Home ახალი ამბები ქანთარია: საპრეზიდენტო კანდიდატი ახალგაზრდა არ უნდა იყოს, 50-დან 60-წლამდე უნდა მერყეობდეს

ქანთარია: საპრეზიდენტო კანდიდატი ახალგაზრდა არ უნდა იყოს, 50-დან 60-წლამდე უნდა მერყეობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, მმართველი პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. როგორც ქანთარიამ გადაცემაში „ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან ერთად“ განაცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატის ბიოგრაფიას და მის პიროვნულ თვისებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა იყოს ახალგაზრდა პიროვნება.

„ჯერჯერობით კონსულტაციები არ მიმდინარეობს ამ საკითხზე, ფიქრი, რა თქმა უნდა არის. მაგრამ ნიშანდობლივია ისიც, რომ თვითონ პრეზიდენტის ფასი არის უკვე არა ისეთი როგორც ადრე იყო, თამასა გაცილებით დაწეულია. ნებისმიერ წესიერ ადამიანს, რომელსაც მეტ-ნაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე და იცნობს საზოგადოება შეიძლება წარმოჩინდეს როგორც კანდიდატი. მე ის მიკვირს, როგორ უნდა ჩაატარდეს თვითონ საარჩევნო კამპანია, რადგან ხალხის სურვილები ცოტა სხვა არის, უფრო სოციალურისკენ მიმართული და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ არბიტრის როლში უნდა მოგვევლინოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მის ბიოგრაფიას, მის გარკვეულ პიროვნულ ხიბლს. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა არ უნდა იყოს – სადღაც 50-დან 60-წლამდე უნდა მერყეობდეს, სწორედ აი, აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ კანდიდატი“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here