Home ახალი ამბები მსოფლიო ფრანგულ სპეცრაზმს კარი შეეშელა…

ფრანგულ სპეცრაზმს კარი შეეშელა…

სპეცრაზმი

საფრანგეთის სპეცდანიშნულების რაზმის _ The RASD -ის მებრძოლებმა ქალაქ ემში შტურმით აიღეს სხვა ბინა, იუწყება La Voix de Nord.

ბინის პატრონი ქალის თქმით, მან თავის კართან გაიგონა ხმაური და გადაწყვიტა ენახა, რა ხდებოდა. გაიხედა სათვალთვალო ჭუჭრუტანაში, მაგრამ ვერაფერი დაინახა. “გამოვბრუნდი თუ არა, კარი იმავე წამს აფეთქდა. ისღა მოვასწარი, რომ მიმერბინა ოთახთან, სადაც ჩემი პატარა გოგონა თამაშობდა და გადავფარებოდი”.

რამდენიმე წუთში პოლიციელები მიხვდნენ, რომ კარი შეეშალათ. ბინა, რომელიც მათ სჭირდებოდათ, იმავე სართულზე იყო: იქ, ფანჯრის წინ, შეიარაღებული მამაკაცი იდგა. სპეცრაზმელები მის საცხოვრებელში შეიჭრნენ, დააპატიმრეს საეჭვო პირი, რომელსაც ნარკოტიკები და ტყვიაწამალი აღმოაჩნდა.

მეზობლები ჩივიან, რომ ამ შტურმის შედეგად ისინი არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურადაც დააზარალეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here