Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ფუფუნება ბორბლებზე

ფუფუნება ბორბლებზე

1639
ბეტმობილი

ბეტმობილი” _ 4,2 მლნ დოლარი

ამ ავტომობილის კონსტრუქტორია შვედი კინომოყვარული და ინჟინერი. მან ზუსტად გაიმეორა დიზაინი ბეტმენის ავტომობილისა, როგორიც ის არის ტიმ ბარტონის მიერ 1989-1992 წლებში გადაღებულ ფილმებში. “ლინკოლნ კონტინენტალის” ბაზაზე 2012 წელს შექმნილი ავტომობილი აღჭურვილია ტურბინით, ვიდეოკამერებით, ინტერნეტში ჩართული მძლავრი კომპიუტერით, DVD -ფლეერით, პლაზმური ტელევიზორით, ხმით მართვისა და თანამგზავრული ნავიგაციის სისტემებით ტყვიამფრქვევითა და რაკეტის სასროლი მოწყობილობითაც კი.

ამერიკული ოცნება” _ 4 მლნ

“ამერიკული ოცნება”, რომელიც ავტოდიზაინერმა ჯეი ორბერგმა შექმნა, ყველაზე გრძელ ლიმუზინად ითვლება მსოფლიოში. 30 მ სიგრძის ავტომობილი 26 ბორბლით მოძრაობს. აღჭურვილია აბაზანა-ჯაკუზით, აუზით, უზარმაზარი საწოლებითა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნით.

სულთნისროლსროისი” _ 14 მლნ

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიახი ავტომობილების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია მსოფლიოში. მისი ავტომობილების კოლექცია, რომელიც 7000 ეგზემპლარისგან შედგება, 4 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ კოლექციის მარგალიტია Rolls Royce Silver Spur -ი, რომელიც 24-კარატიანი ოქროთია ინკრუსტრირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here