ზღვარგადასული “ნეოლიბერალური” ტერორი და ისტერიკა, რომელმაც უკვე უკლებლივ ყველა სფერო მოიცვა, პიკს აღწევს. მედია, სპორტი, პოლიტიკა, ხელოვნება…
ყველგან და ყველაფერში ერთი პროპაგანდისტული კლიშე ბატონობს, “პროდასავლური შემწყნარებლური, განსხვავებულისა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით განმსჭვალული ტოლერანტობა”. ვინც ამას არ იზიარებს, ყველა სფეროში გზამოჭრილია. მეტიც, საკმარისია, რომელიმე მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწეროს, რომ ჰომოსექსუალიზმი უარყოფითი მოვლენაა, ჰომოფობის, ანუ ბნელის, ორთოდოქსის, მოძალადისა და ფაშისტის იარლიყი გარანტირებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველანაირი კარიერა, წინსვლისა და წარმატების ყველა პერსპექტივა დასამარებულია: თუ სტუდენტია _ გაირიცხება, თუ სპორტსმენი _ შეჯიბრებიდან მოიხსნება, თუ ხელოვანია _ ვერასოდეს ეღირსება ხელშეწყობას სახელმწიფოსგან, თუ პოლიტიკოსია _ ვერასოდეს მოხვდება მნიშვნელოვან თანამდებობაზე. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი თვალსაზრისი აქვს კონკრეტულ საკითხზე; იმის გამო, რომ, ვთქვათ, სექსუალურ გადახრას ნორმად არ მიიჩნევს… მოკლედ, დღეს წარმატებისა და კეთილდღეობის ყველა გზა სოდომიის სიყვარულზე, მის მხარდაჭერასა და წახალისებაზე გადის: ან ნორმად თვლი ამ მოვლენას და “ბნელი გრუზინების ჰომოფობობით” გაკაპასებულ “ლიბერალებს” უერთდები, ან გაირიყები და ყველანაირ პერსპექტივას დაემშვიდობები…
“საქართველო და მსოფლიოს” წინა, 41-ე ნომერში პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ მოუწოდა მწერლებს, მეცნიერებს, მსახიობებს, საჯაროდ გამოხატონ დამოკიდებულება მამათმავლობის მიმართ _ დადებითი მოვლენაა ის თუ უარყოფითი და როგორ აფასებენ სოდომიის მხარდამჭერ პროპაგანდას, რომელიც ქართულ მედიასივრცეში მიმდინარეობს.
რა პროპაგანდასა და იდეოლოგიასთან გვაქვს რეალურად საქმე, რა ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან და, რაც მთავარია, ჰომოსექსუალიზმი დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი _ “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის საზოგადოების ცნობილ და სახელოვან წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
“ჰომოსექსუალობა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა და დიდი ცოდვაა”
ზარბეგ ბერიაშვილი, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის დიდი ოქროს მედლის მფლობელი, სსრკ–ის სპორტის დამსახურებული ოსტატი:
_ თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ. რა თქმა უნდა, წავიკითხე ბატონ გიორგი ანდრიაძის მოწოდება და ვიზიარებ მის პოზიციას. როგორც ქრისტიანს, მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა და დიდი ცოდვაა, რომ ყველა ქრისტიანმა ხმა უნდა ამოიღოს სოდომიის თავაწყვეტილი პროპაგანდის შესაჩერებლად, თორემ გაჩუმებით ვყიდით უფალს.
გააქტიურება მართლაც საჭიროა, თუმცა, “საქართველო და მსოფლიოს” რომ ვკითხულობ, ვრწმუნდები, ეს გაზეთი, გულახდილად გეტყვით, ვაჟკაცურად იცავს ერის სულიერ და ფიზიკურ სიწმინდეს. ამ თვალსაზრისით ქართულ მედიაში პირველობთ.
