არჩევნები, არჩევნები და კიდევ ერთხელ არჩევნები _ აი, ჩვენი ლიბერალური მასმედიის ყურადღების მთავარი თემა დღეს, თუმცა რატომ მხოლოდ დღეს, ასე არ არის ბოლო 20-25 წელიწადი? _ 1992-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ყველა ხელისუფლება არჩევნებიდან არჩევნებამდე ფუჭი მოლოდინის რეჟიმში გვაცხოვრებდა და ახლა “ქართული ოცნებაც” ასე იქცევა.
არადა, საქართველოში არჩევნები, პრაქტიკულად, არ ჩატარებულა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ ე.წ. არჩევნებების შედეგები იმთავითვე იყო ცნობილი. ჩვენში ხომ, მეოთხედი საუკუნეა, თითქმის ყოველთვის მუშაობს ქოც-ნაცების მიერ ერთხმად შერისხული სტალინის ცნობილი სენტენცია: “არჩევნებს იგებს ის, ვინც ხმებს ითვლის!”
ზემოთ _ “პრაქტიკულად” და “თითქმის”-მეთქი, ანუ ორი ისეთი შემთხვევაც ვიცით საქართველოში, როდესაც მან, ვინც ითვლიდა, მაინც წააგო.
პირველად ეს მოხდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, როდესაც ხმებს კომუნისტები ითვლიდნენ, მაგრამ ხელისუფლებაში ტრიუმფით მოვიდნენ ეროვნული ძალები ზვიად გამსახურდიას მეთაურობით; მეორედ _ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში, როდესაც ხმებს სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” ითვლიდა, მაგრამ კრიმინალური ნაცბანდა მაინც დამარცხდა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანაშვილის “ქართული ოცნება” მოვიდა.
ქართველებს მიამიტურად გვჯეროდა, რომ, როგორც იქნა, აგვიხდა ნანატრი და აწი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას დაიწყებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ… სწორედ ეს მაგიური სიტყვა “მაგრამ” შეიქნა წინამდებარე წერილის დაწერის მიზეზი.
2013 წლის ადგილობრივი არჩევნებით დაწყებული, 2016-ის საპარლამენტოთი დამთავრებული, “ქართული ოცნება” სათავისოდ ითვლის, გნებავთ, “ჭრის და კერავს” არჩევნების შედეგებს.
თუმცა არა მხოლოდ სათავისოდ _ აქამდე, არც ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა ავიწყდებოდა და ამ “ჭრა-კერვაში” მასაც არგუნებდა ხოლმე მსუყე ნაჭერს.
ჰოდა, ითვლიან ხმებს, “ჭრიან, კერავენ” და სურთ, ეს შაპიტოს ცირკის კლოუნადა არჩევნებად შემოგვასაღონ ქართველ საზოგადოებას. არადა, კარგად გვახსოვს, რომ ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ნაცბანდა პოლიტიკურ საფლავში იწვა და მიწის მიყრაღა აკლდა, მაგრამ ბიძინამ, _ კოაბიტაციაო და, აჰა, შედეგიც _ იმის მაგივრად, რომ ქართველთა სისხლში ხელგასვრილი ნაცლიდერები ციხეში ისხდნენ, ეს მერამდენე არჩევნებია, სარეკლამო ბანერებიდან და ტელესტუდიებიდან გვიღიმიან, დაგვცინიან, სულში გვაფურთხებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილის 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმის “სიკეთეები” საკუთარ თავზე ვიწვნიეთ.
“ქართული ოცნება” არა მხოლოდ იმიტომ იგებდა არჩევნებს, რომ თვითონ ითვლიდა ხმებს და შედეგებს “ჭრიდა და კერავდა”, იმიტომაც, რომ ბიძინა ივანიშვილი ზოგჯერ ქართველი ხალხის შანტაჟსაც არ თაკილობდა, _ თუ მარგველაშვილს პრეზიდენტად არ აირჩევთ, ნარმანიას _ მერად, საერთოდ წავალ პოლიტიკიდან და საქართველოდანო, და ატეხავდა ბღავილს ივანიშვილის ბაგაზე დაბმული ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, ბიძინას მიერ პრივატიზებული სატელევიზიო არხების ეთერში: არიქა, არ მიგვატოვოსო! ქართველი საზოგადოების “შემოქმედებითი ავტორიტეტები” ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მამა-მარჩენლის ლიქნში და ამომრჩეველიც დაუფიქრებლად აძლევდა ხმას ჭორვილელის ფავორიტს.
