Home რუბრიკები საზოგადოება ქართველთა რუსოფობია _ საქართველოს ტრაგედია

ქართველთა რუსოფობია _ საქართველოს ტრაგედია

349

ქართველთა ზიზღის, სიძულვილის, მტრობის მიზანმიმართულ პროპაგანდას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშდასავლეთიდან ნიაღვარივით მოედინება, რუსოფობია ეწოდება. ამ პროპაგანდის შედეგად ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მეტადრე ახალგაზრდობა, ისე დასნეულდა, რომ მათ ცნობიერებაში რუსეთი და მტერი ურთიერთშემცველ ცნებებად იქცნენ; ამბობენ მტერს, გულისხმობენ რუსეთს და, პირიქით _ ამბობენ რუსეთს, გულისხმობენ მტერს. ამ გეოპოლიტიკურ სიბეცეს საქართველოსთვის ტრაგედიათა სერიალები მოაქვს.

ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც რუსოფობიამ მოგვიტანა, ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა და ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვაა. ვეყრდნობი რა ისტორიულად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებას, საქართველოს მიწა-წყლის 700-კილომეტრიან ერთობლივ საზღვარს, ბირთვული იარაღით აღჭურვილ რუსეთთან ქართველთა რუსოფობიის შემდგომი გაგრძელება საქართველოს თვითმკვლელობად მიმაჩნია.

რუსეთი არასოდეს გვაპატიებს რუსოფობიის გამოვლინებას, როგორიცაა ნატოში გაერთიანება. რუსეთი ამ ორგანიზაციას თავის დაუძინებელ მტრად თვლის.

გავიხსენოთ ისტორია. 1954 წლის 31 მარტს ნატოს ორგანიზაციის ლამის 5 წლის თავზე, საბჭოთა კავშირმა ნოტა გაუგზავნა ამ ალიანსის იმჟამინდელ წევრ 12 ქვეყანას ასეთი განცხადებით: “რადგან თქვენ ამბობთ, რომ ნატო მშვიდობისმყოფელი ორგანიზაციაა, ჩვენ მზად ვართ მასში გასაერთიანებლად”. საბჭოთა ნოტამ ნატოს მესვეურები კედელთან მოაყენა; ისინი იძულებულნი შეიქნენ, უარით ეპასუხათ; ამით ნატოს ზრახვები გაშიშვლდა, მის მშვიდობისმყოფლობას ნიღაბი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა და ევროპის სოციალისტურმა ქვეყნებმა 1955 წელს, ნატოს საპირწონედ, ვარშავის ხელშეკრულება გააფორმეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლახან ისტორიის ფალსიფიცირების კლასი გვიჩვენა: “ნატოს ორგანიზაცია ვარშავის ხელშეკრულების საპირისპიროდ ჩამოყალიბდაო”. ქვეყნის პრეზიდენტს ისტორიის ასეთი უსირცხვილო გაყალბება არ ეპატიება. მან უნდა იცოდეს: ნატოს ორგანიზაცია 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, ხოლო ვარშავის თავდაცვითი ხელშეკრულება _ 1955 წლის 14 მაისს.

ბატონ მაკრონს, საქართველოს ხელისუფალთ, ოპოზიციის მესვეურებს _ ყველას შევახსენებ: ისტორია ფაქტებსა და მოვლენებს დროსა და სივრცეში მიზეზ-შედეგობრივ კავშირურთიერთობებში განიხილავს; ვინც ამ კანონზომიერებას არ იცავს და ფაქტების თვითნებურ გადაკეთ-გადმოკეთებას სუბიექტური მიზნებისათვის მიმართავს, მას ისტორია არ მიუტევებს და სჯის. დღევანდელი საქართველო ასეთი დასჯის მაგალითია.

მოგაგონებთ, ვინ დაასნეულა ქართველები და არა მხოლოდ ქართველები რუსოფობიის პოლიტიკური კორონავირუსით; შევეხები რუსოფობიის ცალკეულ აფეთქებებს.

ქართველთა და მრავალი სხვა ხალხის რუსოფობიით დაავადების წყაროდ ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის _ ალენ დალესის ვერაგული დოქტრინა იქცა. იგი 1945 წლის თებერვალში მოგვევლინა. მის შესავალში ვკითხულობთ: “დამთავრდება ომიჩვენ ყველაფერს, რაც გვაბადია, ოქროს, მატერიალურ ძალებს გადავისვრით ხალხთა მოსასყიდად და გამოსათაყვანებლად…”

მკითხველი კომენტარის გარეშეც კარგად ხედავს დოლარის ყოვლისშემძლეობით როგორ მოისყიდა აშშ-მა არა მხოლოდ ქართველები და უკრაინელები, არამედ მრავალი სხვა ხალხიც.

