Home ახალი ამბები მსოფლიო ფხენიანი ვაშინგტონს მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრება

ფხენიანი ვაშინგტონს მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრება

1495
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მზად არის, კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან ამერიკული საზღვაო ძალების ჯგუფის მოახლოებას “მკაცრი პასუხი” გასცეს. ფხენიანი აშშ-ის საზღვაო ძალების გადაადგილებას “პროვოკაციად” აფასებს და ამბობს, რომ ჩრდილოეთი კორეა მზად არის, თავი დაიცვას, მათ შორის სამხედრო საშუალებებით.

“იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრულ პასუხისმგებლობას დაიკისრებს იმ კატასტროფულ შედეგზე, რომელიც მათ აღმაშფოთებელ ქმედებებს მოჰყვება”, _ ციტირებს სააგენტო Yონჰაპ-ი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

9 აპრილს სააგენტო “როიტერი” იუწყებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროს მიუახლოვდა. ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ფხენიანისგან არსებულ ბირთვულ საფრთხესა და ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ზრდას უკაშირდება.

ბმულზე გაეცანით ასევე: 10 რისკფაქტორს, რის წინაშეც დგას მსოფლიოს გეოპოლიტიკა 2017 წელს.

http://geworld.ge/ge/10-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1/

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here