Home რუბრიკები საზოგადოება ფსიქოთერაპია ამარცხებს კოვიდინფექციას!

ფსიქოთერაპია ამარცხებს კოვიდინფექციას!

ფსიქოთერაპია ამარცხებს კოვიდინფექციას!

კოვიდინფექციის გავრცელებამ ფართო მასშტაბი მიიღო და უდიდესი გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე. იგი შეეხო მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობა. 2021 წლის 25 მარტის მონაცემებით, დაინფიცირდა 125 167 534 და გარდაიცვალა 2 748 908 ადამიანი. მხოლოდ საქართველოში კოვიდით დაავადდა 279 027 ადამიანი, რომელთაგან 3 732 გარდაიცვალა.

დღეს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია პოსტკოვიდური გართულებების თემა. ამ გართულებებს უწოდებენ “ლონგ კოვიდს”. გამოცანად რჩება პოსტკოვიდური სიმპტომების არსებობა და მისი გახანგრძლივება დროში. პაციენტები სხვადასხვა სიმპტომს უჩივიან; გამოყოფენ გულის, ფილტვების, თირკმლების ანომალიებს, ნევროლოგიურ და ფსიქიკურ გართულებებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა მონაცემებით, ასეთ პაციენტთა რაოდენობა 30%-ს აღწევს. უჰანში (ჩინეთი) განკურნებული პაციენტებიდან 76% კვლავ განიცდიდა რომელიმე სიმპტომის გავლენას. ევროპელი სპეციალისტების კვლევების მიხედვით, კოვიდმა ადამიანები არა მხოლოდ ფიზიკურად დააზიანა, არამედ სერიოზულად გაართულა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. სპეციალისტები ხაზს უსვამენ ისეთ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის გაძნელება, მეხსიერების პრობლემები, განწყობილების შეცვლა.

ინგლისის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტთა 29,3% სხვადასხვა ჩივილით შებრუნდა კლინიკებში. მათგან 12,4% გარდაიცვალა. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით, კოვიდის გადატანიდან პირველ 6 თვეში 33%-ს განუვითარდა სხვადასხვა მენტალური დაავადება. საერთაშორისო გამოკვლევებზე დაყრდნობით მსგავს პოზიციას გამოხატავს საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე: კოვიდგადატანილთა 30%-ზე მეტს აქვსო რაიმე მენტალური პრობლემა. აღარ ვლაპარაკობთ გულზე, ფილტვებზე და ა.შ. არსებულ გართულებებზეო. საყურადღებოა ქართველი მედიკოსების დაკვირვების შედეგები. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის, თქმით, როგორც კოვიდ-19-ის, ისე ნებისმიერი დაავადების დაძლევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოემოციურ განწყობას. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებსო, რომ ფსიქიკა მართავს სხეულს. უარყოფითი განწყობა ამძიმებს ავადმყოფობას, შემართება და გამარჯვების რწმენა კი გადარჩენის საწინდარია 99% შემთხვევაში. იგივე აზრი გამოთქვა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე დაკვირვებისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდპანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური მოშლილობები. ჯანმო შეშფოთებას გამოთქვამს ფსიქოლოგიური სამსახურების შეფერხებით მუშაობაზე. ასეთი საგანგაშო მდგომარეობის ფონზე წარმოგიდგენთ ქართული ფსიქოთერაპიული სკოლების (“მენცარი”, “ანთროპოანალიზი”) საინტერესო მონაცემებს. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ვკურნავთ ფსიქიკურ აშლილობას, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისოციალურ ქცევებს (ნარკომანია, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი და სხვ.). ამ ყველაფერს საერთო საფუძველი აქვს ფსიქიკური ტრავმის სახით. მკურნალობაც მიმდინარეობს მხოლოდ ფსიქოლოგიური მეთოდებით მედიკამენტების გარეშე. კოვიდინფექციის გაძლიერებისას გამოვთქვით ვარაუდი, რომ ჩვენთან ნამკურნალები ადამიანები ან არ დაავადდებოდნენ, ან დაავადებას გადაიტანდნენ მსუბუქ ფორმაში. ვარაუდის შესამოწმებლად გამოვკითხეთ 1994-2020 წწ. ჩვენი ყოფილი პაციენტები. ისინი პასუხობდნენ შემდეგ კითხვებზე: დაავადდით თუ არა კოვიდით (კი ან არა)? თუ დაავადდით, როგორ გადაიტანეთ (მსუბუქად, მძიმედ)? ატარებდით თუ არა პრევენციულ ღონისძიებებს მედიკამენტების, ვიტამინებისა და სხვ. გამოყენებით (კი, არა)? გქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულებთან (კი, არა)? მივიღეთ პასუხი 72 პაციენტისგან. მათგან დაავადდა 8 ადამიანი და ყველამ მსუბუქად გადაიტანა. 4 ადამიანი ახორციელებდა პრევენციულ მსუბუქ ღონისძიებებს, იღებდა რა ვიტამინებს. ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდა 39 ადამიანს, რომელთაგან მხოლოდ 8 დაავადდა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოსტკოვიდური გართულებები არ აღენიშნება არც ერთ მათგანს. ეს, ერთი შეხედვით, საოცარი შედეგები სულაც არაა გასაკვირი, თუ კარგად ჩავწვდებით ფსიქიკის რაობას. ადამიანი, უპირველესად, ფსიქიკური არსებაა. ჯერ კიდევ სოკრატე მიუთითებდა, რომ უმთავრესი ადამიანური თვისება არის რეფლექსიის (ფიქრის) პროცესი. ფსიქიკის პრიმატზე აკეთებდნენ აქცენტს ზიგმუნდ ფროიდი, დიმიტრი უზნაძე და სხვ.

ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპიით ზუსტად ხდება ფსიქიკური აშლილობის მიზეზის მიგნება და მისი აღმოფხვრა. ეს განაპირობებს ფსიქიკის ისეთ მდგრადობას (მას შეიძლება “ფსიქიკური იმუნიტეტიც” ვუწოდოთ), როცა შესაძლებელია დაავადების ნებისმიერი სიმპტომის დაძლევა.

გივი მერაბიშვილი,

პროფესორი, “ანთროპოანალიზისდამფუძნებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here