თავისი ვერაგობითა და რუსეთის საწინააღმდეგო გესლიანი შხამით გამორჩეულია დოქტრინის ის სტრიქონები, რომელშიც ვკითხულობთ:

ნაციონალიზმი და ხალხთა შორის მტრობა, უწინარეს ყოვლისა, მტრობა და სიძულვილი რუსი ხალხისადმიოსტატურად და შეუმჩნევლად აყვავდება მძაფრი ფერებით…”

დიახ, დალესმა კარგად იცოდა, რომ ხალხთა თანამეგობრობა საბჭოთა კავშირის ძლიერების წყარო იყო და სწორედ მის წინააღმდეგ მიმართა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანა უხვად გაღებული დოლარების თანხლებით. მან მართლაც “მძაფრი ფერებით” ააყვავა ქართველთა და სხვა ხალხთა რუსოფობია.

ქართველთა რუსოფობიის მძლავრი ტალღა მივიღეთ 1989 წლის 9 აპრილის მიტინგზე თბილისში. რუსოფობიით გაჟღენთილმა მოწოდებებმა _ “რუსო, წაეთრიე”, “რუსო , ბროდიაგა”, “რუსო, ოკუპანტოდა მისთანებმა _ გააოგნეს რუსი ინტელექტუალები, რომლებმაც ამის შემდეგ ქართველები ავადმყოფ ერად შერაცხეს. ბუნებრივია, რუსეთმა ზურგი შეგვაქცია და მხარდაჭერა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე გადაიტანა, რომლებმაც 9 აპრილის მიტინგს მხარი არ დაუჭირეს.

აბა, თქვით, რამდენი არაქართველი შეეწირა მიტინგის დარბევას? _ არც ერთი!

აშშ მზაკვრული ხერხებით აძლიერებს ქართველთა რუსოფობიას. ყოფილი პრეზიდენტის, ბუშიუმცროსის, ოსტატურად პროვოცირებული 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალში, რომელიც სააკაშვილმა წამოიწყო, რუსოფობიის ახალი აფეთქება იყო, რომლის გამოძახილი კვლავაც გრძელდება და საქართველოსათვის ტრაგედიათა სერიები მოაქვს.

ქართველთა რუსოფობია რომ არ შესუსტდეს, აშშ-მა აგვიკრძალა პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ასევე აგვიკრძალა სოხუმის გავლით ადრე არსებული სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა რუსეთთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან; ლარსის უღელტეხილზე იმტვრიეთ ცხვირ-პირიო.

რუსოფობია რომ არ შესუსტდეს, აშშ საქართველოს ტერიტორიაზე, პერიოდულად აწყობს ნატოს ქვეყნების საზღვაო თუ სახმელეთო სამხედრო ძალების წვრთნებს საქართველოს მონაწილეობით. ბუნებრივია, ეს რუსეთს აღიზიანებს და საქართველოსთვის საზიანო ქმედებებისთვის საბაბს აძლევს.

რუსოფობია, როგორც აშშ-დასავლეთის პოლიტიკური კორონავირუსი, ისე ღრმად შეიჭრა ქართველთა ერთი ნაწილის თავებში, რომ მათ დაავიწყა და წაართვა ისტორიული მეხსიერება-მემკვიდრეობის შემეცნების უნარი. დავიწყებას მიეცა და უმადურობით აღივსო ის სინამდვილე, როცა თურქების მიერ საუკუნეთა განმავლობაში მიტაცებული სამცხე-ჯავახეთი თუ აჭარა ბათუმით რუსეთის ძალისხმევით რომ დაგვიბრუნდა. დიახ, რუსეთი იმპერიული მიზნებით მოქმედებდა და არა ქართველთა სიყვარულით, მაგრამ ქართველთა ოცნებაც ხომ აღასრულა?

რუსოფობიით ქართველთა დასნეულების საქმეში აშშ-ს არც ევროკავშირი ჩამორჩება. წელს, 21 იანვარს, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მისამართით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ქართული პოზიცია თუ ოპოზიცია ხბოს აღტყინებით შეხვდა, ისტორიულ მოვლენად შერაცხა. მადლობა ცნობილ პუბლიცისტს, ბატონ ვალერი კვარაცხელიას, რომელმაც ჭეშმარიტების სიმბოლო “საქართველო და მსოფლიოს” ა.წ. მე-2 ნომერში სატირულ-იუმორისტულ ქარ-ცეცხლში რომ გაატარა სტრასბურგის სასამართლო და მისი მოთაყვანე საქართველოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

სტრასბურგის სასამართლომ მისამართი შეგნებულად შეცვალა _ მას 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყები და საერთაშორისო დამნაშავე სააკაშვილი უნდა გაესამართლებინა, რომელმაც ცხინვალში შეჭრისთანავე ჩახოცა საერთაშორისო ორგანიზაციების _ გაეროსა და ეუთოს _ ეგიდით იქ მდგარი რუსი სამშვიდობოები.

დიახ, ცხინვალის ომს, სამწუხაროდ, ნგრევა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოჰყვა, მაგრამ ამაში სააკაშვილია დამნაშავე; რატომ მიჩქმალეთ ეს ფაქტი, ბატონო მოსამართლეებო?! სირცხვილია!

