეგობროს, რომ პედერასტია. 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ოფიციალურ, სამთავრობო დონეზე აღნიშვნის დაანონსებით ქოცებსაც (ნაცებზე ისედაც ვიცოდით) ქამინგაუტი მოუვიდათ, ოღონდ ნაადრევი: დროზე ადრე განაცხადეს, რომ ისინიც პედერასტები ან მათი გულშემატკივრები არიან. ჰოდა, ვპირდები ქოცნაცების ხელისუფლებას, რომ 17 მაისს ერი და ბერი, ქუდზე კაცი გამოვალთ ქუჩაში და, ვისი აჯობებს, ვნახოთ. ქართველებიც და არაქართველებიც, ვისაც სამშობლოდ მიაჩნია საქართველო, დავწვებით და, ახალი რუისურბნისის მოლოდინში, თბილისში გეიაღლუმს არ ჩაგატარებინებთ!

2 COMMENTS

  1. ქართვ ელებო გავერთიანდეთ მთელი ერი მასონების წინააღმდეგ,მხოლოდ მაშინ გადარჩება ქართველი ერი ღმერთი ჩვენთან არის.

  2. სადაც ზნეობის დამცველების სულიერი, გონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები შეზღუდულია უზნეობის დამცველთა შესაზლებლობებთან შედარებით, ისეთი ძალა უნდა გამოვიდეს ასპარეზზე, რომელიც
    შეძლებს წონასწორობის დაცვას!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: იოსებ მაჭარაშვილი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here