Home რუბრიკები საზოგადოება “უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობა” იყო და დღესაც არის წინსვლის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი...

“უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობა” იყო და დღესაც არის წინსვლის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი

5193
ილია ჭავჭავაძე

იქნებ მომავალში მსოფლიოს არც ერთ ერს არ დასჭირდეს თავისი გენიოსი წინაპარი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს” _ ეს თვალსაზრისი, რომელიც ილიას თანამებრძოლმა იაკობ გოგებაშვილმა გამოთქვა, დღეს არ არის ვარაუდი, ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც დრომ და ცხოვრების მდინარებამ დაადასტურა.

ილიას ჭაბუკობიდანვე აეკვიატა დიდი და საშვილიშვილო იდეა: ძველი, დიდებულიოქროვანი ხანიდანახალი საქართველოს ახალი, “ოქროვანი ხანისკენსვლა. “საერთო ნიადაგისთეორიასაც ეს დაედო საფუძვლად; ლელთღუნიასერთა საბჭოსიდეაც იმიტომ წამოსწია წინა პლანზე პეტერბურგიდან მობრუნებულმა, შემდეგ პოეტურადაც რომ გამოხატა პოემაშიმეფე დიმიტრი თავდადებული”: “რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ; რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით! ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც გზად და ხიდად გავედებით!”

ყველას სათავისოდ უნდოდა და უნდა დღესაც ჩვენი ქვეყანა _ სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან მოსულთ და მოძალებულთ. საქმეჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნება”, “წარხდენილი ქართველთა სახელისა და ქართული წესწყობის აღდგინებაა”.

წყევლაკრულვიან საკითხავსრა გამოლევს, მით უმეტეს რა გამოლევდა მაშინ, როცა უკვე აშკარა გახდა მესამე დასური მტრობის მოძალება. ილია ინტუიციით ხვდებოდა ამ დაპირისპირების დამღუპველ ძალას და ამიტომივერიისსაქმიანობა მთლიანად სიძულვილის ამ ფილოსოფიის წინააღმდეგ წარმართა. თუ ყურადღებით გავეცნობით იმ პერიოდისივერიისმასალებს ამ მიმართულებით, შევამჩნევთ, რომ მის ყველა ნომერში მოწოდებაა ქართველი საზოგადოების მიმართ, წინ აღუდგეს დაპირისპირებისა და მტრობის დამღუპველ გზას. მხატვრული ფორმით ეს მოწოდება ყველაზე მკვეთრად პირველადოთარაანთ ქვრივშიგაისმა

1888 წლის 2 ნოემბრის ივერიაში” ვკითხულობთ: ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, გონებრივი თუ ქონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფლად, დიდპატარობის გაურჩევლად, ერთიანის მეცადინეობით და გარჯით ჰსცდილობს, ცხოვრების გზა გაიკვალოსცალკცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალკცალკე ხვნა და თესვა, ცალკცალკე თვლა ლხინისა თავისკენ და ჭირისა სხვისკენ, მარტო თავისთავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთობო ცხოვრებისა და, საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვია. ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს, რომელიმე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ნახოს. საბოლოოდ ამისთანა წყობა და აგებულება საზოგადოებისა თუ ერისა დიდხანს თავს ვერ გაიტანს…”.

წყევლაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელშისწორედ ის არის, რომ ყველაცალკცალკე იკეთებს თავის ბინას”, ცალცალკეითვლიან ლხინს თავისკენ და ჭირს სხვისკენ”. ეს ეხება არა მხოლოდ სოციალურ სფეროს და არა მხოლოდ ქართულ ცხოვრებას, არამედ “კაცთურთიერთობის” უფრო ფართო მასშტაბებს. ილია მხოლოდ ეროვნულ ჩარჩოებში არასოდეს იკეტებოდა, მისი გონება და აზრის სიღრმე უფრო შორს იხედებოდა… მისი ფიქრი, საქართველოს გარდა, კავკასიასაც და სრულიად მსოფლიოსაც სწვდებოდა, მსოფლიოს, რომელიც იმ დროს დიდი სისხლის ღვრებისთვის ემზადებოდა… არტურ ლაისტი იხსენებს, რომ ილიას საათობით შეეძლო ამ პრობლემებზე კამათი, ხოლო როცა განმარტოვდებოდა, ეს საკითხი იყო მისი საფიქრალი…

ამ თვალსაზრისზე მხოლოდ ილია არ იდგა, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ფიქრობდნენ ერის სხვა სასიქადულო შვილებიც. ამჯერად მკითხველის ყურადღებას მიხეილ ჯავახიშვილზე შევაჩერებთ, რომელიც თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სკანდალურ რომან “ჯაყოს ხიზნებში” თეიმურაზ ხევისთავს ათქმევინებს:

მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი

“შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ…ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ…ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას. უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა _ არც მეტი, არც ნაკლები.

