Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი “რემბოები” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ქართველი “რემბოები” რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

4943
გიგი თევზაძე

თანამედროვე მსოფლიოში ომი ბიზნესის ერთერთ სახეობად რომ იქცა, ეს თვალსაზრისი არც ახალია და არც ჩემი მოგონილი. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ინდუსტრიულ მსხვილ ბიზნესში, ომების ბიზნესშიც მხოლოდ მსხვილი ფიგურები მონაწილეობენ და იქ ჩვენნაირიწვრილი მოვაჭრეებისადგილი არ არის. ვიეტნამის, კორეის, ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის, ბალკანეთის შემდეგ ომის ბიზნესმა სირიას მიაკითხა და ორი უდიდესი სამხედრო სახელმწიფო თავის უახლეს იარაღს ახლა უკვე სირიაში ცდის, როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ ხოლმე, “საომართან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში”.

ჩვენ რა გვინდა და რატომ გვაინტერსებს ასე აქტიურად სირიული პოლიგონი? _ ეს სწორედ ის კითხვაა, რომელზეც მსურს პასუხის გაცემა და ამის ერთადერთი პასუხი, ალბათ, არის ის, რომ ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი მართლაც დაავადებულია “ბალეშჩიკობის” სენით. ეს სულაც არ არის სპორტული “ბალეშჩიკობა” და ეს დაავადებული ქართველები ნებისმიერ “ტიფოზიზე” მეტად გულშემატკივრობენ ამერიკულ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც სირიის ტრიტორიაზე რუსულ ჯარს უპირისპირდებიან. ორივეს კისერიც უტეხიაო, _ იტყვის ნორმალური და გონიერი ქართველი და მართალიც იქნება, მაგრამ საქმეც სწორედ ეგაა, რომ საზოგადოების იმ დაავადებული ნაწილის საქციელი, აზროვნება და საჯარო პროპაგანდა, სავალალო გავლენასაც ახდენს ჩვენი სახელმწიფოს ბედზე, მის მომავალზე. თაობების აზროვნება სულ უფრო მახინჯდება, ჩლუნგდება და ამერიკულ ნარატივებსა თუ ყოვლად უაზრო ტრენდებზე დადის. ეს კი, საბოლოოდ გვაძლევს ისეთივე შედეგს, როგორიც 2008 წელს მივიღეთ. “კი მაგრამ, ნუთუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ?” _ ლოგიკური შეკითხვა გაუჩნდება ბევრს. ჭკუა, ალბათ, ვისწავლეთ კიდეც და სწორედ ამიტომაც იყო ბოლო 10 წელიწადი საქართველოსთვის მშვიდობიანი, მაგრამ, მოგეხსენებათ, 10 წელი არც ისე ცოტა დროა. 2008 წელს 10 წლის რომ იყვნენ, ისინი ახლა 20 წლისანი არიან და მათ ტვინებში, როგორც ჩანს, კვლავ ჯდება მამებისა თუ უფროსი ძმების მიერ მწარედ გამოცდილი ტრენდები “რუსული ჟანგიანი ტანკების”, “რუსის უტვინო ვანია-სალდაფონის”, “ომის არმცოდნე ლოთი რუსი გენერლების” შესახებ. ყველაზე სასაცილო კი არის ის, რომ ამერიკული არმიის “რემბოობაში” დარწმუნებული ადამიანები აქეთ გდებენ ბრალს, თითქოს “რუსული არმიის დაუმარცხებლობის” მითისა გწამს, თუ იოლად არ იჯერებ დაუჯერებელ “ფაქტებს”. მაგალითად, ლამის ერთი თვეა, არ წყდება ჟივილ-ხივილი იმ “ფაქტის” გამო, რომ სირიაში, ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის იერიშისას ამერიკელმა სამხედროებმა, სულ რაღაც, ნახევარ საათში ადგილზე დაადუღეს რუსული მოიერიშე დივიზიები და რუსებს 600 ჯარისკაცი მოუკლეს!

რას გვაძლევს ეს ჩვენ, ქართველებს და რატომ გვიხარია ასე ძალიან “რუსების გაფარჩაკება”? _ ეს სხვა თემაა და ჯანდაბას, ამას “ოკუპანტის მიმართ ჩამოყალიბებული ბოღმა” ვუწოდოთ. მთავარი მაინც ისაა, რომ, თუ ვინმემ ეჭვი გამოთქვა, _ არ იქნება ეგ მთლად მასე, რეგულარული რუსული არმიის დანაყოფები ეგრე კიტრებივით არ გადადიან იერიშზე, რომ ვინმემ ისინი ნახევარ საათში გაანადგუროს და 600-კაციანი მსხვერპლით დაახევინოს უკან, მით უმეტეს, როდესაც მოწინაღმდეგე მხარეს ერთი ნაკაწრით კი არ აქვსო _ აი ეს დაეჭვებული ადამიანი იმწამსვე გამოცხადებულიარუსების მეხოტბედდა მას სოციალურ ქსელში ირონიულად უხსნიან, რომრუსების დაუმარცხებლობამითია, რეალურად კი, რუსეთის “უძლეველი არმიის” დამარცხება იოლია. ეს მაშინ, როდესაც არავის არაფერი უთქვამს რუსეთის არმიის “დაუმარცხებლობაზე”, უბრალოდ, ადამიანმა ეჭვი გამოთქვა, რომ ასე გზააბნეული გოჭებივით არ მიაწყდებოდნენ ქურთების ნავთობის ქარხნის ამერიკულ დაცვას რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები.