მე რომ მკითხოთ, ჰომოსექსუალიზმის, სოდომიის პროპაგანდის მოძალება მავნებელ ფაროსანას შემოსევას ჰგავს _ ხრავს და სპობს, უპირველესად, ნორჩს, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა თაობის ფსიქიკაზე, რომელიც, ასე მგონია, უკვე შეეჩვია მამათმავლების, ტრანსსექსუალების, ლესბოსელების, ტრანსგენდერების გამოჩენა–გამოსვლებს ტელეშოუებში. ახალგაზრდობას ასმენინებენ მათ მოსაზრებებს, რომ თურმე გარყვნილება ნორმაა, და აბსურდული ე.წ. არგუმენტებით აჯერებენ, რომ, გარდა ბიოლოგიური მამრობითი და მდედრობითი სქესისა, მესამე სქესიც არსებობს და ეს ბუნებრივი მოვლენაა.
გააჩნია, რა კუთხით შეხედავ, თორემ ცხენებში, მაგალითად, ჯორიც გამოერევა, გამრავლების უუნარო პირუტყვი, მაგრამ ვინმეს აზრად მოუვა ჯიშიანი არაბული ბედაურის გადაშენება ამ უსქესო არსების გამრავლების ხარჯზე?!
ძველი ანეკდოტი გამახსენდა: ჩვენი მეზობელი ქვეყნის რადიოში მამათმავლობის საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. მიწვეულ ექსპერტს ეკითხებიან:
_ შეიძლება თუ არა, რომ მამაკაცების სქესობრივი კავშირის შედეგად გაჩნდეს ბავშვი?
პასუხი:
_ ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ცდები მიმდინარეობს.
ჩვენი გადაშენება უნდათ ამ ოჯახქორებს?!
ჩემი ხნისა და გამოცდილების კაცს, მგონი, მაქვს უფლება, ქართველი სპორტსმენების სახელით ვილაპარაკო. ჩვენ, ვეტერანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ბევრჯერ წარმატებით აგვიტანია ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების, ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, შესაძლებლობის ფარგლებში დღესაც ვიღვწით ქართველი ვაჟკაცების ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდის ასპარეზზე, ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ, უფრო _ ვსაქმიანობთ. შედეგიც არის, რასაც ადასტურებს თუნდაც ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო შეჯიბრებებში, ჭაბუკებისა და გოგონების მასობრივი ჩაბმა სპორტულ სექციებში. სპორტსმენობა კვლავ მოდურია.
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული რომ არის, ეს დებულება ჯერ არავის გაუუქმებია, თუმცა ტურებივით გარშემო უტრიალებენ, დასუნსულებენ და გადედლების მცდელობას არ აკლებენ.
მაგრამ არაფერი გამოუვათ!
ამას ჩვენ ვამბობთ, ვეტერანი სპორტსმენები.
“ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, უმცირესობამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ მოსახლეობის ინტერესებს”
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი, რეჟისორი, პარლამენტარი “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ბლოკიდან:
_ ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხის გარშემო ატყდა და ამას, ძირითადად, მედია აკეთებს, ხელოვნურადაა გამოწვეული. როგორც ჩანს, ვიღაცას სჭირდება, რომ ქართველი საზოგადოების მენტალობა, ცნობიერება რაღაც შავრაზმულ, ძალადობრივ კულტურად წარმოაჩინოს. საერთოდ, დღეს თვით იმ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო წყნარად არიან, ვიდრე ის ხალხი, რომელიც ამ თემაზე ატეხილი ხელოვნური ხმაურით ფულს შოულობს. ძალიან ბევრია ასეთი და, მერწმუნეთ, არავის აინტერესებს სხვისი ცხოვრება. შემხვედრია ასეთი ადამიანები, მაგრამ მათ მიმართ არასოდეს გამჩენია აგრესია. ან როგორ შეიძლება რაიმე სახის ძალადობის, დევნისა და შევიწროების მომხრე იყო ნორმალური კაცი, მაგრამ ვინ ვისზე ძალადობს, ეს კიდევ საკითხავია.
_ ძალადობას, რა თქმა უნდა, ყველა ვემიჯნებით, მაგრამ თვითონ მოვლენა ხომ უნდა შეფასდეს? ხომ უნდა ითქვას საჯაროდ ჰომოსექსუალიზმი, სოდომია დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?
