Home სხვადასხვა დაიჯესტი “ფიგაროს” მიმომხილველი: საფრანგეთში ფემინიზმს მამაკაცების მიმართ სიძულვილი ჩაენაცვლება

“ფიგაროს” მიმომხილველი: საფრანგეთში ფემინიზმს მამაკაცების მიმართ სიძულვილი ჩაენაცვლება

“ფიგაროს” მიმომხილველი: საფრანგეთში ფემინიზმს მამაკაცების მიმართ სიძულვილი ჩაენაცვლება

უკვე ლაპარაკია არა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე, არამედ ბრძოლაზე ძლიერი სქესის წინააღმდეგ

რადიკალური ფემინისტების მიერ დაწერილი სტატიები, რომლებიც მამაკაცების მიმართ სიძულვილით იყო გაჯერებული და ახლახან გამოქვეყნდა საფრანგეთში, კეთილმოსურნეობით აღიქვა პროგრესულმა საზოგადოებამ, _ აღნიშნავს გაზეთ “ლე ფიგაროს” მიმომხილველი პოლ მელენი. “პოლიტკორექტულ მსოფლიოში თეთრკანიანი მამაკაცი გააფთრების ერთადერთ მისაღებ ობიექტად რჩება”, _ ასკვნის პუბლიცისტი.

რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის საზოგადოებრივ განსჯა-კამათში ორი ქალი, რადიკალური პროგრესისტები _ ალის კოფენი და პოლინ არმანჟი შეიჭრნენ, _ შეგვახსენებს პუბლიცისტი პოლ მელენი. “ზიზღით გამსჭვალული პამფლეტების” ავტორები, კოფენი და არმანჟი, მამრობით სქესს ებრძვიან.

მათგან პირველი თავის წიგნში “ლესბოსური გენია” წერს: “საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ გვეხმარებიან, ჩვენ უნდა მოვსპოთ ისინი”. მხედველობაში მამაკაცები ჰყავს.

მეორე ქალბატონი თავის ნაწარმოებში “მე მძულს” აცხადებს, რომ “მამაკაცების მიმართ სიძულვილი გზას გვიხსნის ქალების სიყვარულისკენ (და საკუთარი თავის მიმართაც) ყოველგვარ ფორმაში, რომლის მიღებაც კი შეუძლიათ”.

როგორც პუბლიცისტი აღნიშნავს, ორივე აქტივისტი ქალის თეზისები სრულად ეთანადება “კაცთმოძულეობის” ახალ მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ში წარმოიქმნა. ახალ ფემინისტებს მამაკაცები სძულთ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ განსხვავებულ ბიოლოგიურ სქესს, რომელმაც მდედრთა სიძულვილის საწინააღმდეგოდ უნდა იხსნას ქალები “მამაკაცთა ბატონობის მარადიული უღლისგან”.

ამრიგად, უკვე ლაპარაკია არა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე, არამედ ბრძოლაზე ძლიერი სქესის წინააღმდეგ, _ ხაზს უსვამს მიმომხილველი.

ალის კოფენი, რომელიც მწვანეთა პარტიიდან პარიზის საბჭოს წევრია, წერს: “მამაკაცები… მე აღარ ვუყურებ მათ ფილმებს, აღარ ვუსმენ მათ მუსიკას”.

სტატიის ავტორს უკვირს, რომ ასეთი “გროტესკული და ფანტასტიკური” ნაწარმოებები არა მხოლოდ დაიბეჭდა, არამედ მხარდაჭერაც ჰპოვა “პროგრესისტების ამორფულ წრეში”, რომლებიც, როგორც წესი, მძაფრად რეაგირებენ სექსისზმისა და რასიზმის უმნიშვნელო გამოვლენებზე. “როგორ მოხდა, რომ ამგვარი გამონათქვამები საჯაროდ არ დაგმეს გენდერული თანასწორობის მომხრეებმა?!” _ უკვირს პუბლიცისტს.

იგი ამბობს: პოლიტკორექტულობის სივრცეში ერთადერთ დასაშვებ დანაშაულად აღიარებულია ზიზღი თეთრკანიანი მამაკაცების მიმართ, რომლებიც აქტივისტებს “ყველა ჩვენი უბედურების ამოუწურავ წყაროდ წარმოუდგენიათ. ამას ეფუძნება კოფენისა და არმანჟის “გიჟური პროექტი _ წარმართონ საზოგადოებრიობა კლანური ვენდეტის გზით, როცა ყველა ქალი შურს იძიებს ყველა კაცზე თუნდაც სიმბოლურად”.

მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ეს “რევანშისტული იმპულსი”, რომელიც გამოიხატა მამაკაცების მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების ბოიკოტით ან ისეთი შეხვედრების ორგანიზებით, რომლებზეც დასწრება მხოლოდ ქალებისთვის იქნება დასაშვები, მთელ ქვეყანაში ვრცელდება. ასეთი “ინტერსექციული ომები” განსაკუთრებით საზიანოა უმაღლესი განათლებისთვის _ მათ გამო არ ტარდება ლექციები, იშლება სტუდენტური ასოციაციები, ბრალს დებენ და განკიცხავენ პროფესორებს, _ გვაფრთხილებს მელენი.

ამ “ახალმა მაკარტიზმმა” ღრმად გაიდგა ფესვები საფრანგეთის უნივერსიტეტებში, რომლებიც ამიერიდან ფემინისტურ და დეკოლონიურ ტაძრებად ტრანსპორტირდება.

“შერიგების სურვილის არმქონე ეს ახალი ინკვიზიტორები ჯვაროსანთა ლაშქრის მსგავსად უტევენ მამაკაცებს, თეთრკანიანებს, საფრანგეთს. მათი მიზანია, ჩამოაყალიბონ მსოფლიო ფარულ ტოტალიტარულ სისტემად, რომელშიც თრგუნავენ და დევნიან სხვაგვარად მოაზროვნეებს, სადაც აზრის გამო ასამართლებენ, წიგნებსა და ფილმებს კრძალავენ”, _ ასკვნის ავტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here