Home ახალი ამბები მსოფლიო უნგრეთის პრემიერმა ლტოლვილებს “მუსლიმანი დამპყრობლები” უწოდა

უნგრეთის პრემიერმა ლტოლვილებს “მუსლიმანი დამპყრობლები” უწოდა

1010
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპაში ჩასულ ლტოლვილებსმუსლიმანი დამპყრობლებიუწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიგრანტებს აღარ მიიღებს.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის აზრით, მუსლიმი მიგრანტების ნაკადები სახელმწიფოში “პარალელურ თემებს” შექმნის.

“ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ადამიანებს მუსლიმან ლტოლვილებად, ჩვენ მათ განვიხილავთ, როგორც მუსლიმან დამპყრობლებს!” _ განაცხადა ვიქტორ ორბანმა გამოცემა ჭელტ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ორბანმა მოუწოდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს, რომ პატივი სცენ უნგრეთს. მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უნგრეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ბუდაპეშტი დაფინანსებას იღებს ევროკავშირის თანამშრომლობის ფონდიდან, მაგრამ უარს ამბობს მიგრანტების მიღებაზე. ორბანმა განმარტა, რომ უნგრეთის მიერ ამ ფონდიდან თანხების მიღება დაკავშირებული არ არის ლტოლვილების საკითხთან, რადგან არსებობს “სამართლიანი ბალანსი” _ უნგრეთმა თავისი ბაზარი გახსნა თავისუფალი კონკურენციისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ამ ქვეყნების მიერ ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმის გამო.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here