Home სხვადასხვა დაიჯესტი ფინელებს ნატოში შესვლა არ სურთ

ფინელებს ნატოში შესვლა არ სურთ

965
ფინელებს ნატოში შესვლა არ სურთ

ბოლო გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინეთის მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი უჭერს მხარს ნატოში შესვლის იდეას, 50%-ზე მეტი კი წინააღმდეგია.

ფინეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის შესვლის წინააღმდეგია. ამას მოწმობს 3 გამოცემის _ Maaseudun Tulevaisuus-ის, Verkkouutiset-ისა და Hufvudstadbladet-ის _ ივნისში შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნატოს წევრობის წინააღმდეგია ფინელების 51%. ამ საკითხისადმი ყველაზე ნეგატიურად არის განწყობილი ფინელი მემარცხენეების კავშირი, რომელთა შორისაც ნატოს წევრობის წინააღმდეგია 69%.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მსურველები კი არიან კოალიციური პარტიის მომხრეები, რომელთა 57% მხარს უჭერს საკითხის დადებითად გადაწყვეტას.

სულ კი ფინელთა შორის ნატოში შესვლის მომხრე მხოლოდ 26%-ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here