_ ჩემთვის ეს არის ანომალია და გადახრა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს ვიღაცის შევიწროებას, დევნას… როგორც მას აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის ან უნდა, რომ იყოს, ისე მაქვს მეც უფლება, ამ ყველაფერს ან დადებითად ვაფასებდე, ან უარყოფითად; მაგრამ კონფლიქტი იწყება სად, იცით? როცა ვიღაც გეუბნება, რომ ამ შენი თვალსაზრისის, აზროვნების, მსოფლმხედველობის გამო მოძალადე ხარ და შავრაზმელიო. აი, ეს არ უნდა იყოს. და უფლებებზე როცა საუბრობენ, კი ბატონო, ყველას უფლებები დავიცვათ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ტრადიციული ფასეულობებით, ღირებულებებით ცხოვრობს, უმცირესობამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ მოსახლეობის ინტერესებს…
“აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი მენტალობისთვის, დამაქცეველი და დამანგრეველია ქვეყნისთვის და, განსაკუთრებით, მისი მომავლისთვის”
ვახტანგ გვარამია, იურისტი, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი:
_ ჰომოსექსუალიზმის შეფასებაში ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ესადაგება ყველა ქართველის პოზიციას, რომელიც პატივს სცემს თავისი სამშობლოს წარსულს, ერის ტრადიციებს. იგი აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი მენტალობისთვის, დამაქცეველი და დამანგრეველია ქვეყნისთვის და, განსაკუთრებით, მისი მომავლისთვის.
_ რატომ არ იღებს ხმას ჩვენი ელიტა? იმიტომ ხომ არა, რომ ტელევიზიები არ იწვევენ, ჟურნალისტები ინტერვიუს ჩამორთმევისთვის თავს არ იკლავენ?
_ ინტელიგენციის აზრი ერთმნიშვნელოვნად იგივეა, როგორიც ჩემი, ყოველ შემთხვევაში, მათი, ვისთანაც შეხება მაქვს, მაგრამ ეშინიათ, რომ საჯარო გამოსვლები გამოიწვევს ისეთ გამძაფრებულ თავდასხმას ყვითელი პრესის მხრიდან, რომელსაც ვერ გაუძლებენ, და ამიტომ ურჩევნიათ განზე გადგნენ.
_ საბჭოთა პერიოდში ჰომოსექსუალიზმი დანაშაულებრივ ქმედებად ითვლებოდა…
_ 121-ე მუხლი იყო, თუ არ ვცდები, სისხლის სამართლის კოდექსის. დანაშაულად ითვლებოდა სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან. მაინცდამაინც ფართოდ არ იყო გავრცელებული, ცოტა აღირიცხებოდა და ცალკეულ შემთხვევებში ისჯებოდა.
_ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ამ დანაშაულს არ ცნობს.
_ ის ძველი კანონი ითვლება დისკრიმინაციულად. შეიძლება მართალიცაა, რადგან ადამიანი თავის სხეულს თავად განაგებს, მაგრამ ადამიანის ქმედება საზოგადოების წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული. მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, იმის მტკიცება, რომ ასეთ ქმედებაში ცუდი არაფერია, კარგია და მისაბაძი, უნდა ისჯებოდეს. შეიძლება არა მაინცდამაინც სისხლის სამართლებრივი წესით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული რეაქცია საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს.
_ ვინ უნდა აღკვეთოს _ კანონმა?
_ ალბათ, კანონმა. კანონი რა არის? იგი გამოხატავს ადამიანების გარკვეულ ნებას და სავალდებულოა საზოგადოებისთვის. ნება თუ იქნება და თუ იგი კანონის სახით გამოიხატება, კანონმა უნდა აღკვეთოს.
“ტრადიციული, ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს არის ცოდვა და მე ვარ ქრისტიანი”
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი:
_ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ჰომოსექსუალიზმი ნორმად წარმოაჩინოს, ემსახურებიან რაღაც პროპაგანდას და კონკრეტულ იდეოლოგიას. ტრადიციული, ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს არის ცოდვა და მე ვარ ქრისტიანი. სხვა საკითხია ის, რომ ჩვენ ყველა ცოდვილისადმი უნდა ვიყოთ თანაგრძნობით განმსჭვალულნი.
