Home რუბრიკები საზოგადოება ფაროსანამ გადაჭამა დასავლეთი საქართველო. სად არის ლუგარის ლაბორატორია?

ფაროსანამ გადაჭამა დასავლეთი საქართველო. სად არის ლუგარის ლაბორატორია?

ფაროსანა

საქართველო და მსოფლიოშიარაერთი მასალა გამოქვეყნებულა ამერიკის შეერთებული შტატების .. რეფერენს ლაბორატორიებზე (ბიოლაბორატორიებზე), რომლებიც 2010 წლიდან დღემდე იხსნება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიებზე უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოში.

სულ კი რაოდენობამ ასეთი ლაბორატორიებისა, რომლებიც, აშშის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და მათი მიზანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, 20-დან 400-მდე მოიმატა, მაგრამ ამჟამად მავნე მწერის, აზიური ფაროსანას, შემოსევის შედეგად საქართველოში (კონკრეტულად, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში) შექმნილმა სავალალო ვითარებამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში, მოქმედებს ამერიკელების მიერ შექმნილი ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სახელით არის ცნობილი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასავლეთ საქართველოში მასობრივად გავრცელდა მავნებელი აზიური ფაროსანა, რომელმაც თითქმის სრულიად გაანადგურა თხილი, ვაზი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ბოსტნეული (პომიდორი), შემოდგომაზე კი სიმინდს, მზესუმზირასა და სხვა ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურასაც მიადგა (მავნებელი ანადგურებს 300-მდე მცენარეს). აზიური ფაროსანა მცენარის ნაყოფს ხვრეტს და იღებს წვენს, რაც ნაყოფის უჯრედების დაზიანებას, შედეგად კი მოსავლის კატასტროფულ შემცირებას იწვევს. მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა (სპეციალური ტექნიკით ქიმიურად დამუშავდა 80 ათას ჰექტარზე მეტი), მდგომარეობა მაინც კატასტროფულია. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს თხილის მოსავალი გაცილებით ნაკლები იქნება წინა წელთან შედარებით. მისი თქმით, თუ თხილის მწარმოებლები მობილიზებას ვერ მოახერხებენ, მომავალ წლებში კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელი იქნება, სახელმწიფოს კი არ აქვს რესურსი, ზარალის სრული კომპენსაცია რომ შეძლოს. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, აზიური ფაროსანას გასანადგურებლად საქართველოს 5-6 წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მოსახლეობამ თხილის ნარგავების გაჩეხვა.

საინფორმაციო სააგენტო Newspost.ge-ს მიერ 28 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს სოფელ კახათის მოსახლეობა, შესაძლოა, თხილისა და სიმინდის მოსავლის გარეშე დარჩეს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ _ აზიური ფრთოსანა უკვე მათ კარმიდამოს შეესია. მოსახლეობა მავნებელს საკუთარი ძალებით ებრძვის: სახლებიდან გამოდევნილ აზიურ მწერს ცეცხლში წვავენ. ადგილობრივები შიშობენ, რომ მავნებლის შემოსევა მათი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. მოსავლის გარეშე დაჩენილი მოსახლეობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ადანაშაულებს. ადგილობრივების განცხადებით, დროულად არ მოხდა ნარგავების შეწამვლა, რამაც აზიური ფაროსანას სწრაფი გავრცელება გამოიწვია _ ის, რაც სამჯერ იყო შესაწამლავი, ერთხელ შეწამლეს, ისიც დაგვიანებით. უცნობია მოსახლეობისთვის მავნებლის გავრცელებით გამოწვეული ზარალი, ადგილობრივები ამბობენ, რომწლევანდელი ზამთარი ტრაგედია იქნება”. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც, რისთვისაც მათ ამერიკული დონორი ორგანიზაციის მიერ დამზადებული ბროშურებიც დაურიგდებათ”(?!).

აი ასე: ისევე, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა, იარაღითა და საბრძოლო მასალებით დახმარების ნაცვლად, როგორც ამბობენ, წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნეს, “სტრატეგიული პარტნიორიაშშ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში არა ტექნიკითა და მცენარეების შესაწამლავი საშუალებებით, არამედ ბროშურებით ეხმარება საქართველოს მოსახლეობას.