სხვების მდიდარნი სიმდიდრეს ჰმალავენ, ჩვენებური კუდაბზიკები კი ისე იცვამენ და იბერებიან, თითქო ქვეყნის ნახევარი მათი იყოსო, ხოლო თუ მათი ავლადიდება გასჩხრიკე, ხელში შეგ…გგრჩება ორი დღის უჭმელობით გამხმარი კუჭი და სამგან გახვრეტილი ჯიბე. უკეთეს მაგალითსაც მ…მოგახსენებ. დააკვირდი: ჩვენში ყველანი მათხოვრობენ, გარდა ქართველებისა. ჩვენები შიმშილით იხოცებიან, მაგრამ იმდენად ამაყნი და ამპარტავნები არიან, რომ მათხოვრობას არ იკადრებენ და ქუჩაში ხელს არ გაიშ…შვერენ. ამიტომ არის, რომ ქართველებმა ასე მოუხ…ხშირეს თავის მოკვლას, ცარცვა-გლეჯას და ასნაირ ოინბაზობას. კიდევ გინდა მაგალითი? მოგახსენებ: ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს და ეზიზღება ფულიანი კაცი, ესე იგი ფულის შოვნის ხერხი, ესე იგი ვაჭრობა და მრეწველობა. ხოლო ვაჭრობისთვის და მრეწველობისთვის საჭიროა დიდი თაოსნობა, გარჯა და მომჭირნეობა, ესე იგი ორის შოვნა და ერთის დახარჯვა, ესე იგი თავდაჭერილი, დინჯი და ანგარიშიანი ცხოვრება, სულისა და ხორცის დისციპლინა, ესე იგი შრომა და ნებისყოფაჩვენს მამა-პაპებსაც სძულდათ ფულიანი ხალხი. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობაც ასეთი ზიზღით და შხამით არის სავსე. გაიხსენე, როგორ გაამასხარეს ვაჭარი გიორგი ერისთავმა, ცაგარელმა, ანტონოვმა და ასმა სხვა მწერალმა. გინდა გაიგო ღრმა მიზეზი ასეთი სიძულვილისა? ინებე: ადამიანს სძულს ყოველივე, რაც არ ეხერხება და არ ძალუძს, ესე იგი, მას ეზიზღება საკუთარი თავის უძლურება, უმწეობა და ჩამორჩენა! მორჩა და გათავდა! ამიტომ მოხდა, რომ ფულიანების მახვილს ჩვენ დავუპირდაპირეთ ჩვენი აზნაურული ფარი, _ დენდობა და რაინდობა, ესე იგი ფუქსავატი ცხოვრება, მფლანგველობა, ყოყოჩობა, კუდაბზიკობა, ნებამოშლილ ადამიანის უძლური ამპარტავნება და ღატაკის ჭექაქუხილი”.

“ნებამოშლილ ადამიანის უძლური ამპარტავნება” არ ასვენებს დღესაც ზოგიერთს და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად არანაირ ხერხს არ ერიდება. როგორც დიდი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი შენიშნავს, “ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია” და დღესაც “ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს”.

მივუბრუნდეთ ისევ ილიას. მას არასოდეს ავიწყდებოდა, რომ ჩვენ ოთხი რეგიონის ქვეყანა ვართ და კავკასია, შავიზღვისპირეთი, ახლოაღმოსავლეთი და კასპიისპირეთი ქართული პოლიტიკის მთავარი საფიქრალი იყო ოდითგან. “ივერიის” განთქმული რუბრიკა _ “საპოლიტიკო მიმოხილვა” სავსეა ამის შესატყვისი მასალებით.

ხოლო თავის პირველსავე სარედაქციო წერილში “საქართველოს მოამბეზედ” 1862 წელს ილია წერდა: ცხოვრება განუწყვეტელს ცვლილებებშიარაც გუშინ დაურღვეველ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, ის დღეს შეცდომად მიგვაჩნიადიდი გენიოსი და იმის ჭკუის თამამი გამჭვრეტელობა სჭირდება დროებაზედ ამაღლებასდა მომავლის უფლობასრა აახლებს, რას ცვლის და, _ თუ ცხოვრება ჯანმრთელია, რას მიჰყავს იგი წინ? ცოდნასა, მეცნიერებასა…”. მაგრამ ილიამ ისიც იცის, რომ ცოდნა და მეცნიერება თუ ეროვნული ცხოვრების სამსახურში არ ჩადგება, მაშინ ეს ყოველივეუქმის ჭკვის უქმი ვარჯიშია”. ამოცანაც ის არის, რომ ინტელექტუალურმა ძალებმა ერის სწორი გზა-კვალი მისცენ, სწორი და პირუთვნელი ანალიზით უჩვენონ მის მწარმოებელ ძალებს მომავლის გზაც და ის ნაკლიც და წინააღმდეგობაც, რომლებიც ხელს უშლის მას “ცხოვრების განკარგებაში”.

