Home სხვადასხვა დაიჯესტი უძველესი ეკლესიების წინამძღოლებმა უკრაინაში ბართოლომეოსის შეჭრას მხარი არ დაუჭირეს

უძველესი ეკლესიების წინამძღოლებმა უკრაინაში ბართოლომეოსის შეჭრას მხარი არ დაუჭირეს

“ყველა მართლმადიდებელმა აღიარა იმ პირთა განკვეთა და ანათემაზე გადაცემა, რომლებიც უკრაინის კრიზისის ინიციატორები იყვნენ”

895
უძველესი ეკლესიების წინამძღოლებმა უკრაინაში ბართოლომეოსის შეჭრას მხარი არ დაუჭირეს

უძველესი ეკლესიების წინამძღოლები _ ალექსანდრიის პატრიარქი თევდორე, ანტიოქიის პატრიარქი იოანე და იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე _ 18 აპრილს კვიპროსს ეწვივნენ, რათა ემსჯელათ სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა გაცილებით ახალი სტრუქტურის, ეკუმენისტურისაპატრიარქოს” (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განსაზღვრებით, ეკუმენისტურმა საპატრიარქომ თავი ჩაიყენა მართლმადიდებლობის კანონიკურ ველს გარეთ, ამიტომ არის ჩასმული ბრჭყალებში). პატრიარქები ნიქოზიაში არქიეპისკოპოს ქრიზოსთომის _ კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის მიწვევით ჩავიდნენ. კვიპროსის ეკლესია ამჟამინდელი რანგით კი არის მსოფლიოს საპატრიარქოს ტოლი, მაგრამ, როგორც ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია, გაცილებით ადრე შეიქმნა.

როგორც შეხვედრის შემდგომ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, წინამძღოლებმა “განიხილეს პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩუქების შემდეგ”. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებმა მოუწოდეს ყველა მხარეს (უკრაინის კონფლიქტის), იმუშაონ მორწმუნეთა დაცვის საკითხზე, აგრეთვე, წმინდა ტაძრებისა და მონასტრების დაცვაზე მიტაცებისგან და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედებისგან”.

ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: შეიძლება, რომ კონსტანტაცია “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩუქება” ნიშნავდეს მის აღიარებას უძველესი ეკლესიების წინამძღოლების მიერ? ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია კომუნიკეს შემდეგ წინადადებაში: პატრიარქებმა მხარი დაუჭირეს საშუამავლო ინიციატივას, რომლითაც თავის დროზე გამოვიდა კვიპროსის არქიეპისკოპოსი”.

აღნიშნული საშუამავლო ინიციატივით კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლი 2 თვის წინათ გამოვიდა. კვიპროსის ეკლესიის სინოდის 18 თებერვლის სხდომის კომუნიკეში ნათქვამია: “კვიპროსის ეკლესია თავს იტოვებს მათ განკარგულებაში, ვინც ეკლესიის შერიგებითაა დაინტერესებული”.

ლაპარაკია იმ კომუნიკეზე, რომელშიც, აგრეთვე, მითითებულია: კვიპროსის ეკლესიის, საერთოდ, სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ორიათასწლიანი გამოცდილება, საფუძველს გვაძლევს, დავეჭვდეთუკანა რიცხვითდაკანონების შესაძლებლობაში იმ ქიროტონიებისა (ხელდასხმა ეპისკოპოსის ან ეპისკოპოსების მიერ ადამიანისა დიაკვნად, მღვდლად, ეპისკოპოსად კურთხევისას _ .), რომლებიც განხორციელდა აკრძალული, განკვეთილი და ანათემას გადაცემული ეპისკოპოსების მიერ. აკრძალვა, განკვეთა და ანათემაზე გადაცემა ცალკეული პირებისა, რომლებიც იყვნენ უკრაინის კრიზისის ინიციატორები, აღიარა ყველა მართლმადიდებელმათუ ჩვენ გულწრფელად დავიცავთ მოცემულ პრინციპებს და გამოვამჟღკავნებთ მზადყოფნას მოვიქცეთ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების შესაბამისად, მაშინ არა მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ ყველა სხვა საკითხი, რომლებსაც სირთულეები მოაქვთ ეკლესიისთვის, მოგვარდება”.

ერთი თვით ადრე კი არქიეპისკოპოსმა ქრიზოსთომმა განაცხადა, რომ ლიტურგიისას “მიტროპოლიტი ეპიფანე” არ მოუხსენიებია და არც მომავალში მოიხსენიებს. “ამ მოცემულ მომენტში მე ვხედავ, რომ უკრაინელი ხალხი არ იმსახურებს ავტოკეფალიას”, _ აღნიშნა კვიპროსის არქიეპისკოპოსმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ეკლესიებში დიპტიქის მიხედვით მეორე ეკლესიის, ალექსანდრიის ეკლესიის, წინამძღოლს, ახლახან, 6 აპრილს, მან თავისი შეშფოთება გაუზიარა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს იმის შესახებ, რამდენად იყო გააზრებული სტამბოლის მიერტომოსისმიცემა უკრაინისთვის სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით”.

დიპტიქიში მესამე ანტიოქიის ეკლესიამ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უარყოფს ახალი ეკლესიის დამტკიცების პრინციპებს არსებული საპატრიარქოების ან ავტოკეფალიური ეკლესიების კანონიკურ საზღვრებში”: “ანტიოქიის ეკლესია მისი მამების ბაგეებით ამტკიცებს, რომ ნებისმიერი წინადადება ავტოკეფალიის მიღების პრობლემის გადასაჭრელად განსაზღვრული ეკლესიისთვის უნდა მოხდეს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისა და პრინციპების თანახმად კონსენსუსისა, რომელსაც ადრე მიაღწია ყველა ეკლესიამ”.