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც, სარი რომ დაერჭო ივანიშვილს მიწაში, იმასაც დაუფიქრებლად დასვამდა ამომრჩეველი პრეზიდენტის სასახლესა თუ თბილისის მერიაში, რადგან ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ ივანიშვილი საქართველოს მეორე “აღმაშენებელი” იყო, თუმცა იგივე ამომრჩეველი, ცოტა ხნის შემდეგ უხერხულად იჩეჩდა მხრებს, როდესაც ივანიშვილი თავის ფავორიტს, აწ უკვე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, დაუპირისპირდა, ან, როდესაც დედაქალაქის მერმა, სოფელ კოკის სასაფლაოს მსგავსად, საბურთალოზე რკინის “რეშოტკებში” მოაქცია ყვავილები და გაზონები.
ალბათ, გახსოვთ, ჯერ კიდევ პრემიერობისას რა პასუხი გასცა ბიძინამ ჟურნალისტს კითხვაზე _ რა აზრის ხართ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებების დაკანონებაზე საქართველოში? _ საქართველო ჯერ არ არის ამისთვის მზადო. რაც იმას ნიშნავდა, რომ დღეს თუ არ არის მზად, ხვალისთვის მოვამზადებო. ეს პარლამენტის რესპუბლიკელ სპიკერს რომ წამოსცდენოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა გნიასს ატეხდა ივანიშვილის ჯიბის ინტელიგენცია?
ივანიშვილის პასუხი კი, რომ იტყვიან, გაატარეს მისმა “ვაზელინწასმულებმა” და მანაც დაიწყო საქართველოს მზადება: ჯერ “ქართული ოცნების” აგრესიულად მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას მაგიდაზე მუშტების ბრახუნით მიაღებინა ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც საქართველოს პატრიარქმა ქვეყნის დამღუპველი კანონი უწოდა; ხოლო შემდეგ, უკვე პრემიერობიდან გადამდგარმა, თავის პარტიასთან ერთად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ლამის სრულიად საქართველო შემოიარა, რითაც უზრუნველყო “ქართული ოცნების” დეპუტაციის ლიბერასტული შემადგენლობის პარლამენტში შეყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევარია.
და აი, როგორც იქნა, მივადექით მთავარ სათქმელს.
როგორც ფრიდრიხ შილერის ნაწარმოების გმირი იტყოდა, “მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრი უნდა წავიდეს!”
და გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ აქტიურობს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში, სავარაუდოა, რომ იგი მართლაც წავიდა ქართული პოლიტიკიდან. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად აღარ ჩაერევა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ იქნება. ასეთი რამ კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, რადგან საქართველოს პარლამენტში იდეოლოგიური იდილიაა. წინა მოწვევის პარლამენტშიც უნდა ყოფილიყო იდილია და იქნებოდა კიდეც, მაგრამ 2012-ში აშკარად ვერ გაამჟღავნებდა ჭორვილელი მილიარდერი თავის ლიბერასტობას და ამიტომ საკანონმდებლო ორგანოში იძულებით შეიყვანა მეტ-ნაკლებად ეროვნული ცნობიერების მქონე, თუმცა ბოლომდე “ვერმიმწოლი” გოგი თოფაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზვიად ზვიადაური, თამაზ მეჭიაური, მურმან დუმბაძე და კიდევ ერთი-ორი დეპუტატი (მათაც დაუჭირეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი), რომლებსაც შიგადაშიგ ვერბალური განცხადებებით თუ მუშტი-კრივით დისონანსი შეჰქონდათ ქოც-ნაცების იდეოლოგიურ ჰარმონიაში.
როგორც ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ბაკურ სვანიძემ შენიშნა ენამოსწრებულად, ნაცებს მინუს ცოცხი, უდრის ქოცებს!
მე კი პირიქით ვიტყვი: ქოცებს პლუს ცოცხი, უდრის ნაცებს!
ის, რაც დღეს ხდება ქოცებსა და ნაცებს შორის, მხოლოდ ხელისუფლებისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლაა და ქართველი ხალხისთვის სულერთია, მათგან რომელი გაიმარჯვებს, რადგან ორივეს ერთი მბრძანებელი ჰყავს _ აშშ.
