Home სხვადასხვა დაიჯესტი ფეიკების ტერიტორია: დიდი ტყუილის დასავლური თეორია

ფეიკების ტერიტორია: დიდი ტყუილის დასავლური თეორია

472
კოლინ პაუელი

შეიძლება, ეს ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ სწორედ დასავლური საზოგადოების დემოკრატიზაციამ გამოიწვია დეზინფორმაციის გავრცელება მედიასივრცეში. სიტყვის თავისუფლებამ უზრუნველყო თითოეულის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მოედანია რაღაცის გამოსაგონებლად, რასაც არაფერი აკავშირებს სინამდვილესთან.

ობივატელი დროთა განმავლობაში სწავლობს ინფორმაციის გაფილტვრას ნაგვისგან და შემდეგ მხოლოდ შემოწმებულ საინფორმაციო რესურსს ენდობა. მაგრამ არცთუ იშვიათად სიყალბის გენერატორების როლში სამთავრობო სტრუქტურები გამოდიან. საჭიროა არაპოპულარული გადაწყვეტილებების რაღაცით გამართლება (ავტორიტარული რეჟიმის შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ არსებობს. ხალხისთვის საჭიროა მხოლოდ აგრესიული პროპაგანდა). მეორე მსოფლიო ომიდან მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, როცა აშშ-ში ფაშიზმისადმი სიძულვილს საკონსენტრაციო ბანაკებიდან კადრების ჩვენებით აღვივებდნენ, თანამედროვე პოლიტტექნოლოგებმა ფეიკების შექმნა დაიწყეს.

ასე მიაწოდა  მკითხველს „თაიმმა“ ბალკანური საკონცენტრაციო ბანაკის ისტორია
ასე მიაწოდა მკითხველს „თაიმმა“ ბალკანური საკონცენტრაციო ბანაკის ისტორია
ასე იყო სინამდვილეში
ასე იყო სინამდვილეში

მედიის ყველაზე ცნობილი დეზინფორმაცია იყო ახალი ამბავი, რომელსაც მოჰყვა ამერიკელი ჯარისკაცების შეჭრა ერაყში. ამერიკულმა პიარსააგენტო HILL & KNOWLTONმა გამოაქვეყნა ისტორია, როგორ ამოიყვანეს ინკუბატორებიდან ახალშობილები ქუვეითის კლინიკაში შევარდნილმა ერაყელმა ჯარისკაცებმა და ბეტონის იატაკზე დაყარეს. განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭაგოგონა ნაირამ”, მოწმემ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა ერაყელი ჯარისკაცების მხეცობები.

შედეგად, 1991 წელს საზოგადოებრიობამ მხარი დაუჭირა ომის დაწყებას სპარსეთის ყურეში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაირა ალსაბა იყო აშშ-ში ქუვეითის ელჩ საუდ ბინ ნასირ ალსაბას ქალიშვილი, ხოლო კომპანია H&K-მ გააყალბა ყველა მტკიცებულება.

ფეიკების კიდევ ერთი მაგალითი: 2014 წლის აპრილში უკრაინულმა ტელეარხმა ესპრესო.ტვ-მ ეთერში გაუშვა რეპორტაჟი “ყირიმის მაღაზიების ცარიელი დახლების შესახებ”, მტკიცებულებად კი დაურთო ფოტოები. ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა: რეპორტაჟს დართული ფოტოები გადაღებული იყო 2012 წელს ქარიშხალ სენდის მომენტში _ ამის დადგენა შეიძლებოდა უკანა პლანზე გამოსახული ჭიქით, რომელსაც ეწერა შტარბუცკს, ასეთი კაფე ყირიმის ტერიტორიაზე არ არსებობდა.

