Home ახალი ამბები ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა

ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა

929
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 27 იანვარს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, 235 ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ავღანეთის ხელისუფლებამ ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here