ამ შემთხვევაში საქმე, ალბათ, გვაქვს კამპანიასთან, რომელიც მიმართულია არა იმდენად ვიღაცის უფლებების დაცვისკენ, რამდენადაც პროვოკაციის გამოწვევისკენ. ეს პროვოკაცია, ცხადია, ემსახურება ტრადიციული ქრისტიანული და არამხოლოდ ქრისტიანული, საზოგადოდ, კონსერვატიული იდეოლოგიის დისკრედიტაციას, ამიტომ საკითხი უნდა დავაყენოთ ასე: ვინ რა პოზიციიდან უყურებს ამ ყველაფერს, ვინ რა თვითშეგნებისა და ცნობიერების მქონეა. მე, კიდევ ვიმეორებ, ვარ ქრისტიანი და ქრისტიანული თვალსაზრისი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია _ ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ეს არ ნიშნავს ვინმეს შევიწროებას და დევნას, რის წარმოჩენასაც ჩვენი მედია დიდი მონდომებით ცდილობს.
“გაუკუღმართებული აზროვნება, ცნობიერება, ცხოვრების წესი, როგორ შეიძლება, დადებითად ჩაითვალოს?!”
გია ბურჯანაძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი:
_ როგორ შეიძლება, ჰომოსექსუალიზმი და სოდომია დადებითი მოვლენა იყოს?! ღმერთისგან არ არის დადებითი. გაუკუღმართებული აზროვნება, ცნობიერება, ცხოვრების წესი თუ, რაც გინდათ, დაარქვით, როგორ შეიძლება, დადებითად ჩაითვალოს?! ეტყობა, ვიღაცას უნდა, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ნორმალურია, თითქოს ამაში ცუდი არაფერია და ჩვეულებრივად უნდა აღვიქვათ. ამას ემსახურება ის ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც უკვე ყველა ზღვარს სცდება და ვხედავთ, სადამდეც მიდის ეს ყველაფერი… ასეთი ადამიანები აქამდეც იყვნენ და, ალბათ, იქნებიან მომავალშიც, მაგრამ ახლა საქართველოში ეს ფულის შოვნის საშუალებად იქცა. უკაცრავად, მაგრამ მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. მე ამ სამარცხვინო ამბებში არ ჩავერთვები…
“ჰომოსექსუალიზმი გადახრაა, ჰომოსექსუალიზმი ანომალიაა და ამაზე არანაირი მსჯელობა, არანაირი კამათი არ უნდა მიდიოდეს”
გიორგი ახვლედიანი, ყოფილი პარლამენტარი, პარტია “დემოკრატიული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი:
_ სამწუხაროდ, ჰომოსექსუალიზმი ერთ–ერთ აქტუალურ საკითხად იქცა ჩვენს დღევანდელ რეალობაში, იმიტომ, რომ, როგორც არასდროს, ისეა მოზღვავებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელდასხმული დონორი ორგანიზაციები და მათი ძალისხმევა ამ საკითხისკენაა მიმართული. სწორედ იქიდან გადმორიცხული ფულით ხორციელდება საქართველოში ბევრი პროექტი, რომლებიც მიმართულია ყალბი ლიბერალური პროპაგანდის გაძლიერებისკენ, ამ ფულით ფინანსდებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც და დღეს, ფაქტობრივად, ეს ორგანიზაციები უფრო მეტია, ვიდრე მათ მიერ “დასაცავი” მამათმავლები.
რაც შეეხება თვით მოვლენას, ჰომოსექსუალიზმი, ცხადია, გადახრაა და ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი პროპაგანდა თუ იდეოლოგია, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ნორმად წარმოაჩენს, უპირისპირდება საღ აზრს, ჯანსაღ ადამიანურ ცნობიერებას. ბუნებამ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინათ განსაზღვრა, როდესაც უფალმა ერთობისთვის შექმნა ორი ურთიერთსაპირისპირო სქესის ადამიანი _ ქალი და მამაკაცი. სწორედ ეს დაედო კაცობრიობის გამრავლებას, მის შემდგომ არსებობას საფუძვლად და ბუნებრივიც ეს არის. ამის საწინააღმდეგო ქმედება კი არაბუნებრივი და არანორმალურია. ასე რომ, საერთოდ, საკითხის დასმაც კი ზედმეტია… რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალიზმი გადახრაა, ჰომოსექსუალიზმი ანომალიაა და ამაზე არანაირი მსჯელობა, არანაირი კამათი არ უნდა მიდიოდეს.