ნაირა ალ-საბა
ნაირა ალ-საბა

ზემომოყვანილი მაგალითებით ჩანს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დეზინფორმაციის ძირითად გამავრცელებლებად იქცნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდა მეთოდებისა და ხერხებისოქროს სტანდარტი”, რომელსაც უცხოელი პროპაგანდისტები იყენებენ. ეს, უწინარესად, არის აშკარა ტყუილი, მიმართული როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. დამატებით შეიძლება ტენდენციური ფაქტების სპეციალურად შერჩევა. ავტორები არცთუ იშვიათად წარმოაჩენენ იმ მომენტში საჭირო მონაცემებს, თუმცა არაფერს ამბობენ ყველაზე მნიშვნელოვანზე.

აწესებენ აკრძალვას გარკვეულ ფაქტებზე, რათა საზოგადოებას არ ჩამოუყალიბდეს ამ ფაქტისა თუ მოვლენის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. მაგალითად, ნიურნბერგის პროცესზე, როგორც ცნობილია, აკრძალული იყო მიუნხენის გარიგებისა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხსენება. ამას პირდაპირ ტყუილს, რა თქმა უნდა, ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ომის წინა პერიოდის სრული სურათის შექმნას ხელს არ უწყობდა.

შემდეგ პრაქტიკული დეზინფორმაციის მითურ, თუმცა, შესაძლოა, რეალურ სახელმძღვანელოში მოდის თეზისი ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებაზე: პირველ რიგში, მას ითვისებს მკითხველი თუ მაყურებელი. თუ მიზანი უცხო სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა, მაშინ შესანიშნავად მუშაობს ხელისუფლების ორგანოებისა და ძალოვანი უწყებების მადესკრედიტებელი ფეიკები. მაგალითად, სარწმუნოდ ჩანს ცნობილი ოპოზიციონერის ან სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის ოპერაცია: ჯერ იქმნება ბრალდების საბაბი. ფაქტების წარმოდგენისა და ბრალდებულ მხარესთან თანამშრომლობის გარეშე შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი.

დეზინფორმაციის ოსტატებისთვის სამიზნეში კარგად ამოსაღებნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოდიოზური ლიდერები. რეგულარულად ვარჯიშობენ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელ კიმ ჩენ ინზე, რომელსაც სამხრეთკორეული მასმედია სახელმწიფო მოხელეების საზენიტო ქვემეხებიდან თუ ნაღმსატყორცნებიდან გასროლილი ყუმბარებითა და ნაღმებით დახოცვაში ადანაშაულებდა. შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი მსხვერპლი ხალხში ჩნდებოდა. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის “სადიზმის” ისტორია ადამიანების გონებაში დიდხანს არის დალექილი.

დეზინფორმაციის საინტერესო მაგალითად შეიძლება იქცეს ფეიკების საწინააღმდეგო მუშაობა. მაგალითად, 2014 წელს კიევში ჟურნალისტიკის სკოლის მსმენელებმა და კურსდამთავრებულებმა შექმნეს სპეციალიზებული ინტერნეტრესურსი შტოპFაკე, რომელსაც უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ფეიკები უნდა ემხილებინა. ვებგვერდმა მალე მოიხვეჭა პოპულარობა, მაგრამ ჟურნალისტები და ბლოგერები ამხელდნენ მხოლოდ იმ დეზინფორმაციას, რომლებიც მიეწერებოდათ მხოლოდ რუს მანიპულატორებს. ამით StopFake-მ შექმნა შთაბეჭდილება, რომ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს მხოლოდ რუსეთი. შესაბამისად, მოცემული ანტიფეიკური რესურსი მამხილებელი იარაღის გარდა არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტიც, რომელიც შენიღბულია სამოქალაქო ჟურნალისტიკით.

