Home რუბრიკები საზოგადოება ფსიქიატრიული კლინიკა, პალატა #41

ფსიქიატრიული კლინიკა, პალატა #41

ქვეყანაში სოროსის არაოფიციალური მმართველობაა

ფსიქიატრიული

რამდენიმე დღის წინათ დამიკავშირდა გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთგული მკითხველი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა და მითხრა: ვერ შევძელი სახელისუფლო პარტიისთვის ხმის მიცემა, მათ ბევრიცოდვადაუგროვდათ, იმედი მოგვიკლეს _ წლები გავიდა და ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა.

პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი აქვს და ყველაზე ამაზრზენი მოტივტივე ლიბერასტის, ლევან ბერძენიშვილის, იდეას ახორციელებს, _ ჩვენ ხალხისგან ხმები გვინდა და არა მათი კეთილგანწყობაო. მკითხველმა გამანდო თავისისაიდუმლოც”, რომელსაც წერილის ბოლოს გაგიმხელთ.

ქართველი საზოგადოება დღეს იმ ღირებულებების გადასარჩენად იბრძვის, რომელთა მეშვეობითაც დღემდე შეინარჩუნა საქართველო. ბრძოლა კი იმიტომ გვიწევს, რომ დამონებული ქვეყნის ხელისუფლებას ეკრძალება, გაუნათლებლობას, სიცრუეს, გახრწნილებას შეეწინააღმდეგოს, ამ “ღირებულებების” დასაცავად კი ანტიდისკრიმინაციული კანონი აამოქმედეს. ხელისუფლების სათავეშიც ანტიქართული იდეოლოგიით ტვინაფეთქებული, ფულსა და სავარძელს დახარბებული არსებები სხედან. ჩვენი პრეზიდენტი ვერასდროს დაემსგავსება ფილიპინების პრეზიდენტ როდრიგო დუარტეს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ ობამას ხელის მხარზე მოთათუნების უფლება არ მისცა და მეძავის შვილი უწოდა. ჩვენი პრეზიდენტისთვის ეს მოთათუნება ბედნიერების მწვერვალი იქნებოდა. მარგველაშვილს ასეთი პატივი რომ რგებოდა აშშ-ის პრეზიდენტისგან, ჩოქბჯენშიც კი დადგებოდა… ჟურნალისტებიც უარყოფითად აფასებენ იმას, რაც ადრე ღირებულებად ითვლებოდა, ამიტომაც “ჩარეცხეს” საღად მოაზროვნე პროფესიონალები და მათი ადგილი დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებს დააკავებინეს.

იმედგაცრუებული ახალგაზრდობა დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება და საქართველოდან გარბის. განათლების სამინისტრო, რომელიც უცხოურ განათლებას ლობირებს, თსუ-ს მე-2 კორპუსის ფასადზე რეკლამას უკეთებს ამერიკულ განათლებასა და დიპლომს. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ 200-წლიანი ისტორიის ქვეყნისგან?! თვით ცნობილი ამერიკელი იურისტი და პუბლიცისტი, რეზერფორდის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჯონ უ. უაიტჰედი ამბობს, რომ ამერიკა თავის მოქალაქეებზე სახიფათო იარაღისა და ტექნოლოგიების საიდუმლო ტესტირებას ახორციელებს და ქმნის იმ საფრთხეებს, რომლებსაც შემდეგ ებრძვის… ჩვენი ხელისუფლება, როგორც იქნა, მიხვდა, რომ განათლების მინისტრი დაცინვის ობიექტად არ უნდა იქცეს და ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ მისი “საქმენი საგმირონი” არსებობას განაგრძობს: გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტივების თანახმად, საბავშვო ბაღებში ბავშვმა თავი არ უნდა აღიქვას იმ სქესის წარმომადგენლად, რომლისაც არის ბიოლოგიურად. დიახ, ალექსანდრე ჯეჯელავა, გარეგნულად უწყინარი იუმორისტული ჟურნალის პერსონაჟი და შინაგანად სექსუმცირესობის იდეოლოგი, ამ დირექტივის განხორციელებას შეუდგა, მაგრამ ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა.