_ თუმცა დღეს ამ პოზიციის საჯაროდ გამოხატვა ნიშნავს, რომ სერიოზული პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ აღმოჩნდები. ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანს, სპორტსმენი იქნება, ხელოვანი, მეცნიერი თუ პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი უარყოფითი მოვლენაა, პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ აქვს.
_ დიახ, ამას აკეთებს სწორედ ის ე.წ. ნეოლიბერალური ტერორი, რომელიც ცდილობს, ანომალია წარმოაჩინოს ნორმად. მიზანი კი ერთია _ ადამიანის ცნობიერება უნდა დამახინჯდეს და გაუკუღმართდეს ისე, რომ მას აღარ შეეძლოს ჯანსაღისა და არაჯანსაღის, ნორმალურისა და ავადმყოფის გარჩევა. აი აქ არის ყველაზე დიდი საფრთხე, ყველაზე დიდი ნაღმი ჩადებული და, თუ ამ ნაღმს დავაბიჯებთ, ავფეთქდებით. აქ აღარ არის მხოლოდ ტრადიციებსა და კულტურულ ფასეულობებზე საუბარი, უბრალოდ, ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია; იმ ქვეყანაში, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და თაობებს უნდა გადავცეთ. ჩვენ მივიღებთ მანქურთების ქვეყანას, რომელსაც ეროვნული იდენტობა და ცნობიერება წაშლილი ექნება…
“დეგრადაციისთვის ხელის შეწყობა, მით უფრო, პროპაგანდა არაფრით არის გამართლებული”
დავით იაკობიძე, ეკონომისტი, პროფესორი, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი:
_ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ჰოლივუდის მაგალითზე დაწყებული კამპანია, რომელიც “ზნეობრიობის დაცვის” ლოზუნგით მიმდინარეობს, მაგონებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის _ დომინიკ სტროს–კანის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინათ ორგანიზებულ კამპანიას. ამ ადამიანს პრეტენზია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტობაზე, რისი წინააღმდეგიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტებლიშმენტი. რატომ და რის გამო, ამაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია. ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ამ ღირსეულ კაცს მოუწყვეს პროვოკაცია, შეთხზეს “სენსაციური” ამბავი, თითქოს იგი გაუპატიურებას უპირებდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებელს თუ სართულის მორიგე ქალს. ატეხეს ერთი დავიდარაბა, დაიწყო გამოძიება, დაკითხვები, საქმე სასამართლომდე მივიდა და ამ “სენსაციურ” პერიპეტიებს დეტალურად აშუქებდა მსოფლიო პრესა. ბოლოს და ბოლოს, არაფერი დადასტურდა, მაგრამ სტროს-კანი გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან.
ამ ორ მოვლენაში აშკარად ჩანს “ერთი ავტორის” ხელწერა და კიდევ _ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მეთოდია გამოყენებული. კერძოდ, საზოგადოებას თავს ახვევენ “მაღალი მორალისთვის” ბრძოლას, ფაქტობრივად კი, პოლიტიკურ ჩანაფიქრს განახორციელებენ: სატყუარა აქცენტის საჯაროდ გამოტანით მოვლენის არსს, ჭეშმარიტ მიზანს გადაფარავენ. ასე ხდება მსოფლიოს პოლიტიკურ სივრცეში, ასეა ჩვენთანაც. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის დაწყებაც და ამორალურობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პლანზე გამოტანა, ვეჭვობ, მიზნად ისახავს იმ პრობლემების გადაფარვას, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.
_ ჰომოსექსუალიზმის მიმართ როგორია თქვენი პოზიცია?
_ რომელ მხარეს ვდგავარ? ამაზე პასუხის გაცემა მარტივია, მაგრამ თავიდან მოცილებას დაემსგავსება. თუ ნებას მომცემთ, ჩემს არგუმენტებს მოგახსენებთ.
