Home რუბრიკები სპორტი ფეხბურთის პროფესორი

ფეხბურთის პროფესორი

ალექსანდრე ჩივაძე 66 წლისაა

ალექსანდრე ჩივაძე

ქართული ფეხბურთის ლეგენდას, თბილისისდინამოსადა საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანს, უეფას თასის მთლობელთა თასის 1981 წლის გათამაშებაში გამარჯვებულს, 1980 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ალექსანდრე ჩივაძეს 8 აპრილს 66 წელი შეუსრულდება.

ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე 1955 წლის 8 აპრილს დაიბადა ქლუხორის რაიონში (1943-1955 წლებში იყო საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ გადაეცა სტავროპოლის მხარეს). 2 წლის არ იყო, ოჯახი თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. ფეხბურთის თამაში 1965 წელს თბილისის სახელგანთქმულ 35-ე სკოლაში დაიწყო მწვრთნელ ვანო შუდრას ხელმძღვანელობით. 1967 წელს, ვლადიმერ ელოშვილის მიწვევით, ახალგაზრდობის საფებურთო სკოლაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ წელს ელოშვილის შეგირდებმა, რომელთა შორის იყვნენ დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები და სხვები, ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვეს. ალექსანდრე ჩივაძე აღნიშნულ საფეხბურთო სკოლაში 6 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა და 1972 წელს საკავშირო ჩემპიონობა მოიპოვა, 1973 წელს კი თბილისის “დინამოს” სათადარიგო შემადგენლობაში მიიწვიეს.

“დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევის მიზნით გამართულ საჩვენებელ მატჩს ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს:

ალექსანდრე ჩივაძე, ეუსებიო და ბობი ჩარლტონი
ალექსანდრე ჩივაძე, ეუსებიო და ბობი ჩარლტონი

“…თბილისის “დინამოს” დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს. იმხანად ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი გახლდათ მომაგრებული. სანამ “დინამოში” დამტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც ვმონაწილეობდი. მეორე შემადგენლობის ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე _ ლამაზი გოლი გამომივიდა. მატჩის შემდეგ კახი ასათიანმა მითხრა: ასე თუ გააგრძელებ, დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის მატჩი ჩემთან ერთად მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს”.

ამ საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძე თბილისის “დინამოს” სათადარიგო შემადგენლობაში აიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ მწვრთნელმა მალე გადაიყვანა ცენტრალურ მცველად.

ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრემ სწრაფად დაიწყო აღმასვლა კარიერაში. 1976 წელს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის “არარატი” დაამარცხა _ 3:0 და პირველად დაეუფლა თასს. შემდეგ, 1978 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, 1979 წელს კი მეორედ დაეუფლა თასს.

1980 წელს ჩივაძე “დინამოს” კაპიტანი ხდება. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში შეიყვანეს, რომლის მაისურითაც 46 მატჩი ითამაშა (მათგან 26-ში კაპიტანი იყო).

1980 წელს მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. იმავე წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად _ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გაუსწრო ოლეგ ბლოხინსა და ვაგიზ ხიდიატულინს.

ალექსანდრე ჩივაძე

1981 წელი ტრიუმფალური იყო თბილისის “დინამოსთვის” _ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უეფას ჩემპიონთა თასის მფლობელთა თასს დაეუფლა. ფინალში გერმანელი “კარლ ცაისი” (იენა) დაამარცხა _ 2:1; ფინალამდე კი ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და როტერდამის “ფეიენოორდი” გაანადგურა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დინამოელთა თამაში “ვესტ ჰემთან” მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც ალექსანდრე ჩივაძემ ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა პირველი ბურთი, შეხვედრა კი 4:1 დასრულდა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ უწოდეს ალექსანდრე ჩივაძეს “ფებურთის პროფესორი”.

ფინალური მატჩის შემდეგ კი, რომელიც 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გაიმართა, დინამოელები სამშობლოში გმირებად დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია ალექსანდრე ჩივაძის შესანიშნავი თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1984 წელს საბჭოთა ნაკრები უემბლზე შეხვდა ინგლისის ნაკრებს, საბჭოელებს ჩივაძე კაპიტნობდა და შესანიშნავად ითამაშა. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლები. ამ მატჩის შემდეგ ინგლისურმა პოპულარულმა სპორტულმა გამოცემებმა ქება-დიდება არ დაიშურეს ქართველი ფეხბურთელის მიმართ და მას საბჭოელთა დაცვის გენერალი უწოდეს. ალექსანდრე ჩივაძე შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებსა და პენალტებს; შესანიშნავად ირჩევდა პოზიციას, ელვისებურად ერთვებოდა თავდასხმაში (სწორედ ასე გაუტანა მან “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ბურთი). ოსტატურად თამაშობდა თავით და აკეთებდა შედეგიან გადაცემებს.

ალექსანდრე ჩივაძე

აღსანიშნავია, რომ 1987 წელს, როცა თბილისის “დინამოში” უეფას თასზე გერმანულ “ვერდერს”, იმხანად ძალიან პოპულარულ კლუბს, შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა, ცნობილმა გერმანელმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა მატჩის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ჩივაძეს “ვერდერში” გადასვლა შესთავაზა, მაგრამ უკვე ტრამვებით საკმაოდ გატანჯულმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა გერმანულ კლუბში თამაშზე. ამის შემდეგ ძალიან მალე ალექსანდრე ჩივაძემ საერთოდ დაანება ფეხბურთს თავი.

ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატებში 324 მატჩი ითამაშა და 44 ბურთი გაიტანა, საკავშირო თასის გათამაშებაში 36 მატჩში 5-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, უეფას ევროპულ ტურნირებში კი 40-ჯერ დაიცვა “დინამოს” ღირსება.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს _ 1990 წელს, 1993 წელს კი სათავეში ჩაუდგა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

კინორეჟისორმა გოგი თორაძემ 2015-2016 წლებში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ფეხბურთის პროფესორი”, რომელიც ალექსანდრე ჩივაძეს მიეძღვნა.

2016 წელს კი მასსაპატიო თბილისელისტიტული მიანიჭეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

მიღწევები:

* საბჭოთა კავშირის ჩემპიონი _ 1978 .;

* საბჭოთა კავშირის ვიცეჩემპიონი _ 1977 .;

* საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი _ 1976 (????), 1976 (7), 1981 .;

* საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი _ 1176 .;

* ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 1981 .;

* ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი _ 1980 .;

* 7-ჯერ დაასახელეს პირველ ნომრად საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის _ 1979-1984 და 1986 წლებში.;

* საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1980 .;

* უეფას ლალის ორდენის კავალერი _ 2001 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here