Home სხვადასხვა დაიჯესტი ქალბატონმა ახალგაზრდა კაცი გააუპატიურა

ქალბატონმა ახალგაზრდა კაცი გააუპატიურა

553
ქალბატონმა ახალგაზრდა კაცი გააუპატიურა

თურმე ასეც შეიძლება მოხდეს! შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს მკვიდრ 40 წლის ქალბატონსშემოეხარჯა” 27 წლის ახალგაზრდა კაცი ცოტა უცნაურ სიტუაციაში, _ იუწყება ბრიტანული ტაბლოიდი The Sun. ქალს პატიმრობა ემუქრება.

გაზეთი წერს, რომ ინციდენტი 2016 წელს მოხდა, მაგრამ საქმემ მხოლოდ ახლა მიაღწია სასამართლომდე.

ორი შვილის დედამ და მისმა მსხვერპლმა ერთმანეთი სასიამოვნო შეკრებაზე გაიცნეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი გვარიანად შეზარხოშებულნი ერთ-ერთი მეგობრის ბინაში განცალკევდნენ. კაცს უმალვე ჩაეძინა. ქალმა კი დრო იხელთა და მძინარეს საწოლში ჩაუგორდა. შემდეგ რაც მოხდა ამ “ორთაბრძოლის” დროს, ორივეს თავისი ვერსია აქვს. ქალი აცხადებს, რომ იყო ორმხრივი თანხმობა, კაცი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ქალბატონის ვერსიით, “მან (კაცმა) აიღო ტელეფონი და დარეკა _ ტაქსი უნდა გამოვიძახო, შინ უნდა წავიდეო”. აღელვებული იყო და პანიკას ჰყავდა შეპყრობილი. ეშინოდა, რომ მისი საცოლე შეიტყობდა ღალატის ამბავს. ვურჩიე საცოლისთვის მოეთხრო სიმართლე ან არაფერი ეთქვა”.

კაცის ვერსიით, იგი მთვრალი იყო და ვერ არკვევდა, რაც ხდებოდა მის თავს.

სიმართლეს შოტლანდიის უდიდესი ქალაქის _ გლაზგოს სასამართლო გაარკვევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here