სიმართლისა და სიცრუის პოლიტიკური თამაშები კარგად ჯდება სამხედრო აგრესიის მოდელში. დასავლელი სამხედროებისთვის ასე საჭირო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ხშირად ბინძური მეთოდებით მოიპოვებენ. ბოლო ათწლეულების ყველაზე ცნობილი ფოტოფეიკის დეკორაციად იქცა 1992 წელს შეკრების პუნქტი ტრნოპოლიეში (ბოსნიის ჩრდილოეთი). მავთულხლართების მიღმა მყოფი გამოფიტული ახალგაზრდა კაცის ფოტო ჟურნალთაიმისყდაზე მოხვდა და მყისვე სენსაციად იქცა _ სერბებმა გენოციდი მოუწყვეს მუსლიმანებს! შემდეგ გაისმა მოწოდებები სერბების მკაცრად დასჯაზე, რადგან ადამიანების მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ იყო წაშლილი ჰოლოკოსტის დროს ჩადენილი მხეცობები. უკე ომის შემდეგ, 1997წელს, გერმანელმა ჟურნალისტმა თომას დაიხმანმა გამოამზეურა სიყალბე. მისმა მეუღლემ ფოტოგრაფიების დათვალიერებისას ყურადღება მიაპყრო იმას, რომ მავთულხლართი ღობის მეორე მხრიდან იყო დამაგრებული. აქ მას მებაღისგამოცდილება გამოადგა”.

მაგრამ ადამიანები ისტორიას მალე ივიწყებენ ხოლმე.

და 2001 წელს კოლინ პაუელმა, აშშ-ის არმიის გენერალმა და იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დემონსტრაციულად შეანჯღრია სინჯარა, რითაც “დაამტკიცა”, რომ ერაყი ქიმიურ იარაღს ქმნიდა და აუცილებელი იყო სამხედრო აგრესია ამ ქვეყნის მიმართ. ქიმიური იარაღი იყო საფრთხობელა ლიბიის კონფლიქტშიც, როცა პროდასავლური პროპაგანდისტები “ალ-ჯაზირას” სახით მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ მუამარ კადაფი მეორე სადამ ჰუსეინია და აუცილებლად გამოიყენებს მომწამვლელ ნივთიერებებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ამერიკულმა CNN-მა და ბრიტანულმა BBC-მ თავიანთი ნამდვილი სახე წარმოაჩინეს სირიის კონფლიქტში. ამ ტელეარხებმა მედიასივრცე აავსეს ყალბი ახალი ამბებით სირიის ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების მასობრივად დახვრეტაზე, მნიშვნელოვანი სირიელი პოლიტიკური ფიგურების თანამდებობიდან გადადგომასა თუ ოპოზიციის მხარეს გადასვლაზე. ყატარისალჯაზირამდა არაბული საამიროებისალარაბიამდეკორაციებიც კი მოაწყვეს ყალბი ვიდეოკადრების გადასაღებად, ვითომ სირიის ქალაქების ქუჩებში ინსცენირებულმა ხოცვაჟლეტამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის საწინააღმდეგო საინფორმაციო ფონი შექმნა.

ინსცენირებაზე ცოტა დროის დახარჯვით მილიონობით გამოუცდელი ადამიანის მოტყუება შეიძლება, მომავალში კი ვითარება მხოლოდ გაუარესდება. იხვეწება კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგია DEEPFAKE, რომლითაც ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც კი შეეძლებათ სრულფასოვანი რეალობის შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის პერსონაჟებით. ზოგჯერ თვითონ დეზინფორმაციის სულისჩამდგმელები ხდებიან მსხვერპლნი. მაგალითად, 2013 წლის 13 აპრილს სირიელმა ჰაკერებმა გატეხეს სააგენტო “ასოშიეიტედ პრესის” ტვიტერ-აკაუნტი და თეთრ სახლში ტერაქტის შესახებ დეზინფორმაცია გამოაქვეყნეს: “სასწრაფოდ. ორი აფეთქება თეთრ სახლში. ბარაკ ობამა დაჭრილია”. უარყოფის რეაქციამ არ დააყოვნა, მაგრამ აშშ-ის საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ თვით ფაქტი დამაფიქრებელია.

დასასრულ, მთავარი დასკვნა დასავლეთის ტყუილების თეორიიდან გამომდინარე: მანიპულაციის ასეთი აპარატის მრავალი წლის არსებობის განმავლობაში ადამიანებს ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ არავის ნდობა არ შეიძლება. ეს კი ფაქტების არევ-დარევასა და მოვლენების დამახინჯებაზე სახიფათოა.

topwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here