Home ახალი ამბები მსოფლიო ულტრამემარჯვენეები საფრანგეთის პრეზიდენტის მკვლელობას აპირებდნენ

ულტრამემარჯვენეები საფრანგეთის პრეზიდენტის მკვლელობას აპირებდნენ

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა აღიარეს დანაშაული და დაკითხვისას თავიანთი გეგმის დეტალებზე ისაუბრეს.

დანაშაულის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო ყოფილი მეწარმე, 55 წლის ჟან-პიერ ბ., რომელიც თავს უნდა დასხმოდა საფრანგეთის ლიდერს ქალაქ შარლევილ-მეზიერში. თავდასხმისთვის დამზადებული იყო კერამიკული დანა, რომლის აღმოჩენაც ლითონის დეტექტორს არ შეუძლია.

ეჭვმიტანილი უნდა მიახლოებოდა პრეზიდენტს და შემდეგ თავს დასხმოდა დანით.

ეჭვმიტანილი თანამზრახველებს დაშიფრულ შეტყობინებებს უგზავნიდა, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ხელში ჩაიგდეს და გაშიფრეს. ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, 10 ნოემბერს, დაიწყო ეჭვმიტანილების თვალთვალი შარლევილ-მეზიერის გზაზე, შემდეგ კი ისინი დააპატიმრეს.

ჟან-პიერ ბ. ამჟამად იმყოფება პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან ყველაფერი აღიარა. სულ კი დაკავებულია 22-დან 62 წლამდე 6 ულტრამემარჯვენე, მათ შორის 60 წლის ქალი.

“დაკავებულებს ბრალი ედებათ ძალადობრივი მოქმედებების განზრახვაში საფრანგეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თავდასხმის პირველი მცდელობა ემანუელ მაკრონზე. 2017 წელს საფრანგეთში დააპატიმრეს 23 წლის ულტრამემარჯვენე, რომელიც გეგმავდა თავდასხმას პრეზიდენტზე ელისეს მინდორზე სამხედრო აღლუმის მიმდინარეობისას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here