როგორც ცნობილია, ეს პრინციპები ფეხქვეშ გათელა ეკუმენისტმა “პატრიარქმა”, ამიტომ უკვე იანვარში ანტიოქიის პატრიარქმა რუსი პარლამენტარების მიღებისას განაცხადა: “ჩვენ ძალიან განვიცდით შექმნილ სიტუაციას და სრულიად გიჭერთ მხარს ამ საკითხში”. ხოლო თებერვალში, უკვე მოსკოვში, მაცხოვრის ტაძრის ამბიონიდან მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდა, ხმა აღემაღლებინათ “კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უკანონობის წინააღმდეგ”.

იერუსალიმის ეკლესიამ (ისტორიულად პირველმა) თავისი აზრი გამოთქვა ფენერის ქმედებების (და ამ ქმედებებში აშშ-ის როლის) შესახებ. “ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ძმის, მიტროპოლიტ ონოფრესა და მრავალტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, _ თქვა პატრიარქმა თეოფილემ, როდესაც მიიღო მომლოცველები ზაპოროჟიეს ეპარქიიდან. _ გლობალიზაციის საცეცები ცდილობს, შეაღწიოს ეკლესიის სხეულში. ეს ხდება მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის, უკრაინაშიც. ასეთი პროცესის ნიშნებია პოლიტიკოსების ჩარევა ეკლესიის საქმეებში, პოლიტიკოსების გავლენით, ერთი ეკლესიის წარმომადგენლების ჩარევა მეორე ეკლესიის საქმეებშიმხარი დაუჭირეთ თქვენს წინამძღოლს, იყავით მისი თანაშემწენი და თანამლოცველები, მიბაძეთ მას რწმენის სიმტკიცეში”.

ეს ითქვა 2018 წლის სექტემბერში, თუმცა მას შემდეგ მოცემული პოზიცია არაერთხელ გამოვლენილა _ როგორც პოროშენკოს მიღებაზე უარის თქმაში, ისე უმაღლესი ტაქსიარქის რაინდის ოქროს ჯვრის ორდენით დაჯილდოებაში ვადიმ ნოვინსკისა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი ქველმოქმედი, “ტომოსის” მოწინააღმდეგე, პოროშენკოსა და უკრაინის ე.წ. წმინდა ეკლესიაში გადაბარგებული ეპისკოპოსის, დრაბინკოს პირადი მტერია. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ 4 ეკლესიის წინამძღოლთა შეხვედრის კომუნიკეს ინტერპრეტაცია, როგორც უკრაინის უწმინდესი ეკლესიის აღიარება, შეუძლებელია. მით უმეტეს, “ეკლესიების მიტაცებისა და მრევლზე ძალადობის დაუშვებლობის დაშვებულობაზე” გაფრთხილების შემდეგ. კომუნიკეში არანაკლებ მნიშვნელოვანია წინამძღოლთა შეხვედრის ასახვა და მოწოდება “ევქარისტული ერთობის მიღწევის შესახებ იესო ქრისტეს ეკლესიის ხელმძღვანელობაში”. ეს საკმაოდ გამჭვირვალე ნართაულია “ეკუმენისტური პატრიარქის” პაპისტურ ამბიციებზე. “უკრაინული კამპანიის” ხმაურის ფონზე მან მიითვისა “ხელისუფლებაში პირველი პირის” უფლება, არადა, კანონების მიხედვით, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს ეკლესიის ერთადერთი მეთაური არის იესო ქრისტე.

ამრიგად, შეიძლება იმის კონსტანტაცია, რომ “ბერძნულმა მართლმადიდებლობამ” (რომელსაც ზემოაღნიშნულ ეკლესიებთან ერთად მიეკუთვნებოდა ეკუმენისტური “საპატრიარქოც”) მხარი არ დაუჭირა ახლო წარსულში თავისი ძმის ანტიკანონიკურ ქმედებებს.

თვით საბერძნეთის ეკლესიამ (განსაკუთრებით ახლოს მყოფმა კონსტანტინოპოლთან) უკვე მერამდენედ გადადო “უკრაინის საკითხის” განხილვა და ეს ეკომენისტური “პატრიარქის” პირდაპირი მოწოდებისა, სასწრაფოდ ეღიარებინათ “უკრაინის უწმინდესი ეკლესია”. ჯერ კიდევ იანვარში _ “უკრაინის უწმინდესი ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემისთანავე” _ კონსტანტინოპოლის იმჟამინდელმა ეგზარქოსმა უკრაინაში უკრაინის უწმინდესი ეკლესიის სწრაფი აღიარება იწინასწარმეტყველა: “ამას დასჭირდება თვე ან თვე-ნახევარი. პირველები იქნებიან ბერძნული და რუმინული ეკლესიები, შემდეგ კი პროცესი დაიძვრება”. მოლდოვის ტერიტორიის კანონიკურ კუთვნილებაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირების მიუხედავად, რუმინეთის ეკლესიის სინოდმა უკვე ორჯერ თქვა უარი “უკრაინის უწმინდესი ეკლესიის აღიარებაზე”.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. ზოგიერთი ცნობით, უკრაინის ახალგამომცხვარიმიტროპოლიტიეპიფანე აღდგომას არ შეუშვეს მაცხოვრის ტაძრის იმ ნაწილში, რომელშიც მართლმადიდებელი მღვდელმთავრები იმყოფებოდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here