უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტი მიგრანტებისთვის ვიზების გაცემის თაობაზე კიდევ ერთი კენჭისყრის დანიშვნის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “ეს ინსტიტუტი თავის თავს კანონის უზენაესობის მცველს ეძახის, მაგრამ თვითონვე იოლად დაარღვევს ამ კანონის უზენაესობის ნორმებს”.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ “გაცვეთილი დეპუტატები სახლებში წავლენ” და მათ ჩაანაცვლებენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმით, რომ ჩვენ სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ.