Home სხვადასხვა დაიჯესტი უმადურმა ჰომოსექსუალებმა ყოფილი საყვარელი გაქურდეს და მისი სახლის დაწვას შეეცადნენ

უმადურმა ჰომოსექსუალებმა ყოფილი საყვარელი გაქურდეს და მისი სახლის დაწვას შეეცადნენ

2076
ფლორიდა

ფლორიდის შტატში (აშშ) ორმა მამაკაცმა  ყოფილი საყვარელი გაქურდა და  მისი სახლის დაწვას რაგუს სოუსის საშუალებით შეეცადა.

დერიკ ირვინგი და ჯონ სილვა  მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც შეაღწიეს იმ მამაკაცის სახლში, რომლის სახელს არ ასაჯაროებენ და იქიდან ტელევიზორი და კონდიციონერი გამოიტანეს. პოლიციის ცნობით, გაქურდვისას სახლში არავინ იმყოფებოდა. სახლში ვიღაც რომ შევიდა, მეპატრონეს დაცვის სისტემამ აცნობა ტელეფონზე. მან გამოიძახა სამართალდამცველები, რომლებმაც დააკავეს ქურდები იმ მომენტში, როცა აპირებდნენ, გასცლოდნენ იქაურობას. მანქანაში მათ უპოვეს კონდიციონერი, მტვერსასრუტი, ტელევიზორი, გამათბობელი, მარიხუანის დამაქუცმაცებელი მოწყობილობა და რაგუს ცარიელი ქილა.

“ისინი ცდილობდნენ, ისე მოეწყოთ საქმე, რომ მე თითქოს ჩართული დამრჩა ელექტროქურა, რომელზეც იდგა სოუსით სავსე ქვაბი, მაგრამ ვინ დგება ღამის ორ საათზე სოუსის მოსამზადებლად?!” _ განაცხადა დაზარალებულმა.

ირვინმა და სილვამ აღიარეს, რომ დაზარალებულთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. “ყველაფერი დაიწყო ამ ურთიერთობით, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა”, _ დაუდასტურა პოლიციელებს სახლის პატრონმა.

ორივე მამაკაცს წაუყენეს ბრალდება შეუიარაღებელ ქურდობასა და ცეცხლის გაჩენის მცდელობაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here