_ ბრძანეთ.
_ ჩვენში ფეხმოკიდებული ე.წ. ლიბერტარიანული ფილოსოფიის მიხედვით, არ არსებობს საკუთრება, რომელიც სადავო არ არის. ადამიანი ვერაფერზე იტყვის, რომ ეს ჩემია, გარდა საკუთარი სხეულისა, ამიტომ სხეულს სჭირდება დაცვა, რადგან მისი (სხეულის) პრობლემები საზოგადოებრივი ხასიათის მქონეა და მისთვის (საზოგადოებისთვის) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
როცა ლიბერტარიანელების (ნეოლიბერალების) ტენდენციები დრო და დრო იმარჯვებს, ისინი გამოდიან წინა პლანზე და იწყებენ თავიანთი თვალსაზრისის დემონსტრირებას.
დღეს ასეთი დრო დაუდგათ.
თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ მათი თავის გამოჩენა ყოველთვის ცხარე დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც ზოგჯერ პარტიების შიგნით განხეთქილებაც სდევდა. მაგალითად, კომუნისტური მოძრაობის ისეთმა აღიარებულმა ლიდერმა, როგორიც მიშელ ფუკო იყო, კომპარტიის რიგები დატოვა იმის გამოც, რომ კომუნისტებმა მამათმავლობის ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირეს.
_ მაგრამ ფუკოს წასვლის გამო შავები არავის ჩაუცვამს.
_ მართალია. თვალსაზრისების დაპირისპირება დღეს საქართველოში განსაკუთრებით ემოციურ ფონზე მიმდინარეობს. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის ემოციური ტალღა, რომელიც გულწრფელი კი არის, მაგრამ ნაკლებ კომპეტენტური, ცოტა მოუმზადებელი და ერთგვარად ხელოვნურიც და ისე გამოვიდა, რომ წინააღმდეგობის ორგანიზატორებმა წყალი მიუშვეს იმ წისქვილის დოლაბს, რომელიც მათი მოძრაობის საწინააღმდეგოდ დატრიალდა.
ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. “ბილწთ არ შევეკვრი ზავითა” ყველა დროში მართალ მოწოდებად რჩება, მაგრამ ისიც მართალია, რომ მათ დონემდე არ უნდა დავეშვათ სიწმინდისთვის ბრძოლისას.
ვისაც რა სურს, ის გააკეთოს, არავისი მსაჯული არ ვარ, მაგრამ დეგრადაციისთვის ხელის შეწყობა, მით უფრო, პროპაგანდა არაფრით არის გამართლებული. ზედმეტი პედალირებაც არ შეიძლება, თორემ ერთ სატელევიზიო თოქშოუში ერთმანეთსაც დასცხეს. ასეთი არაჯანსაღი გაბუქება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა.
_ რა დავუპირისპიროთ ამ მოძალებას?
_ გო-ნი-ერება. არ “გამოვფინოთ” ტელეეკრანზე ის ადამიანები, რომლებიც მაინცდამაინც ამ გზით ცდილობენ პოპულარობის მოხვეჭას. არიან საქართველოში აქტივისტები, რომლებმაც თამადობის ინსტიტუტიც კი ეჭვქვეშ დააყენეს, რომლებსაც ქეიფი და “გეიფი” ერთი და იგივე ჰგონიათ, საჯაროდაც გამოუცხადებიათ ამის შესახებ, ისინი კვლავ ტელეეკრანებიდან გველაპარაკებიან… მორალზე.
არიან ე.წ. ტრადიციის დამცველებიც, რომლებსაც საზოგადოებისთვის არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ, მაგრამ მოძღვრებად სხედან ტელეკამერების წინ _ ერთი და იგივენი, ერთი და იგივენი. ბებიაჩემი ერთსა და იმავე კაცს ხშირად რომ უყურებდა ეკრანზე, მეტყოდა, _ ბებია, ეგ კაცი, ეტყობა ჯამაგირშია ჩამდგარი მანდო.
ფულს უხდიანო.
ეტყობა, მართლაც რაღაც წახალისება ჰქონდათ და აქვთ.