როგორ აუდიტორიაზეა გათვლილი “ლიბერასტების” რიტორიკა? იოზეფ გებელსი, ფაშისტური იდეოლოგიის მამამთავარი გაიძახოდა: “მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერს ღორების კოლტად გადავაქცევ”. ამერიკა დღესაც ახორციელებს გებელსის პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაც შეუერთდა თავისი ხალხის წინააღმდეგ. მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მსხვერპლია. საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, პოლიტიკურმა ვითარებამ გამახსენა ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც ავლიპი ზურაბაშვილისა და მირიან მესტიაშვილის ხელმძღვანელობით პრაქტიკა გავიარე. ბატონი ავლიპი პაციენტებთან ფსიქოთერაპიის სეანსებს ატარებდა. ერთ-ერთ ცნობიერებადარღვეულ პაციენტს გულდასმით არწმუნებდა: “აბა, როგორ შეიძლება, შენი შვილი შენი დედა იყოს?” ამავე ლოგიკით შეიძლება ჩავუტაროთ ფსიქოთერაპია ხელისუფლებას: როგორ შეიძლება მსოფლიოს #1 ტერორისტი ქვეყანა ვინმეს მეგობარი იყოს?! როგორ შეიძლება, პატრიოტის ნიღაბაფარებული ხელისუფლება ქართულ მიწაწყალს ჰყიდდეს და უცხოელებს ასახლებდეს? როგორ შეიძლება, ხალხის გაღატაკებისა და შიმშილის ფონზე, ხელისუფლება მდიდრდებოდეს და ფუფუნებას არ იკლებდეს? როგორ შეიძლება ქართველები უცხოელთა ბორდელების მომსახურე სექსმუშაკებად აქციო და ეს ინვესტიციად ჩათვალო? როგორ შეიძლება არატრადიციული ორიენტაციის არსება მასწავლებლობდეს და მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებს ტრენინგებს უტარებდეს? თუმცა ხელისუფლებას ფსიქოთერაპია აღარ უშველის, რადგან ფული და თანამდებობაა მათი ცხოვრების კრედო. წლების შემდეგ, ამჯერად უკვე დავით ზურაბაშვილის წერილის საფუძველზე, კვლავ მოვინახულე ფსიქიატრიული კლინიკა და პაციენტებს ტკბილეულით ბარბარობა მივულოცე. ყველა პაციენტი თავის სტიქიაში იყო, ერთი ახალგაზრდა მამაკაცის (დიაგნოზი _ დეპრესიული ფსიქოზი) გარდა, რომელიც იდგა და ელოდა… ეს პაციენტი დღესაც თვალწინ მიდგას და პარალელს ვავლებ ქართველ საზოგადოებასთან, რომელიც ასევე დგას და ელის… ქართველ საზოგადოებას მივმართავ: ქარიზმული ლიდერი უკვე ჰყავდა საქართველოს და ვნახეთ, რაც მოუტანა ქვეყანას. თქვენი გულის ხმაა თქვენი ლიდერიც და თვალსაწიერიც. როცა ბახტრიონის აჯანყება მოხდა, საქართველოს მამულიშვილები ჰყავდა, ახლა კი უძღები შვილები ჰყავს. იმ მამულიშვილებს გული ქართულად უძგერდათ და ფულს არ ელოდნენ. მაინცდამაინც 600 ათასამდე უნდა შემცირდეს საქართველოს მოსახლეობა და ქართველი სამუზეუმო ექსპონატად იქცეს? ღვთისმშობელმა რუსეთის მეზობლობით თავისი მადლიანი კალთა გადააფარა საქართველოს, რათა რწმენითა და ღირსებით გვევლო. ჩვენ კი ვდგავართ და ველითველით ქართული სულიერებისა და გენოფონდის დასამარებას.

ქართველმა საზოგადოებამ პროტესტი “ქართული მარშის” სახით გამოხატა, მაგრამ ქვეყანას, არალეგალი მიგრანტების შემოსევის გარდა, სხვა პრობლემა არ აქვს? ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “ქართული მარში” მხოლოდ ლგბტ-ის პროპაგანდას უპირისპირდებაო. საზოგადოებას ჩემი თვალსაზრისი მინდა გავაცნო: “ქართული მარშის” წარმომადგენელთა შორის არიან “ძალიან ქართველები” და უბრალოდ ქართველები… ერთ-ერთ “ძალიან ქართველს” ვკითხე: ეს მარში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების თანხვედრილი რომ იყოს, რას მოიმოქმედებდით-მეთქი, და _ მე რუსეთის ინტერესს არ გავატარებო, _ იყო პასუხი. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესი უნდა გავატაროთ, მაგრამ ვეკითხები მარშის ინიციატორებს: გაქვთ კი ბერკეტი დაუპირისპირდეთ სომხეთის (რომელსაც გვერდით რუსეთი უდგას), აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებს, საქართველოს ტერიტორიის დანაწევრებას რომ ცდილობენ? ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ აქვთ, მაგრამ დასავლეთიდან შეშფოთება-აღშფოთების იმედი აქვთ. რაც შეეხება პროტესტის ფორმას და სახელწოდებას, რატომ უნდა ავიღოთ მაგალითი დასავლეთის ქვეყნებიდან, როცა ყველაფერი, რაც არ მოგვწონს, დასავლეთიდან მოდის? რატომ ვებრძვით შედეგს და არა ყველა უბედურების სათავეს _ დასავლურ ორიენტაციას? იქნებ ქართველებმა მაგალითი საქართველოს ისტორიიდან ავიღოთ და “კარგად დავიწყებული ძველი” გავიხსენოთ, მაგალითად: “შეფიცულები”, “ფიცის კაცები”, “მამულიშვილთა კავშირი”. წინა წერილში (“საქართველო და მსოფლიო” #29) ვისაუბრე მოთხოვნებზე (პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფის აღდგენა, მიწის ნაციონალიზაცია და სხვ.), რომლებიც საზოგადოებამ უნდა დააყენოს, მაგრამ, როგორც პოლიტიკის ექსპერტმა მითხრა, ამ მოთხოვნებს არავინ დააყენებს, რადგან ეს დასავლურ ორიენტაციასა და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ნიშნავსო. აქედან დასკვნა: ამ ადამიანებისთვის სამშობლო ბიძინა ივანიშვილია და არა საქართველო. “ქართული მარშის” საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ბექა ვარდოსანიძემ გაასაჯაროა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია, რომ სოროსის ფონდი დღესაც აკონტროლებს ჩვენს ხელისუფლებას და უფრთხის ეროვნული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში. ამ ფონდს გავლენა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებაზე და ამ ხელისუფლებასაც აკონტროლებს. ქვეყანაში სოროსის არაოფიციალური მმართველობაა და სოროსის ფონდთან შეუთანხმებლად ხელისუფლება ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროექტების დაფინანსება ანტისახელმწიფოებრივია, ხელისუფლება ამ ფინანსებზე უარს არ ამბობს. ამასთანავე, ხელისუფლება დაინტერესებულია, მუდმივად იყოს დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის, რადგან რუსეთისგან მტრის ხატის შექმნას ასევე დასავლეთი აფინანსებს და არ სურს ამ ფულის დაკარგვა.