სტრასბურგელო მოსამართლეებო! მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და შენობა-ნაგებობების ნგრევა გამოიწვია 1999 წლის აპრილში, ზედ აღდგომის დღესასწაულის ჟამს, ნატოს ავიაციის მიერ ბელგრადის ჯოჯოხეთურმა დაბომბვამ _ სერბებს დააყარეს ბომბები ცინიკური წარწერით “გილოცავთ აღდგომას”. გეკითხებით, რატომ არ გაასამართლეთ ნატომ საშინელი ქმედებისთვის? იგივე ნატო რატომ არ გაასამართლეთ ლიბიასა და ერაყში დატრიალებული ტრაგედიებისთვის? სირცხვილი თქვენ!

ბატონო მოსამართლეებო! ისტორიაში არნახული საოცრებაა თქვენი გადაწყვეტილება: თურმე ომში გამარჯვებულმა რუსეთმა ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ომის დამწყებ, მაგრამ დამარცხებულ მხარეს _ სასაცილოზე მეტია ეს. რუსოფობიის ტყვეობამ ასე როგორ დაგიბინდათ გონება და წაგართვათ საღად აზროვნების უნარი, ბატონო მოსამართლეებო?

აშშდასავლეთის კოლექტიური რუსოფობია 23 აგვისტოს კიევიდან ვიხილეთ; 43 ქვეყნის წარმომადგენელი ანტირუსულ ისტერიკაში ერთმანეთს შეეჯიბრა, ხოლო ახლახან, ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს აშშის თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია, რომელმაც რუსოფობიური გესლიანი შხამი უშურველად მოაფრქვია _ განსაკუთრებით საქართველოში.

აშშ-დასავლეთის პოლიტიკურმა კორონავირუსმა _ რუსოფობიამ ქართული ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი გეოპოლიტიკური სიბრმავის ავადმყოფობით დაასნეულა; ამიტომ ისინი ვეღარ ხედავენ, სად, რომელ კონტინენტზე, რომელ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელი ქვეყნების უშუალო სამეზობლოში ცხოვრობს ბედკრული საქართველო; მათ საქართველო სადღაც ბისკაის ყურეში, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვრებთან ესახებათ.

ისტორიის ლოგიკაზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ყველას, ვინც რუსოფობიით არის დასნეულებული და ნატოში გაერთიანებას ეთაყვანება, ხელისუფლება იქნება ის თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მე, პოლიტოლოგი, მათ საქართველოს დაუძინებელ მტრად ვაცხადებ, რადგან საქართველო ნატოში ნიშნავს არამხოლოდ სოხუმისა და ცხინვალის საბოლოოდ დაკარგვას, არამედ, პერსპექტივაში, ჯავახეთისა და მარნეულის მხარეების ჩამოშორებასაც. ახალქალაქელი სომხების თავკაცმა აღასი არაბიანმა წლების წინათ განაცხადა: “თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჩვენ, ჯავახეთელი სომხები, დავიწყებთ მოქმედებას საქართველოდან გამოსაყოფად” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #13, 2012 წ., გვ. 11). გამოფხიზლდით, ბატონებო! გირჩევთ, ყურად იღოთ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია მეორის ბრძნული რჩევა, რომელიც მან 2001 წლის სააღდგომო ეპისტოლეში გვაახლა: “ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ყველაზე მისაღები პოზიცია ნეიტრალიტეტია”. იცოდეთ, ხელისუფალნო, სამხედრო ნეიტრალიტეტის ფინური ვარიანტი რუსეთთან კეთილმეზობლობის დამკვიდრების გზაა, რომელიც საქართველოს ჰაერივით ესაჭიროება.

მაშ, წერტილი დავუსვათ ქართველთა რუსოფობიას, საქართველოს გადამრჩენ-გამამთლიანებელი მხოლოდ რუსეთია. იწამეთ ეს აქსიომური ჭეშმარიტება.

ხელისუფალნო, ოპოზიციის ძალებო! საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არსებობს რუსოფობიისაგან თქვენი განკურნების ძალიან საიმედო, იაფი და ყოვლად უვნებელი პრეპარატი _ ვაქცინა, რომლის სახელწოდებაა გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”; შეიძინეთ და რეგულარულად იკითხეთ მისი დიდებული პოლიტიკური პუბლიკაციები და აუცილებლად დააღწევთ თავს წყეულ ამერიკულ პოლიტიკურ კორონავირუსს, ანუ რუსოფობიას.

ჩემო ქართველებო! “საქართველო და მსოფლიო” ჭეშმარიტების, ობიექტურობის, გეოპოლიტიკური კანონზომიერების ერთგული დამცველია.

დასავლეთის პოლიტიკური კორონავირუსის _ რუსოფობიისაგან თქვენი განკურნების კეთილი სურვილით,

გივი გურეშიძე

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here