გამოჩნდებიან ეკრანზე და სიყვარულს გვეფიცებიან _ “ჩემო საყვარლებო და ძვირფასებო!”
რა დროს “საყვარლებო” და “ძვირფასებოა”, როცა ქვეყანა შეიძლება თავზე დაგვექცეს?! მელაპარაკე სერიოზულად, თუ შეგიძლია. მაგრამ რომ არ გამოგდის საზოგადოებასთან საუბარი ისე, როგორც მას ეკადრება, დაუთმე ეკრანი სხვას, ვისაც ამის გაკეთება ხელეწიფება. შენ თუ არ ილაპარაკებ, შემდეგ არც ის ენატარტარა გოგო გამოვა და არ “აუხსნის” ქვეყანას, რა ცუდია “თვალების მიშტერება”. ვთქვათ პირდაპირ და მოურიდებლად: მოვაწამვლინოთ ჰომოსექსუალებს ჩვენი ცხოვრება თუ დავდგეთ ეროვნული ღირსების სადარაჯოზე?
მოამზადეს არმაზ სანებლიძემ და ჯაბა ჟვანიამ
ლგბტ ს ვერ მოერევით! ჩვენ რეკლამა ქართული მარშის ველურებმა გაგვიკეთეს! ლგბტ ქართული ტრადიციაა! ვისაც ლგბტ არ მოწონს და ამის თქმას გაბედავს დაკარგავს სამსახურებს და კარიერას_რადგან ველურია!
ლგბტ ნორმაა! მოკეტეთ ეხლა ყველამ დროზე!
ქართული საზოგადოება არ არის რასისტები და ჰომოფობები! ჩვენ ლგბტ მხარდამჭერები უმრავლესობა ვართ და ჩვენ ვართ ტრადიციული ტოლერანტი ეთნო კულტურულ მრავალფეროვნების მომხრე ტრადიციული ქართველები!
ფეისბუქი კრძალავს ლგბტ ს წინაამღდეგ რაიმეს თქმას!
აიფონები რომ გინდათ_მისი დირექტორი გეია და სულ ფერადი დროშები აქვს ბევრი!
გეები იყვნენ ფარაჯანოვი და ჭაბუკიანი და თქვენ კიდე კორკოტა დაგრჩათ მათ საპირწონედ!
გეები ჭკვიანებია თქვენ მათი მოწინაამღდეგეები კიდევ სულელები. გჯერათ რომ გეებად გადაიქცევით ფერადი ლგბტ დროშა რომ დაინახოთ.
ra sacodavebi xart. gana girs pasuxi tkvens sulelur komentarebzeLGBT-eebo:-) tkvenc xom icit rom codvashi xart?? ratom inadgurebt tavs, tkven xom icit rom eg tkveni “bedniereba” droebitia tundac amkveknad?? uamravs vxedav LGBT-s magram mattnairi sacodavi da gaubedurebuli, gauconascorebeli adamianebi chveulebriv sazogadoebashi ar mxvdeba, es paktia. amitom nu igeslebit, sidzulvililis enas pirvel rigshi tkven daanebet tavi da tu martal gzaze, kristes gzaze shemobruneba ar shegidzliat, geslis prkvevas tavi daanebet, ase ajobebs tkventvis:-) gisurvebt carmatebebs:-)
geebis mxardamcherebi gaunatlebeli xalxia, radgan saqartvelo arasodes iko matnairebis mxareze da es ar ician—-chveni wm.mepem TAMAR-ma amxila gei-giorgi rusi da darbazis mxardacherit gandevnes igi.nu cdilobt tqveni avadmkopoba normad mivichniot…eshmakebi xart-cisartkelas perebshi gaxveuli, -isinic vinc mat paradze gamodixart, radgan shexavatebistvis xireblebis gakidva shegidzliat!
ქართული შრიფტის ხმარება არ იცით ქსენოფობო! და დავიჯერო ჭკვიანები ხართ? არ მჯერავს
საქართველოში ლგბტ ნორმადაა მიჩნეულია და ტრადიციულ ქართულ ტოლერანტულ კულტურად და ჰომოფობია ადმყოფობადა და ქაჯების პარადადაა მიჩნეული.