მაშ, რისთვის მუშაობს საქართველოში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული ბიოლაბორატორია, რომლის მიზანიც ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა? ხომ შეიძლებოდა “სტრატეგიული პარტნიორი” პრაქტიკულად დახმარებოდა საქართველოს ამ მავნებელთან ბრძოლაში, რომელმაც ქართველ გლეხებს მოსავალი გაუნადგურა, და რომლის შედეგადაც, როგორც მოსახლეობა ამბობს, 2017-2018 წლების “ზამთარი ტრაგედია იქნება”?

მავანმა შეიძლება თქვას: რა შუაშია ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია მავნებლებთან ბრძოლაში, ის ხომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვირუსების გავრცელების საწინააღმდეგო ლაბორატორიააო, მაგრამ, თუ გავაანალიზებთ ბიოუსაფრთხოების მხრივ საქართველოში შექმნილ ვითარებას ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ამუშავებიდან დღემდე, დავინახავთ, რომ ამ ლაბორატორიას არც მაშინ გაუკეთებია (ყოველ შემთხვევაში ცნობილი არაფერია) რამე, როდესაც ქვეყანაში ღორისა და ფრინველის გრიპი და ჯილეხის (ციმბირის წყლულის) ვირუსები გავრცელდა

საქართველომ ბიოლოგიური განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს მოაწერა ხელი. ჩვენს ქვეყანასთან აშშ-ის აქტიური თანამშრომლობის ფაზა 2001 წლიდან დაიწყო, როცა ამ სახელმწიფომ, ტერორისტების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების მოტივით, სხვა ქვეყნებში შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილებისა და კვლევებზე კონტროლის დასამყარებლად მუშაობა გაააქტიურა. საქართველო, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა შტამები და იყვნენ მათზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, განიხილებოდა, როგორც ტერორისტების შეღწევის სამიზნე ქვეყანა, და მასზეც გავრცელდა სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ 1991 წელს შემუშავებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამა. 2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ”.

საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორია 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ენდრიუ ვებერი _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში; აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში _ ჯონ ბასი; საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარე _ ნიკა გილაური.

“საქართველოში ამ ლაბორატორიის მშენებლობა გეოგრაფიული მდებარეობითა და აუცილებლობით იყო განპირობებული”, _ აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში _ ჯონ ბასმა.

ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანა ჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ეწვია სენატორი რიჩარდ ლუგარი, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც “სტრატეგიული მნიშვნელობის” მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: “ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია”. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა ილუზიის შესაქმნელად, რომ აშშის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში დაარსდა სამხედრო დანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებების განეიტრალებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში წარმოშობდა ეჭვს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულებაზე.

პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბერში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ციმბირის წყლულს, შავ ჭირსა და .. ღორის გრიპს. და, თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველო აღიგვება დედამიწის პირისგან.…ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას. ასევე, მოქმედია .. მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში… 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანესარამიანცისსაავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალური კვლევები”.

ჯეფრი სილვერმანის ნათქვამს ადასტურებს ალექსეევკის მკვიდრი, რომელმაც 2016 წლის თებერვალში “საქართველო და მსოფლიოს” განუცხადა, რომ 2012 წელს მოიწამლა მის კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ამერიკული ბიოლაბორატორიის 4 თანამშრომელი _ ფილიპინელები. მათგან 2 გარდაიცვალა. დასახლება ალექსეევკის მკვიდრნი კი უჩივიან თავის ტკივილს, მაღალ წნევას, საშინელ სუნს, რომლის გამოც ზაფხულში ფანჯრებს ვერ აღებენ და ამ ყველაფერს ბიოლაბორატორიის ამოქმედებას აბრალებენ.

“ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე, ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევით ინსტიტუტთან, ამასთანავე, ამერიკულ სამხედრო პერიოდიკაში იგი მოიხსენიებოდა, როგორც “უცხოეთში მოქმედი კვლევითი ქვედანაყოფი”.

ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობა იდუმალების ბურუსით იყო მოცული და პრაქტიკულად არ არსებობდა საჯარო პუბლიკაციები მისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მიხედვით. ეს წარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნის, საქართველოში დაავადებათა გამომწვევი შტამების შემოტანის, პირუტყვზე ცდების ჩატარების თაობაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა. “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს) დაუქვემდებარა. ლაბორატორიაში მუშაობს 90 ადამიანი, მათგან 20 _ უცხოელი. საინჟინრო პერსონალს ხელფასს აშშ უხდიდა. შენარჩუნებულია საგრანტო დაფინანსება უცხოეთიდან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, გრძელდება კონტაქტები უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ). ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელია ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევები. აშშ-ს, ფაქტობრივად, აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საზღვრებს მიღმა ჩაატაროს სახიფათო ცდები, საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. კონტროლდება თუ არა ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, გაურკვეველია. ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიაში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების გავრცელების რისკს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას”, _ ეს არის ამონარიდი გლობალური კვლევების ცენტრის მიერ 2016 წლის ივლისში წარმოადგენილი საექსპერტო კვლევიდან.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის საქმიანობა მოცემულ მომენტში აბსოლუტურად გახსნილია და ეს დაწესებულება უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის წყალობითაც საქართველო ინარჩუნებს და აძლიერებს კომპეტენციას ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში. ამირან გამყრელიძის არგუმენტებს, გარკვეულწილად, შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ არც იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობა ივარგებს, რომ, რაც უფრო იმატებს ექსპერიმენტული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების რაოდენობა, მით მეტია თანამშრომელთა ინფიცირებისა და შემდგომ ლაბორატორიის მიღმა დაავადების გავრცელების რისკი. თუ ასეთი რამ მოხდა ისეთი დაავადების გამომწვევის შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, შავი ჭირი, შედეგები პატარა საქართველოსთვის კატასტროფული იქნება.

ფაროსანა
ფაროსანა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უდიდესი ბიოლაბორატორია მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოადგენს აშშ-ის მიერ აშენებულ და ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ დაფინანსებულ ობიექტს. საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არის რუსეთის სამხედრო ბაზა. ათას კილომეტრში საქართველოს ჩრდილოეთით ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ათას კილომეტრში სამხრეთით იმავე ზესახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები მძვინვარებენ. აქედან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა დაიცვას ლაბორატორია ტერორისტთა მცდელობისგან, დაეუფლონ შტამებს. საკმარისად არის თუ არა დღეს დაცული ლუგარის ლაბორატორია, რა როლს ასრულებენ მის მუშაობაში ამერიკელი სამხედროები, რას და როგორ იკვლევენ ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერები და სამხედროები _ ამ საკითხებზე საზოგადოება ინფორმირებული არ არის. აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ობიექტები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და მათი მიზანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ლაბორატორიები შეიძლება გამოიყენონ ან უკვე იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ მტრული მიზნებისთვის. ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტები:

1.ყველა ობიექტი აშენებულია აშშის თავდაცვის (და არა ჯანმრთელობის დაცვის) სამინისტროს დაფინანსებით;

2.ამერიკელების მიერ მსგავსი ობიექტების გამოყენების პრაქტიკა მიუთითებს, რომ ამ ობიექტებს არ აკონტროლებს სახელმწიფო; ლაბორატორიები ფუნქციობენ დახურულ რეჟიმში და დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნის პერსონალით, მათ შორის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადამიანებით;

3.ამერიკული ბიოლაბორატორიების ხელმძღვანელებად ხშირად ინიშნებიან ვაშინგტონისადმი ლოიალურად განწყობილი სამხედროები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები;

4.ლაბორატორიები განლაგებულია დიდ ქალაქებში (ოდესა, ხარკოვი, ალმათი), საზღვაო პორტების (ოდესა), აეროპორტების (თბილისი) ახლოს ან სეისმურად სახიფათო ტერიტორიებზე (ალმათი). უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ლაბორატორიების ადგილმდებარეობა სახიფათოა, მაგრამ სატრანსპორტო და ლოჯისტიკის თვალსაზრისით ამერიკელებისთვის მომგებიანი.

