Home ახალი ამბები ქაბულის ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ

ქაბულის ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ

ქაბულში ტელეკომპანია Shamshad TV–ს შენობას თავს დაესხნენ. შენობიდან ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმები.
თვითმხილველებმა ტელეკომპანია ბი–ბი–სის აცნობა, რომ დაღუპულია რამდენიმე ადამიანი.
ბი–ბი–სის ცნობით, თვითმხილველმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებული მებრძოლი ტელეკომპანიის შენობაში ქაბულის დროით 10:45 საათზე შევიდა.

თავდასხმის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here