უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპაში აფრიკული იმიგრაციის პერსპექტივის კვლევებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის ისლამიზაცია რეალობაა.
ორბანის თქმით, კვლევების თანახმად, მომდევნო 20 წლის განმავლობაში აფრიკიდან ევროპაში 60 მილიონი მიგრანტი ჩავა, ხოლო დასავლეთ ევროპის ისლამური მოსახლეობის რაოდენობა 2030 წლისთვის 20%-ით გაიზრდება.
“ევროპის ისლამიზაცია რეალობაა”, _ განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ აშშ-სა და ჩინეთში ისლამიზაციის არანაირი შანსი არ არსებობს.
უნგრეთის პრემიერმინისტრი და მისი გუნდი აქტიურად უპირისპირებიან ევროკავშირის მოთხოვნებს მიგრანტების მიღებაზე, რის გამოც ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან უნგრეთის ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მკაცრი შეფასებები და სადამსჯელო ზომების მიღების მუქარა ისმის.