მაგრამ “უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობა” იყო და დღესაც არის წინსვლის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ზნეობრივიდ ამორალური დეგრადაცია საქართველოს ისტორიას ადრეც ბევრი ახსოვს. აქ ლაშა-გიორგის და “რინდთა პარტიის” გახსენებაც საკმარისია.

ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს (1192-1223 წწ.) ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის _ თამარის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები _ თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით, მან “განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი”.

სწორედ ამან დაღუპა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო უფრო მეტად, ვიდრე მონღოლების შემოსევამ. პირუთვნელად წერს ამაზე გიორგი ბრწყინვალის ჟამთაღმწერელი. “ქართლის ცხოვრების” სხვა ავტორებთანაც არა ერთ მაგალითს ვხვდებით ამისას…

თევზი თავიდან ყარსო და ამდენ იმპერიებს გამოვლილ ჩვენს ელიტას შემგუებლობა, ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, რაღაც თავისებურ თანდაყოლილ რეფლექსად ჩამოუყალიბდა. გიორგი ათონელი, ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, იყო პირველი ქართველი კაცი, რომელმაც ხმა აიმაღლა გიორგი II-ის კარზე გამეფებული ამ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ (გიორგი II გახლდათ საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში, ბაგრატ IV-ის ძე).

მაშინდელი ქართული არისტოკრატია ბიზანტიური სენით იყო დაავადებული და ისე დაემონა ამ “უცხო ბაძს”, რომ მთლად დაივიწყა, “ვისი გორისა” იყო… უქნარობასა და პარაზიტობაში ჩაეფლო დიდ-პატარა, ერი და ბერი.

ეს გარკვეულწილად, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ გიორგი მეორეს მიღებული ჰქონდა თითქმის ყველა მაღალი ბიზანტიური პატივი. ქართველ მეფეთა შორის ის ერთადერთი იყო, რომელიც ატარებდა ყველაზე მაღალ ბიზანტიურ ტიტულს _ კესაროსობას. კესაროსობის პატივის მატარებელი პიროვნება კი საიმპერატორო ტახტის ერთ-ერთ რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა. იგი იწოდებოდა იმპერატორის შემდეგ პირველ პირად და შესაბამისი რეგალიებიც გააჩნდა. ბიზანტიის იმპერატორი ამ ტიტულს მის უახლოეს ნათესავებს (მართა, გიორგის და, ბიზანტიის დედოფალი იყო) ანიჭებდა.

ამ დროს გიორგი ათონელმა “აღლესა მახვილი მხილებისაი”, _ წერს მემატიანე და ამ მხილებისას თვით მეფეც არ დაინდო. უთუოდ, ე.წ. კარის გადატრიალებაც ამან განაპირობა, ისევე, როგორც დავით აღმაშენებლის შემდგომი რეფორმებიც. ხოტბა-დიდებას ასხამს ივანე ჯავახიშვილი გიორგი ათონელს, ქართველი ერი მარად მადლიერი უნდა იყოსო გიორგი ათონელის: “ის, რაც მან ათონის ივერთა მონასტერში განახორციელა, დავით აღმაშენებელმა მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა შემდგომ”. ამან შექმნა სწორედ ის ჩვენი საამაყო “ოქროვანი ხანაც”… ილია ჭავჭავაძე გიორგი ათონელის ღირსეული მემკვიდრეა. შეიძლება ითქვას, რომ მისი “საერთო ნიადაგის” თეორია გიორგი ათონელისა და მისი თანამოაზრეების 1104 წლის საეკლესიო კრების “ძეგლისწერის” გამეორებაა ახალ ისტორიულ პირობებში. ილიას “ბედნიერი ერიც” გიორგი ათონელის “მახვილი მხილებისაი”-ს თანამედროვე ვარიანტია…

