Home სხვადასხვა დაიჯესტი ფრანგული გამოცემა: უკრაინის ადგილი არც ევროკავშირშია და არც ნატოში

ფრანგული გამოცემა: უკრაინის ადგილი არც ევროკავშირშია და არც ნატოში

პარიზში ჩასულ ზელენსკის დიპლომატიურად მიუთითეს, რომ მისი მოთხოვნები ამაოა

168
ფრანგული გამოცემა: უკრაინის ადგილი არც ევროკავშირშია და არც ნატოში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელი კოლეგა ვლადიმერ ზელენსკი მიიღო და მას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა მნიშვნელობა, რომელსაც პარიზი ანიჭებს საფრანგეთუკრაინის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შესაძლებლობის გამო და აღნიშნა, რომ პარიზში კარგად ესმით დონბასის რეგიონზე შეთანხმების მიღწევის სირთულე. ამასთანავე, მაკრონმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა, რომელიც ვიდეოკავშირით ჩაერთო ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებებში, აღნიშნა არა მხოლოდ მინსკის შეთანხმების, არამედ პარიზის 2019 წლის 9 დეკემბრის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობა”, _ წერია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პრესრელიზში.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი უკრაინის ინტეგრაციაზე ნატოსა და ევროკავშირში, რომელსაც ბოლო ხანს ხშირად მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტი.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეეცადა, ტყუილად არ დაეიმედებინა უკრაინის პრეზიდენტი, ამასთანავე, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასსახე შეენარჩუნებინა, _ წერს ფრანგული გაზეთი LOpimion-ი. მით უმეტეს, რომ ელისეს სასახლეში მიღებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა: “დადგა დრო, მიგვიწვიონ ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრებლად”.

ფრანგული გამოცემა: უკრაინის ადგილი არც ევროკავშირშია და არც ნატოში

სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჟანდომენიკ მერშე მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა იდეალური პასუხი გამოძებნა კითხვაზე, ზრდილობიანად როგორ გაეგებინებინა ზელენსკისთვის, რომ საფრანგეთი და გერმანია ნატოში უკრაინის ინტეგრაციის წინააღმდეგია. ჟურნალისტის აზრით, ემანუელ მაკრონმა იპოვა ერთადერთი ღირსეული ვარიანტი _ უბრალოდ, არაფერი ეთქვა ამ თემაზე. პრესრელიზიც ამას ადასტურებს.

“ბუქარესტში 2008 წელს გამართული ნატოს სამიტიდან დღემდე საფრანგეთსა და გერმანიას არასოდეს დაუმალავთ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ნატოში უკრაინის ინტეგრაციის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამას მხარს უჭერდნენ პოლონეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. მაგრამ 16 აპრილის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი რომ არ გაენაწყენებინა, ემანუელ მაკრონი ამ თემას საერთოდ არ შეხებია”, _ წერს L’Opinion-ი.

Fondsk.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here