Home რუბრიკები ეკონომიკა ფულადი გზავნილების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს

ფულადი გზავნილების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8 პროცენტით გაიზარდა

2346
გზავნილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, რომლებიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს. ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 39.1 მილიონი დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზეა იტალია 12.9 მილიონი დოლარით, მას მოსდევს საბერძნეთი 12.5 მილიონით.

2 COMMENTS

  1. გზავნილებით ცხოვრობს მთელი საქართველო, მთავრობა კი ჩვენი ბიუჯეტით გულაობს,არაუშავს-ყველას მოეკითხება,ერთი წუთითაც ეჭვი არავის შეეპაროს

  2. გზავნილებით ცხოვრობს მთელი საქართველო, მთავრობა კი ჩვენი ბიუჯეტით გულაობს,არაუშავს-ყველას მოეკითხება,ერთი წუთითაც ეჭვი არავის შეეპაროს,უფალმა იცის ვის, როდის და როგორ მოუწევს პასუხისგება.მემგონი მიზანმიმართულად აღატაკებენ მოსახლეობას რომ რაც შეიძლება მეტი წავიდეს ემიგრაციაში და მეტი გზავნილი გამოგზავნოს ამ დაქცეულ ქვეყანაში,აბა სხვანაირად ესენი ბუნტს მიიღებდნენ და ბიუჯეთით ვეღარ იხეირებდნენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here