Home ახალი ამბები ფულის გამო,მშობლებმა მოიტყუეს, რომ მათ შვილს კიბო ჰქონდა

ფულის გამო,მშობლებმა მოიტყუეს, რომ მათ შვილს კიბო ჰქონდა

867
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პოლიციამ ამერიკელი ცოლ-ქმარი თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

ამის შესახებ Usatoday წერს.

34 წლის ჯინი იროვანდო ლონგმა და 47 წლის რობერტ ედვარდ ლონგმა, ფულის გამო, მოიტყუეს, რომ მათ 13 წლის შვილს კიბო ჰქონდა.

გარდა ამისა, მათ საკუთარი ვაჟიც დაარწმუნეს, რომ თავის ტვინის კიბოს განუკურნებელი სტადია ჰქონდა.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მშობლები შვილს რვა თვის განმავლობაში ამ ტყუილში აცხოვრებდნენ და მეგობრებისგან ფულს ოთხოვდნენ, რათა “მკურნალობის ხარჯები დაეფარათ.”

28 დეკემბერს, ბიჭის დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილის ფოტო და დაწერა, რომ ნამდვილი სასწაულია, მისი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ტყუილი გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ამ ფაქტზე სკოლის ფსიქოლოგმა გაამახვილა ყურადღება. მანვე მიმართა პოლიციას და გაირკვა, რომ ბავშვს კიბო არ ჰქონდა.

წყვილი 1 თებერვალს დააკავეს, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს, ბავშვის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით.

ბავშვის მამის განცხადებით, მან არ იცოდა თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც მისმა მეუღლემ შეიმუშავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here