სადმე რომ ამოგვეკითხა, რუსული რეგულარული არმიის ნაწილებმა იერიში მიიტანეს იმ პოზიციებზე, რომელსაც ამერიკული არმია იცავს, მაგრამ რამდნიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ იძულებული შეიქნენ, უკან დაეხიათ, ანუ დამარცხდნენ და რუსულ მხარეს არის 10, თუნდაც 20 ან 30 მოკლული, ხოლო ამერიკელების მხრიდან 5 ჯარისკაცს მაინც რაღაც ნაკაწრი აღენიშნებაო, ამას უპრობლემოდ დავიჯერებდით და კრინტრსაც არ დავძრავდით. ანუ, რუსული არმიის ქვედანაყოფების დამარცხება ნამდვილად არ გაგვიკვირდებდა, მაგრამ, როდესაც საუბარია ნახევარ საათში რუსული რეგულარული არმიის 600 მოქმედი მოიერიშის განადგურებაზე, აქ ეჭვის გამოთქმა, არა გვგონია, “რუსული არმიის დაუმარცხებლობის მითის” მხარდაჭერას ნიშნავდეს. პირიქით, საქმე და მთელი უბედურებაც ის არის, რომ ქართველი საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილს ამერიკულ არმიაში “რემბოების” არსებობისა სჯერა. სწორედ ეს განაპირობებს შემდეგ ცრუ მოლოდინებს და ტრაგიკულ შდეგებს ამერიკული არმიის დახმარებისა და “რუსულ ჟანგიანი ტანკებთან” მათი დიდი უპირატესობის რწმენის გამო.

ანუ, ეს ადამიანები, რომლებიც აქეთ გვედავებიან, თითქოს ჩვენრუსულ მითებსვიჯერებთ, სინამდვილეში აყოლილი არიან სრულიად შტერულ ამერიკულ ლეგენდებს და რუსული არმიისდამარცხებადობისდაჯერებით კი არ კმაყოფილდებიან, არამედ, სურთ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკანასკნელფარჩაკებადწარმოაჩინონ, ამერიკელი ჯარისკაცი კი _ ბავშვობაში კინოში ნანახრემბოდ,” რომელსაც მარტოდმარტო შეუძლია რუსული დივიზიის განადგურება.

სადმე რომ ამომეკითხა ინფორმაცია, იერიშზე გადასული ამერიკული რეგულარული დივიზიები რუსებმა ნახევარ საათში გაანადგურეს და 600 ჯარისკაცი მოუკლეს ისე, რომ თვითონ ნაკაწრიც არ მიუღიათო, ნამდვილად არ დავიჯერებდი ასე იოლად. აი, ამათ კი სჯერათ ამერიკული არმიის ასეთი “სასწაულმოქმედებისა” და მერე აქეთ გვდებენ ბრალს, თითქოს ჩვენ ვართ “რუსული არმიის ხიბლში ჩავარდნილები.” თუ სამართალმა “ჩაილურის წყალი დალია”, ლოგიკა მაინც სადღაა, ხალხო? კი ბატონო, შეტაკება კონტაქტური არ ყოფილა, მაგრამ დავიჯეროთ, რუსული რეგულარული არმია ისე გამოტვინდა, რომ დივიზიას შეტევაში, ჰაერიდან მოუმზადებლად, ასე კიტრებივით უშვებს? და მერე 600 შეჯგუფებული რუსი ჯარისკაცი მოთმინებით ელოდება, როდის დაეცემა თავზე ამერიკული რაკეტა?

სინამდვილეში, ამერიკულმა პროპგანდამ რუსული კერძო სამხედრო კომპანიები _ “ვაგნერი” და “ვესნა”, რომლებიც მართლაც უაზროდ და საჰაერო ქოლგის გარეშე წავიდნენ ქურთების წინააღმდეგ შეტევაზე, “რუსული რეგულარული ჯარის დივიზიებად” გაასააღა და ქართველების ნაწილმაც სასურველი რეალობად აღიქვა _ დაიჯერა.

ისე, მინდა, ვკითხო ამერიკელებს _ თუ რეალურად შეგიძლიათ ყოველ ნახევარ საათში 600 რუსი სამხედროს განადგურება და ამას არ აკეთებთ, მაგარი დამპლები რომ გამოდიხართ, ხვდებით?

სამწუხაროდ, ეს პირევლი შემთხვევა არ არის და სწორედ ასეთი გულუბრყვილო დაჯერება არის იმის წინაპირობა, რაც გვემართება ხოლმე მერე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ-დამპყრობელ-ოკუპანტ თუ, რაც გინდათ დაარქვით, აი, მაგ ქვეყანასთან ურთიერთობისას.

