Home სხვადასხვა დაიჯესტი ფილარეტმა უარი განაცხადა უკრაინის ახალი ეკლესიის ტომოსის პირობების შესრულებაზე

ფილარეტმა უარი განაცხადა უკრაინის ახალი ეკლესიის ტომოსის პირობების შესრულებაზე

693
ფილარეტ დენისენკო

უკრაინის არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, “რასკოლნიკმაფილარეტ დენისენკომ განაცხადა, რომ არ შეასრულებსახალი ეკლესიისავტოკეფალიის შესახებ ტომოსის პირობებს, რომლებიც ეხება საეკლესიო სტრუქტურის იურისდიქციის შეზღუდვას, მირონის მოხარშვის აკრძალვას და კონსტანტინოპოლისთვის მიმართვას ყველა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა 6 იანვარს კიევს გადასცა ტომოსი “ახალი ეკლესიის” ავტოკეფალიის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, “ახალი ეკლესიის” იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, მას არ შეუძლია ეპისკოპოსების ხელდასხმა. ამას გარდა, არის სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც ახალ სტრუქტურას კონსტანტინოპოლზე დამოკიდებულს ხდის. “ჩვენ უარს არ ვამბობთ ტომოსზე, მაგრამ არ შევასრულებთ იმ სამ პირობას (იურისდიქციის შეზღუდვა, მირონის მოხარშვის აკრძალვა და ყველა კონფლიქტის მოგვარება კონსტანტინოპოლის მეშვეობით), რომლებიც ჩაწერილია ტომოსში”, _ განუცხადა ფილარეტმა გამოცემა “ნოვოე ვრემიას”. მისი თქმით, არც ერთი ავტოკეფალიური ეკლესია, რომელმაც მიიღო ტომოსი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, ასეთი პუნქტებით შეზღუდული არ არის. უკრაინის “ახალი ეკლესია” ორი უკრაინული არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად შეიქმნა კიევში გამართულ “გამაერთიანებელ კრებაზე” 2018 წლის დეკემბერში.

ახალი “ავტოკეფალიური ეკლესიის” მეთაურია “მიტროპოლიტი” ეპიფანე დუმენკო. უკრაინის კანონიკურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ონოფრე, უარი განაცხადა ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კიევის “კრების” კანონიკური მნიშვნელობა არად ჩააგდო, სხვა ეკლესიების მიერ ეპიფანეს აღიარების შესაძლებლობა კი შეუსრულებელი ამოცანაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here