Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინულმა გამოცემამ მაიდანზე მოწყობილი დახვრეტის დეტალები გამოამზეურა

უკრაინულმა გამოცემამ მაიდანზე მოწყობილი დახვრეტის დეტალები გამოამზეურა

2381
უკრაინულმა გამოცემამ მაიდანზე მოწყობილი დახვრეტის დეტალები გამოამზეურა

“2014 წლის 20 თებერვალს კიევის მაიდანზე ატეხილ სროლაში პირველები უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები დაიღუპნენ, _ წერს უკრაინული გამოცემასტრანა”.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა გამოძიების მასალები 2014 წლის 18-დან 20 თებერვლამდე მოკლული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სიასთან ერთად.

“ამ მასალებში მითითებულია სამართალდამცველების დაღუპვის დრო და ჩანს, რომ 20 თებერვალს პირველი 3 მილიციონერი დაიღუპა დილის 8:10-დან 8:20 საათის მონაკვეთში. პირველი “ევრომაიდნელები” კი ამ დღეს მოკლეს მოგვიანებით _ 9 საათის შემდეგ”, _ წერს გამოცემა.

ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია ემთხვევა გამოძიების მონაცემებს, რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პირველებმა გაუხსნეს ცეცხლი “ბერკუტის” თანამშრომლებს, რათა მომხდარიყო მასობრივი სისხლისღვრის პროვოცირება და ჩაეშალათ 2014 წლის 19 თებერვლის დაზავების შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. გამოცემამ გამოაქვეყნა ასლები ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც უარყოფს უკრაინის ხელისუფლების ვერსიას იმის შესახებ, რომ ტრაგედია კიევში პროვოცირებული იყო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ.

უფრო ადრე უკრაინელებმა გამოხატეს გულისწყრომა სტუდია “კვარტალ-95”-ის მიერ გამოქვეყნებული ოთხტაეპიანი ლექსის გამო, რომელიც ეძღვნება ევრომაიდნის წლისთავს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული უკრაინელების მხოლოდ 45,5% ეთანხმება მოსაზრებას, რომ 6 წლის წინათ უკრაინაში მოხდა “ღირსების რევოლუცია”, როგორც იმ მოვლენებს უწოდებს ოფიციალური პროპაგანდა, რესპონდენტების 23%-მა კი მას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

VZ.RU-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here