ექსპერტთა აზრით, ამერიკული ლაბორატორიების განლაგება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე პენტაგონს რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას მისცემს. ესენია:

1.ინფორმაციის შეგროვება მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მიკროორგანიზმების, ენდემური პათოგენების, დაავადების გავრცელების არხებისა და .. შესახებ, რაც ახალი ბიოლოგიური იარაღის დამზადების საშუალებას მისცემს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად;

2.დივერსიული ოპერაციების განხორციელება ეკონომიკის დასაზარალებლად (მსხვილფეხა პირუტყვის განადგურება, ქვეყნის პროდუქციის დისკრედიტაცია მსოფლიოს ბაზარზე). ასეთი რამ აშშის პრაქტიკაში უკვე იყო კუბის წინააღმდეგ;

3.რუსეთის, ირანისა და ჩინეთის დამოკიდებულების გაძლიერება დასავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე; მით უმეტეს, რომ გენურმა ინჟინერიამ აშშში დიდ წარმატებებს მიაღწია;

4.შეზღუდვების გვერდის ავლა, რომლებიც დაწესებულია ჟენევის 1972 წლის კონვენციით ბაქტეოროლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამერიკელები უარს ეუბნებიან უცხო ქვეყნების ინსპექტორებს, შეამოწმონ ობიექტები, რომლებიც ნაციონალური ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ციმბირის წყლულით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ აღირიცხა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2013 წლებში ჯილეხის შემთხვევები გამოვლინდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში: ქვემო ქართლში რეგისტრირებული იყო 138 შემთხვევა, კახეთში _ 49. ჯილეხის შემთხვევათა წლიური რაოდენობა 2000-2010 წლებში მერყეობდა 15-დან 62-მდე. 2011 წლიდან დაიწყო შემთხვევათა რაოდენობის მატება და რეგისტრირებული იყო 81 შემთხვევა (“კახეთის საინფორმაციო ცენტრი”, 27 სექტემბერი, 2013 .).

*ახლახან კი, ამა წლის 28 აგვისტოს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის (ციმბირის წყლულის) კიდევ ერთი შემთხვევა აღირიცხა _ გარდაიცვალა ჯილეხით დაავადებული მამაკაცი.

*ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის მიერ 2016 წლის იანვარში გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოში ღორის გრიპის 8 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა”, მაგრამ სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ეს არ არის საგანგაშო და ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის.

“100 ათას მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, ეპიდემიური ზღვარი არის 500 და მეტი შემთხვევა, ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად”, _ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

*აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში აღირიცხა ისეთი საშიში ვირუსებით დაავადების შემთხვევები, როგორიც არის დენგესა და კოქსაკის ვირუსები.

*აშშის სამხედრო უწყების დაფინანსებით ევრაზიაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობა მოწმობს, რომ აშშ უარი არ უთქვამს ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამაზე. აშშის დაავადებებზე კონტროლის ცენტრმა (CENTER FOR DISEASE CONTROL) 1994 წლის მაისში აღიარა ბიოლოგიური იარაღის შექმნაში უშუალო მონაწილეობა. ეს ორგანიზაცია 1984-1989 წლებში ერაყში სამხედრო ოპერაციებისთვის ამზადებდა ისეთ აგენტებს, როგორიც არის ბოტულოტოქსინები, დასავლეთი ნილოსის ციებ-ცხელების ვირუსები, ჭირისა და დენგეს ციებ-ცხელების გამომწვევები. აშშ-ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრი თავის ლაბორატორიებში დღემდე ინახავს ყვავილის გამომწვევებს, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაანადგურეს.

როგორც ხედავთ, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, რომლის ასაშენებლადაც ამერიკელებმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯეს, ქართველი საზოგადოებისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია, პირიქით _ ასეთი ლაბორატორიები, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოში 400-მდეა, ვირუსების უკონტროლო გავრცელების საფრთხეს ქმნის.

მოამზადა

გიორგი ასათიანმა

2 COMMENTS

  1. ეს ლაბორატორიაც “მანიაკ მიშას” მიერ შემოტანილი უბედურებაა. უნდა აიკრძალოს ამერიკის “სასიკვდილო
    ბიო საჩუქარი” საქართველოში.

  2. გიორგი ასათიანი, კარგად ხარ?… სად ლუგარის ლაბორატორია და სად ფაროსანა?.. რუსეთის სადეზინფორმაციო დავალებებს ასრულებ ბიჭი?… შხამ–ქიმიკატებზე და ქიმიურ–ბაქტეროლოგიურ იარაღზე მომუშავეებს ,,ნოვიჩოკის” ავტორებსჩააკითხე კრემლში!..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here