Home ახალი ამბები უპატრონო-ამოუცნობ გვამზე კანონში ცვლილებები შევა

უპატრონო-ამოუცნობ გვამზე კანონში ცვლილებები შევა

680

ჯანმრთელობის დაცვის კანონში ცვლილებები უპატრონო/ამოუცნობი გვამის დეფინიციას განსაზღვრავს და სასწავლო/სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემის პირობებს აკონკრეტებს. 

საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებს 1 უპატრონო/ამოუცნობი გვამის შენახვა და დაკრძალვა 1 102 ლარი დაუჯდებათ.

დეფინიციაში მოიაზრება არა მხოლოდ ის გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის, მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის დადგენა/მოძიება და დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, არამედ ის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი, მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი დადგენილია/მოძიებულია, მაგრამ დაკრძალვაზე უარს აცხადებს.

გვამი საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებებს გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ გადაეცემა. დაწესებულებები მას 6 თვის განმავლობაში შეინახავენ, შემდეგ ანატომიური სტრუქტურების გამოყენება დაშვებული იქნება.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here