Home ახალი ამბები საქართველო ფეიკგამოკითხვები და სახელმწიფო უსაფრთხოება

ფეიკგამოკითხვები და სახელმწიფო უსაფრთხოება

5825
ფეიკგამოკითხვები და სახელმწიფო უსაფრთხოება

ამერიკელმა ნეოლიბერალებმა ამჯერად ისევენდიაი”-, ანუეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტისსახით, კვლავ შემოყარეს .. გამოკითხვის შედეგები და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე.

საზოგადოება მიეჩვია, რომ ამერიკული ე.წ. ინსტიტუტები _ NDI და IRI ავრცელებენ განზრახ დამახინჯებულ რეიტინგებს, რასაც ყოველთვის ნაციონალებისა და სხვა ლიბერასტური, ანტიქართული ძალების სასარგებლოდ აკეთებენ.

მიუხედავად ამისა, ლიბერალური ოპოზიციის ჯიბის ტელევიზიები და სხვა მედიასაშუალებები ამ ყალბ შედეგებს ისტერიკული ტონით უწევენ რეკლამას. ცნობილი რომც იყოს საზოგადოებისთვის, რომ ეს სიყალბეა, მასმედია თავისას შვრება _ იქმნება ნერვიული, ხანდახან ისტერიკული ფონი, რომელიც იწვევს საზოგადოების შიშს, გაურკვევლობის განცდას. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხდება სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა.

მაშინ, როდესაც მოდურია საუბარი ფეიკნიუსებზე, ანუ გაყალბებულ ახალ ამბებზე, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ამ სიყალბეში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა. საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაყალბებით. ამას ემატება “გამომკითხველთა” კომენტარები, როგორც ახლა ამერიკული ინსტიტუტის ქართული ფილიალის შეფი ლორა ტორნტონი “შეშფოთებას” გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობის მკვეთრად შემცირებაზე.

ნორმალური სახელმწიფო უკვე დიდი ხნის წინათ მოსთხოვდა პასუხს ამერიკულ ინსტიტუტებს და იურიდიულ ნორმებს აამოქმედებდა მათ წინააღმდეგ; შესაბამისი ორგანოები მოსთხოვდნენ “მკვლევარებს”, რომ გაასაჯაროონ თავიანთი კვლევის მეთოდები, გამოკითხული კონტინგენტის გეოგრაფიული არეალი და სხვა აუცილებელი სოციოლოგიური მახასიათებლები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია აშშ-ის კოლონიადქცეულ საქართველოში.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here