საქართველოს ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლიდან თითქმის 5 წელი გავიდა და აშკარად ჩანს, რომ ამ პოლიტიკური ძალის მიერ დაშვებული შეცდომები და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ–პოლიტიკური ვითარება განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის საკადრო შეცდომებით _ საქართველოს მთავრობასა თუ საკანონმდებლო ორგანოში ბევრია, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური პირი, ზოგიერთი კი ანტისახელისუფლო, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით გამოირჩევა.
ბიძინა ივანიშვილმა პირველი საკადრო შეცდომა 2012 წელს დაუშვა, როდესაც თანამშრომლობა დაიწყო თითქმის ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკურ პარტიასთან, რომლის წარმომადგენლებიც შემდგეგ საკვანძო პოსტებზე დანიშნა: დავით უსუფაშვილი _ პარლამენტის თავმჯდომარედ, მისი მეუღლე თინა ხიდაშელი _ თავდაცვის მინისტრად (თუმცა, ხიდაშელის დანიშვნა აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის, რჩევით მოხდა) და ა.შ.
შემდეგი შეცდომა ირაკლი ალასანიასა და მის პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობა იყო. ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად დანიშნა, მისი ცოლისდა მაია ფანჯიკიძე კი _ საგარეო საქმეთა მინისტრად. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირაკლი ალასანია და მაია ფანჯიკიძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის მიუღებელნი იყვნენ. შემდეგი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის თავსმოხვეული, ივანიშვილის ხათრით არჩეული პრეზიდენტი, მდიდარი სექსის მქონე, “ქსლის მბეჭველი” გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადებით არის დაკავებული და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს. შემდეგია თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელსაც დედაქალაქელთა არანაირი პატივისცემა არ აქვს.
ივანიშვილის საკადრო შეცდომების სიაშია სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც პოსტზე 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს და მას შემდეგ მხოლოდ სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვით არის დაკავებული, ნორმალური ადამიანების ინტერესებს კი აინუნშიც არ აგდებს. უჩა ნანუაშვილისთვის ხალხი შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. უმცირესობით და ხალხად საერთოდ არ მიიჩნევს უმრავლესობას. შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილი პირველი იყო, ვინც სასულიერო პირების დასჯა (დაპატიმრება) მოითხოვა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც გეები და ლესბოსელების ერთი ნაწილი სპექტაკლის გამართვას აპირებდა, ხოლო მეორე ნაწილი _ ტაძარში დასვენებული სიწმინდეების შებღალვას; თანაც, მღვდელმსახურთა დასჯაზე ლაპარაკობდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით. ეს ის სახალხო დამცველია, რომელსაც თვითონ უჩივიან თანამშრომლები თავიანთი უფლებების დარღვევისთვის და უგებენ კიდეც სასამართლო პროცესს _ 2016 წელს უჩა ნანუაშვილს სასამართლომ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის სამსახურში აღდგენა დაავალა. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუაშვილს კიდევ არაერთი თანამშრომელი უჩივის, ჩანს, მათი უმეტესობა არაკანონიერი მიზეზით არის სამსახურიდან დათხოვნილი. ტრაგედიაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებმა დაცვა უნდა სთხოვონ, თვითონ, როგორც გაუხარდება, ისე აგდებს სამსახურიდან თანამშრომლებს, თუმცა თავისი მოადგილისთვის ძვირად ღირებული მანქანის შეძენაზე უარს არ ამბობს, არც საკუთარი პერსონისთვის პრემიებისა და დანამატების გამოწერაზე. ვებგვერდ gurianews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
“უჩა ნანუაშვილმა 2016 წლის განმავლობაში, ჯამში, 11 800 ლარის პრემია და დანამატი მიიღო, აქედან 7000 ლარის პრემია _ ერთჯერადად მხოლოდ 2016 წლის დეკემბერში. სახალხო დამცველის თვიური ხელფასი 7000 ლარია, ანუ წლის განმავლობაში, ჯამში, 84 000 ლარი ხელფასად აქვს მიღებული. მისმა შემოსავალმა კი შარშან პრემია–დანამატებითა და ხელფასით 95 800 ლარი შეადგინა. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეების პრემია–დანამატებმა 2016 წელს, ჯამში, 26 200 ლარი შეადგინა.
საქართველოს სახალხო დამცველის მივლინებებზე 2016 წელს, საერთო ჯამში, 22 362.96 ლარი დაიხარჯა. უჩა ნანუაშვილი 2016 წელს იმყოფებოდა ავსტრიაში, უნგრეთში, ტაილანდის სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, 2017 წლის მარტში _ შვეიცარიაში”.
ამასთანავე, 2014-2016 წლებში ომბუდსმენის აპარატმა ავტომანქანების შესაძენად, ჯამში, 416 250 ლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მლნ ლარია გამოყოფილი და ეს თანხა, ძირითადად, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას ხმარდება.
აი ასეთია ივანიშვილის “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს სახალხო დამცველად არჩეული უჩა ნანუაშვილის “მოღვაწეობის” შედეგები.
ლუკა მაისურაძე
უჩა. გაგვარკვიე ერთი, შენ სახალხო დამცველი ხარ თუ ლეზბო-პიდარასტების დამცველი
ეს ს.დ., რასაც უბძანებენ, იმას გააკეთებს და ვისაც გინდა დაიცავს, ოღონდ თანამდებობა და მუქთა ხელფასი შეინარჩუნოს.