Home რუბრიკები საზოგადოება უშნოდ ატეხილი “თეთრი ხმაური”

უშნოდ ატეხილი “თეთრი ხმაური”

1780
აქცია

თეთრ სიკვდილსაქამდე ნარკოტიკებს უწოდებდნენ, ახლა ორგანიზაციათეთრი ხმაურიდააარსეს საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზების მიზნით და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან _ ნარკოლიბერალიზაციისთვის ვიბრძვითო. აქციებიც მოგვიწყვეს თბილისის გულში.

ამათ თავისუფლება, რაც მინდა, იმას გავაკეთებო, ასე ესმით. ნურავინ ჰგონია, რომ აქციებზე შეკრებილები ჩვენი ახალგაზრდობის სახეს წარმოადგენენ. იქ მყოფთა შორის ნარკომანები 30-35 პროცენტი თუ იქნებოდა, დანარჩენები კი ცნობისმოყვარეობის გამო იყვნენ მისულნი. აბა, ჩაატარონ აქციები სადმე გარეუბანში და ნახონ, თუ ვინმე მივა.

ეს ყველაფერი გარედან იმართება იმ ძალების მიერ, რომელთა მიზანია თავიანთი გავლენის გაძლიერება საქართველოში, შინაგან საქმეთა სტრუქტურებისთვის სახელის გატეხვა და .. საქმე იქამდე მივიდა, რომ მალე ყველას დაეკარგება შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობის სურვილი. მე, მაგალითად, მინისტრობაც რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. იმიტომ დავიწყო მუშაობა ამ პოსტზე, რომ ნერვები მომეშალოს და ამერიკის ელჩს დავეკითხო, როგორ მოვიქცე?!

“თეთრი ხმაურის” აქცია და, საერთოდ, ეს მოძრაობა, დიდი ხანია, გარედან ფინანსდება, რადგან “დაბოლილი” თაობა ადვილად სამართავია. კარგია უცხოეთში თავისუფალი გასვლა, მაგრამ ვინ სარგებლობს ამ სიკეთით? _ ვინც გაჭირვებულია და შემოსავალს ეძებს, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, უცხო ქვეყანაში მკვიდრდება. აქ დარჩენილებს კი არჩევნების დროს იქით წაიყვანენ, საითაც მოინდომებენ. საბოლოოდ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ორი ძალა _ ორი მთავარი პარტია, რომლებიც რიგრიგობით მოვლენ ხელისუფლების სათავეში.

ესაა სიმართლე.

აქციაზე გაშლილი კარვები მეორე დილას პოლიციამ რომ აიღო, კარგია. მე, მაგალითად, გაშლის ნებასაც არ მივცემდი. თორემ, ხომ ვნახეთ, როგორ გათავხედდნენ _ გამოდის ბოკერიას ცოლის ტელევიზიის წამყვანი კოვზირიძე და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ დაიშალოთო და უშვერი სიტყვებით აგინებს მთავრობასა და ხელისუფლებას. მოჰკითხეს რამე? _ არა. ესაა სიტყვის თავისუფლება? ჩაუბი მანქანას და პირველი სიჩქარით მიათრიე ქალაქის სასამართლოსთან. მე შეიძლება რადიკალურად ვმსჯელობ, მაგრამ ასე მოვიქცეოდი.

გააკეთებენ ასე? _ არ გააკეთებენ, რადგან ამას სჭირდება ვაჟკაცი კაცი. იცით, როგორი? აი, ამერიკის ელჩი რომ დაურეკავს და აქ მოდიო, ეტყვის, ეს კი უპასუხებს, არა მცალია, ჯერ აზერბაიჯანის ელჩს უნდა შევხვდეო.

იცით, რა დამოკიდებულება მაქვს ნარკომანებისა და მამათმავლების მიმართ?

პირდაპირ გეტყვით: ეს არის ქვეყნის ბალასტი. რაც მათ ცხვირში, ყურებში და სხვაგან რკინა აქვთ გაყრილი, რომ მოკრიბო, ქვეყანა “ჯართის გეგმას” გადაჭარბებით შეასრულებს.

ავთანდილ ენუქიძე,

ბიზნესმენი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here