დღეს რა სენით არიან დაავადებულნი ის ქართველები, რომლებიც ისე დაემონენ ამ “უცხო ბაძს”, რომ არა მხოლოდ დაივიწყეს, “ვისი გორისა” არიან, მშობლების დარქმეული სახელებიც კი “გაისვეცკეს” (ნიკოლოზი ნიკოლი გახდა, ნატალია _ ნატუკა, ანა _ ანკა, მარიამი _ მაშკა…) და გვარებსაც გადასწვდნენ. და ისე მოგვიმრავლდნენ ცისარტყელას ფერებში გადაღებილი კიკინებიანი ბიჭები და თავხოტორა გოგონები, რომ აშკარაა, ამ სენს სერიოზული “კომპლექსური” მკურნალობა სჭირდება. როგორც ვაჟა იტყოდა, “ეს რაღაც ცუდს საქმეს ნიშნავს, მომასწავებელს ავისა”.

ამჯერად ვინ უნდა ალესოს “მახვილი მხილებისაი”, როცა “არა სჩანს ხელის შამქცევი, მტრის ამომყრელი ჯავრისა”? დღევანდელი პოლიტიკური ბრძოლის ველი ხელისუფლებაში მოსვლის მსურველთა ასპარეზია მხოლოდ. მათთვის ხელისუფლების წყარო არ არის ხალხი და ისინი თავს არ მიიჩნევენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად. არადა, ეს სუბიექტები ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და გაიძახიან, _ ილიას გზით მივდივართო, ილიასი, რომელსაც ერის წყლული აჩნდა წყლულად და რომლისთვისაც ის ადამიანი ფასობდა, რომელსაც ძილიშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულსადა მტკიცედ სწამს, რომვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია”;

რომ “თავისუფლების შოვნა სჯობს საშოვნელსა ყველასა”;

რომ “კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, _ აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”

რომ “სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა”;

რომ “ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან”;

რომ “ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია”;

რომ “ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ”;

რომ “სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია”. და კიდევ ათასი რომ იმის დასადასტურებლად, რომ “უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობა” იყო და დღესაც არის წინსვლის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მაგრამ დღეს ის ადამიანები ცდილობენ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას, რომელთათვისაც “მამული, ენა სარწმუნოება” მხოლოდ აბრაზე დაწერილი სიტყვებია, ილია ჭავჭავაძე კი _ მხოლოდ თავადი.

კარგა ხანია, “ტახტის მაძიებელთა” მეცადინეობის შედეგად გამოჩნდნენ ჩვენს ახალგაზრდებზე “მზრუნველი” უცხოური ორგანიზაციები თუ უცხოელი “კეთილისმსურველები”, რომლებიც ჩვენს შვილებს ასწავლიან, რომ პატივი უნდა სცენ ჰომოსექსუალებს, ბისექსუალებს, გეებს… ერთი სიტყვით, ყველას, ჰეტეროსექსუალების გარდა; რომ კაცობრიობა ისე განვითარდა და წინ წავიდა, რომ უკვე დროა, სექსუალური ორიენტაციის შეცვლაზეც ვიფიქროთ და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაც წავახალისოთ… თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ სიბნელესა უკუნში, რომელშიც ვართ, ვერც წინსვლას ვეღირსებით და ვერც ნამდვილ დემოკრატიას, არც ნატო და არც ევროკავშირი მიგვიღებენ თავისიანად…

თუ ჩვენს “მეგობარ” ქვეყნებში წლიდან წლამდე ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის უფროსკლასელთა რაოდენობა მცირდება და პარალელურად ტრანსგენდერების, ჰომოსექუალებისა და ბისექსუალების რაოდენობა იზრდება, ჩვენ, რა, ამ “პროგრესს” უნდა ჩამოვრჩეთ?! “უცხო ბაძი და მაიმუნური წამბაძველობაც” ხომ ტრადიციულად მოგვდგამს?!

ხუმრობა იქით იყოს და, ფსიქოლოგთა აზრით, ბოლო ხანს აშშ-ში იმ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდილა, რომლებიც თავს ლგბტ-თემის წარმომადგენლებად მიიჩნევენ. ეს იმ საყოველთაო პროპაგანდის შედეგია, რომლის მიხედვით, სქესისა და სექსუალობის არჩევა არის ბავშვის პირადი საქმე.

როგორია?!

იმედია, არ მოგეწონათ. მაშინ დავანებოთ თავი ყირამალა დგომასა და “საკუთარი ქერქიდან” ამოხტომას. არაა ეს ჩვენი საქმე! ამ მაიმუნობით თავსაც ვიტყუებთ და “მეგობარ” სახელმწიფოებსაც ვატყუებთ, ჩვენს ქვეყანას კი _ “საქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს!”

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here