“უბრალო მოკვდავთ” რაღა მოვთხოვოთ და, აგერ ერთ დიდ მოღვაწეს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორ გიგი თევზაძეს, სულ რუდუნებით ჩამოუწიკწიკებიასაქართველოს მიმართ რუსეთის დანაშაულთა ქრონიკა 15 პუნქტად” (ჩაწერეთ ეს ისტყვებიგუგლისსაძიებო ველში). რა თქმა უნდა, პროფესორი გიგის ეს ნაღვაწირუსული პროპაგანდისჩემნაირი გამავრცელებლების წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს, დაგვაჯეროს, როგორიხიხიაარუსეთი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ის საზოგადოებას დავანახვოთ, როგორცკაკა”. აი, ასეთი პრიმიტიული აზროვნება არის სწორედ ჩვენი ერის დამღუპველი.

ჯერ ერთი _ “რუსეთი კაკა არისო” არასოდეს არავის უთქვამს და აქ საუბარია მხოლოდ ნაკლები ზიანის მომტანი “მტრის” არჩევაზე. და, როდესაც ვსაუბრობთ “ნაკლებ ზიანზე” ეს უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ “ზიანი” არსებობს.

სხვა თემაა კიდევ, რატომ არაფერს ამბობს ბატონი პროფესორი იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობამ მოუტანა? აკი, ორ სახელმწიფოს კი არა, ორ პიროვნებას შორის ურთიერთბაც კი ყოველთვის ზიანისა და სარგებლის ბალანსზეა აწყობილი, და მოდი, რუსეთთან კავშირით მიღებული სარგებელიც დავთვალოთ, ვინძლო 15-ზე გაცილებით მეტი გამოვიდეს, ჰა?

* პროფესორი თევზაძის მიერ ჩამოწერილი “ზიანების” გარკვეული ნაწილი ძალიან სასაცილოა. მაგალითად, აღამაჰმად ხანი რუსების წაქეზებითა და დაფინანსებით დაესხა თავს სქართველოს”-, გვამცნობს პროფესორი. როგორც ჩანს, რუსების გარეშე, ბატონი აღამაჰმადი ძალიან კეთილი ყოფილა და ქართველების დარბევას გულშიაც არ გაივლებდა.

* ამავე “სერიიდანაა” ის, რომ, თურმე სამხრეთით მდებარე ქართული მიწები რუსებმა სულ ძალითშეტენესთურქეთს. ის, რომ რუსეთის შემოსვლამდე ეს მიწები თურქებს ისედაც დაპყრობილი ჰქონდათ და იგი სწორედ რუსებმა წაღლიტეს უდიდესი სისხლის ფასად, ბატონ პროფესორს ავიწყდება.

* საინტერსოა, აგრეთვე, ბოლშევიკების დანაშაულების მიწერა რუსებისთვის. ამ 15 “ზიანიდან” 4 სწორედ ბოლშევიკებისდროინდელია და აქაც ავიწყდება პროფესორს, რომ ბოლშევიკებმა ქართველებზე მეტი რუსები დახვრიტეს, აწამეს და გადაასახლეს. ეს არ იყო ეროვნული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები და აქ რუსეთ-საქართველოს ურთიერთბა არაფერ შუაშია.

* თუმცა, ყველაზე სასაცილო მაინც ის ორი “ზიანია”, რომლის მოყენებასაც თურმე “აპირებდნენ” რუსები ქართველებისთვის. ანუ, რუსებს ეს არ გაუკეთებიათ, მაგრამ პროფესორმა თევზაძემ იცის, რომ ისინი ამას აპირებდნენ. ერთი ასეთი “ზიანი” დეკაბრისტებს ჰქონიათ ჩაფიქრებული. სხვათა შორის, ეს დეკაბრისტები თვითონ რუსებმა დაიჭირეს, გადაასახლეს და შემდეგ დახვრიტეს.

მეორე ზიანი კი ნიკიტა ხრუშჩოვს ჰქონია ჩაფიქრებული, მაგრამ იმასაც, დეკაბრისტების მსგავსად, ვერ მოუსწრია.

საბოლოოდ, 300 წლის განმავლობაში ჩვენი “ყველაზე სასტიკი” დამპყრობელი რუსეთი გვაყენებს 13 ზიანს, პლუს 2 “ჩაფიქრებული” აქვს და ვერ ასწრებს. ხოლო, თუ გამოვაკლებთ ბოლშევიკურ 4 ზიანს, გამოდის, რომ 300 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიას ჩვენთვის, სულ რაღაც, 9 ზიანი მოუყენებია.

ბატონო პროფესორო, ბრავო-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ, აღა-მაჰმად-ხანისა არ იყოს, მართლაც ნათელია, ვისი დაფინანსებითაც “არბევთ” მომავალი თაობის ტვინებს და ამიტომ ასე გეტყვით, უფრო გესიამოვნებათ _ საღოლ, ეფენდი, საღოლ!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. მიკვირს, როგორ აჩერებებ სტუდენტები და მათი მშობლები ამ იდიოტს და ფულზე ქვეყნის გამყიდველ თევზაძეს უნივერსიტეტში ??!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here