Home სხვადასხვა დაიჯესტი ფინელების უდიდესი ნაწილი ნატოს წევრობის წინააღმდეგია

ფინელების უდიდესი ნაწილი ნატოს წევრობის წინააღმდეგია

“უაზრობა იქნება, ფინეთი ორი დიდი სახელმწიფოს კონფრონტაციაში მონაწილეობდეს”

724
ნატო

ფინურმა ჟურნალმა Rauhan Puolesta – (“მშვიდობისთვის”) გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მიუძღვნა ნატოს სწავლება Trident Juncture -2018-. გამოცემა წერს, რომ ეს სწავლება კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას რეგიონში. ფინურ ჟურნალს მოჰყავს ციფრები, რომლებიც ასახავს ფინელი საზოგადოების განწყობას. გამოცემა იუწყება, რომ ფინელების მხოლოდ 20% უჭერს მხარს ქვეყნის შესვლას ნატოში.

სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისის თანახმად, საერთაშორისო ვითარების გამწვავების პირობებში ფინეთისთვის უაზრობა იქნება, დათანხმდეს ორი სუპერსახელმწიფოს კონფრონტაციაში მონაწილეობას. ფინეთი თავისი მოქმედებებით უნდა შეეცადოს დაძაბულობის შემცირებას და ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოახდინოს იმაზე, რომ ითამაშოს შუამავლის როლი ორ დიდ სახელმწიფოს შორის საკამათო საკითხების გადაწყვეტისას. ამის კარგი მაგალითია სამიტი ჰელსინკში და მისი შესაძლო გაგრძელება.

აქ აღსანიშნავია ერთი რამ: ფინეთი _ ეს ეკონომიკურად მძლავრად განვითარებული ქვეყანა, უარს ამბობს ნატოში ინტეგრაციაზე, რადგან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ორი დიდი სახელმწიფოს _ აშშ-ისა და რუსეთის _ კონფრონტაციაში ჩათრეული აღმოჩნდება, საქართველოს ხელისუფლება კი, უკვე წლებია, ყველაფერს აკეთებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის…

ჟურნალი Rauhan Puolesta _ ეს არის გამოცემა პოლიტიკურად და რელიგიურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ფინეთის მშვიდობის კომიტეტისა, რომელიც 1949 წელს შეიქმნა. კომიტეტი მუშაობს ნატოს ან ევროკავშირის სამხედრო ბლოკში ფინეთის შესვლის წინააღმდეგ და ფინეთისთვის საუკეთესო არჩევნად ნეიტრალიტეტს მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სწავლება _ Trident Juncture -2018-ში 31 ქვეყანა მონაწილეობს. მათგან 29 ქვეყანა ნატოს წევრია, დანარჩენი 2 _ შვედეთი და ფინეთია. სწავლებაში მონაწილეობს 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 10 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 250 თვითმფრინავი და 65 სამხედრო ხომალდი, მათ შორის _ ამერიკული ატომური ავიამზიდი “ჰარი ტრუმენი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here