Home ახალი ამბები მსოფლიო უნგრეთის პრემიერმინისტრი ჯორჯ სოროსის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ჯორჯ სოროსის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს

923
სოროსი

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მილიარდერი ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. ის აპირებს, მასობრივი გამოკითხვა ჩაატაროს საკითხზე: რას ფიქრობს მოსახლეობა სოროსის გეგმაზე აზიიდან და აფრიკიდან ევროპაში მიგრაციის შესახებ.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლება აქტიურად იბრძვის უნგრეთში და სრულიად ევროპაში სოროსისა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის შესამცირებლად. უნგრეთის მთავრობის მეთაურის აზრით, სოროსმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით, ფაქტობრივად, შექმნა ევროკავშირის მმართველი იდეოლოგიურ-საინფორმაციო სისტემა, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს ევროკავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. უნგრეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იმიგრანტთა უზარმაზარი ტალღა, რომელიც ევროპას მიაწყდა, სწორედ სოროსის საიმიგრაციო გეგმის გამოხატულებაა.

ამ პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად უნგრეთის ხელისუფლებამ სოროსის მიერ და, საზოგადოდ, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საკანონმდებლო შეზღუდვები დააწესა.

სოროსისა და მისი არასამთავრობოების გავლენაზე და ქვეყნების მართვის პროცესში მათი ჩარევის მცდელობებზე საუბრობს ისრაელის ხელისუფლებაც, რომელმაც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს, აგრეთვე, დაუწესა შეზღუდვები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here