მეექვსე წელიწადია, ნაცები ლაპარაკობენ ქოცების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ხელისუფლების უზურპაციაზე და ა.შ. ამაზე ქოცების პასუხი “თქვენ რომ 9 წელიწადი…” აქამდე თუ მეტ-ნაკლებად მუშაობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლებიც იყვნენ. ახლა კი, როდესაც ახლანდელი ქოცები 9 წელიწადს უხსენებენ ნაცებს, ნაცების უტიფრობაზე არანაკლებად გამაღიზიანებელია, რადგან ქოცების მიმართაც ისმის კითხვა: რა, რადგან ნაცებიც ამბობენ, ამიტომ ტყუილია, რომ ბიძინა ივანაშვილმა ნახევარი საქართველო საკუთარ შპს–დ გადააქცია და მეორე ნახევარი “ნაგლად ჩაიდო ჯიბაში”?
და კიდევ: თვით ეს ადამიანები ვინ არიან და სად იყვნენ, რას აკეთებდნენ იმ ავბედითი 9 წლის განმავლობაში?
ამ კითხვის პასუხად, ამონარიდებს გთავაზობთ რამდენიმე ბობოლა ქოცის ბიოგრაფიებიდან:
* არჩილ თალაკვაძე _ 2007 წელს იყო ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009 წწ. _ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011 წწ. _ საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012წწ. _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე;
* ვანო ზარდიაშვილი _ 2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე; 2004-2006წწ. _ საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი; 2007 წელს _ თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი; 2007-2010 წწ. _ თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2010-2012 წწ. _ თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი;
* მამუკა მდინარაძე _ ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, 2001-2004წწ. იყო საქართველოს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; 2005 წლიდან სსიპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
* თამარ ჩუგოშვილი _ ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, იყო პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი (2013-2014): 2010-2012 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2005-2010 წწ. _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.
ამას დავუმატოთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აღიარება, რომ არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას: მაღალ სახელისუფლო პოსტებზე წამოსკუპებულ ქოცებს, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ნაცებს “ის 9 წელიწადი” წამოაძახონ.
და მთავარი:
საქართველოს, ეროვნული კი არა, საერთოდ, არ ჰყავს ხელისუფლება, რადგან ისინი, ვისაც ხელისუფლებას ეძახიან, აშშ-ის ელჩის ფარული ბრძანებებისა და სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების “რეკომენდაციების” მიხედვით მოქმედებენ.
ქოცებმა წარმატებით განაგრძეს ბიძინას მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონით დაწყებული “საქართველოს მომზადების” საქმე და მომავალი წლის 17 მაისს თბილისში გეიაღლუმის ჩატარების შესახებ კანონიც მიიღეს.
ასე რომ, ბიძინამ ერთობ საიმედო ხალხს გადააბარა პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება…
დავით მხეიძე
P.S. ამ არჩევნებსაც, ალბათ, “ქართული ოცნება” მოიგებს, მაგრამ გააჩნია, რა ანგარიშით?! თუ აქამდე ქოცებს ტოტალური უპირატესობა გარანტირებული ჰქონდათ, ახლა ასე არ არის საქმე, რადგან “ვინც გველს რძეს ასმევს, თავადვე უორკეცებსო შხამს”, _ ბრძანებდა დიდი კონსტანტინე გამსახურდია… აქედან გამომდინარე, კაცმა არ იცის, რა შედეგს მიაღწევენ ქოცების მიერ მოსულიერებული, მარტივ მამრავლებად დაშლილი (ან იქნებ _ გაშლილი) ნაცების გველის წიწილები.
ქართველ ხალხს, დედაეკლესიისა (ქართველი ერის ერთადერთი გულშემატკივარი ინსტიტუციის) და მისი პატრიარქის ხელოვნური დისკრედიტაციის ფონზე, უკანონო მიგრანტების არნახული მოძალება, ეროვნული იდენტობის დაკარგვისა და სამშობლოში ნაცუმცირესობად ქცევის რეალური საფრთხე ემუქრება და ამიტომ მისთვის სულერთია, ალხანა მოვა თუ ჩალხანა, მაგრამ ერთხელ აუცილებლად დამთავრდება ეს “სულერთიაობა” და ქართველი ხალხი ნაცებსაც და ქოცებსაც ხელისუფლებიდან გაყრის. ასეთი რამ კი, როგორც წესი, არჩევნების გზით არ ხდება და, სოროსის შიბაქებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით!
ეს “ერთხელ” არც ისე შორეული პერსპექტივაა…
100% getamxmebit