ხელისუფლებაში 30-ზე მეტი ოფიციალური მულტიმილიონერი ზის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ფინანსდება: “ქართული ოცნება” _ 2,08 მლნ ლარით; “ნაციონალური მოძრაობა” _ 1,2 მლნ-ით. ყველა პარტია, რომლებიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, 300 ათასით ფინანსდება ყოველწლიურად. ასე რომ, პოლიტიკოსებს სხვა საზრუნავი რა უნდა ჰქონდეთ, ბარიერის გადალახვის გარდა?! თუ დიდ ვაჟაფშაველას საქართველო ყვავყორნებთან მებრძოლ დაჭრილ არწივად ესახებოდა, დღეს ქართველი ხალხი უყურებს და უსმენს უზნეობას, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს. სსრკ-ში კი არსებობდა ზნეობა, მორალი და ერთმანეთს ამ ღირებულებებით ვაფასებდით, ამიტომ აღფრთოვანებით შევხვდი ახალგაზრდა სოციალისტების გამოსვლებს მოსკოვში. როგორც ჩანს, ჯერ ყველა ღირებულება არ დაგვიკარგავს. რამდენიმე ხნის წინათ ჩემმა ერთმა თანამოაზრემ მიმითითა ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც ჟურნალისტი წერდა: თუ სურს პუტინს, საქართველოს ისტორიაში კაცად დარჩეს, ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნოსო. ვუდასტურებ პატივისცემას ამ გაზეთის ჟურნალისტებს, მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მფარველობის ქვეშ ურჩევნიათ ცხოვრება. რატომ უნდა დააბრუნოს რუსეთმა ეს ტერიტორიები _ ამერიკის ინტერესები გაატაროს, ნატოს ბაზების განთავსების უფლება მისცეს და მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ლიბერასტპედერასტები აჯლიგინოს? პუტინის რეიტინგი მის სამშობლოში 87%-ია, მან დაჩოქებული რუსეთი ფეხზე წამოაყენა და მის კაცობაზე საუბარს, საქართველოს დამჩოქებელ ხელისუფლებას მივუთითოთ კაცობისკენ. ჩემო ძვირფასებო, ნუ მოვჭრით იმ ტოტს, რომელსაც შეიძლება კიდევ ჩავეჭიდოთ, რათა ამ მყრალი ჭაობიდან თავი დავიხსნათ. ჩვენ უნდა გავაფორმოთ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული სამოკავშირეო ხელშეკრულება და შემდეგ უნდა ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. დასასრულ, ლიბერასტებს, ჩემი იდეოლოგიით, ფაღარათის გამომწვევ რეცეპტს ვთავაზობ: სსრკ ჩემი სამშობლო იყო, ხოლო საქართველო დედასამშობლოა!

P.S. წერილის დასაწყისში მკითხველისსაიდუმლოვახსენე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საარჩევნო ბიულეტენზე ყველა პარტია გადავხაზე და მივაწერე: ქართული მიწაწყლის გამყიდველებო, სწორება ჩოქბჯენში ამერიკელთა საზარდულთან!”

P.P.S. ოფიციალური ინფორმაციით, 2013-დან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა, ხოლო 59 493-მა _ დროებითი ბინადრობის. საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here