Home ახალი ამბები მსოფლიო ფინანსისტები დოლარის გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ

ფინანსისტები დოლარის გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ

3046
ფინანსისტები დოლარის გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ

2021 წელს ეკონომიკური კრიზისისა და მოთხოვნის შესუსტების გამო დოლარის დომინირება საგრძნობლად შემცირდება. ამას მოწმობს სააგენტო Routersის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვაში 70 ფინანსისტი მონაწილეობდა.

სააგენტო წერს, რომ, ექსპერტების თვალსაზრისით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომლებიც გამოიწვევს დოლარზე მოთხოვნის შესუსტებას. მათგან ერთ-ერთია აშშ-ის სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება, ბაზარი გაეჯერებინა ლიკვიდური (აქტივების გაყიდვა ბაზრის ფასთან მიახლოებული ღირებულებით) აქტივებით. შედეგად, დოლარის კურსი ივნისში 1%-ით დაეცა, რაც 2019 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამ ფონზე გამოკითხული ანალიტიკოსების 80%-მა განაცხადა, რომ უახლოეს 6 თვეში დოლარი აღმოჩნდება გარდამტეხ ეტაპზე, რადგან ბირჟებზე დიდი იქნება ე.წ. დათვების გავლენა, რომლებიც ვალუტის კურსის დაცემაზე მუშაობენ და ასე გამოიმუშავებენ თანხებს.

“დოლარის კურსი ორ შემთხვევაში იმატებს: როცა არის რისკი ან იქმნება ვითარება, როცა აშშ რაღაცის აღდგენას იწყებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მალე მოხდება. დოლარს ძალიან დიდხანს ვაფასებდით გადაჭარბებით”, _ განაცხადა NAB Group-ის ფინანსურმა სტრატეგმა გევინ ფრენდმა.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები ევროს გამყარებას წინასწარმეტყველებენ, რომელმაც ივნისში უკვე მოიმატა 1,2%-ით დოლარის მიმართ.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here