Home ახალი ამბები საქართველო ქართველი კარატისტების კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება

ქართველი კარატისტების კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება

1635
ჩემპიონები

2017 წლის 28-29 ივლისს რუმინეთის ქალაქ სიბიუში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კიოკუშინკაი (კონტაქტურ) კარატეში. მასში საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით მონაწილეობდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარი უპრეცედენტოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ქართველმა სპორტსმენებმა რთულ, დაძაბულ და შეუპოვარ ბრძოლებში 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ეს არის საქართველოს უდიდესი და ისტორიული გამარჯვება, რადგან საქართველოს ნაკრების უკლებლივ ყველა წევრმა საპრიზო ადგილი დაიკავა. ქართველმა კარატისტებმა, სახელმწიფოს მხრიდან ამჯერადაც ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, კიდევ ერთი უდიდესი გამარჯვება და აღიარება მოუპოვეს საქართველოს.

ევროპის ჩემპიონები გახდნენ:

1.ირაკლი ბაღნაშვილი

2.ბექა ზედგინიძე

3.გიორგი ზედგინიძე

4.ნიკა ნავროზაშვილი

5.ლაშა ყამარაული

მეორე ადგილზე გავიდნენ:

1.საბა თამარაშვილი

2.აკაკი გაგუა

მესამე ადგილზე გავიდა:

1.სანდრო გემაზაშვილი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაციამ, ძმები გოჩა და კახაბერ კაკაბაძეების ხელმძღვანელობით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ევროსარბიელზე მოიპოვა 25 მედალი, მათ შორის: 11 ოქროს, 9 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს.

ამჟამად ფედერაცია ემზადება, საქართველო ასახელოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება იტალიაში 2017 წლის 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ უნდა მოიპოვონ აღიარება და ასახელონ საქართველო, ავიაბილეთებისა და სასტუმროს ხარჯებს, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაუფარავს.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. ფედერაცია მიმართავს ყველას, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, იყოს ფედერაციის პარტნიორი და, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მიიღოს მონაწილეობა ქართველი სპორტსმენების მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაში: გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 555 425 455 (გოჩა კაკაბაძე, ფედერაციის ხელმძღვანელი).

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here