Home ახალი ამბები უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი – რა უპასუხა მას,...

უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი – რა უპასუხა მას, პროდიუსერმა

1641

მსახიობმა უმა ტურმანმა გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუს დროს, პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს  სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი.

მისი მტკიცებით, ვაინშტეინმა ის პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დაპატიჟა და საუნაში ერთად შესვლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ, ისინი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ. პროდიუსერი “შეეცადა ტურმანს ზემოდან დახტომოდა, გენიტალიები ეჩვენებინა და სხვა უსიამოვნო რაღაცეები გაეკეთებინა”.

მოგვიანებით, ვაინშტეინის წარმომადგენელმა ბენ ბრაფმანმა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ პროდიუსერი მართლაც ცდილობდა მსახიობთან დაახლოებას, თუმცა მასთან ფიზიკურ კონტაქტს კატეგორიულად უარყოფს. “ვაინშტაინი გულდაწყვეტილი და შეწუხებულია, რატომ ელოდა მისი მეგობარი და კოლეგა, ქალბატონი ტურმანი 25 წლის გასვლას, რომ ის დაედანაშაულებინა”-აღნიშნა მან.

უმა ტურმანმა მთავარი როლები ითამაშა ვაინშტეინის კომპანიის პროდიუსერობით გადაღებულ ფილმებში “მაკულატურა” და “მოკალი ბილი” .

2017 წლის ოქტომბერში, ათობით ქალმა ვაინშტეინს ბრალი დასდო სექსუალურ შევიწროვებაში და გაუპატიურებაში. მათ შორის არიან კარა დელევინი, ლეა სეიდუ და ანჯელინა ჯოლი. ამ სკანდალის ფონზე ჰოლივუდში მასობრივად დაიწყეს სხვა მსგავს შემთხვევებზე საუბარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here