Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინული ამბების მსოფლიო ექო

უკრაინული ამბების მსოფლიო ექო

ფილ სეიმური, ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე: მხოლოდ ერთი ასეთი სარგებლისთვის უღირდა შტატებს უკრაინაში ომის დაწყება!

100

მსოფლიოში არის ავიაკომპანიები. მათ აქვთ თვითმფრინავები, მაგრამ მსოფლიოში არც ერთ ავიაკომპანიას თვითმფრინავები, საკუთრებაში კი არა, ლიზინგით აქვთ აღებული. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ევროპის სალიზინგო კომპანიებს 28 მარტისთვის რუსეთიდან იჯარით გაცემული ყველა თვითმფრინავის დაბრუნება დაავალა. ეს არის 520 თვითმფრინავი.

აი, რას ამბობს ფილ სეიმური, ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე:

1. დააბრუნე 520 ბორტი! და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? რუსებმა თქვეს, _ თუ იჯარაზე უარს ამბობთ, წაიღეთო! როგორ ჩავიყვანოთ 520 ეკიპაჟი რუსეთში, თუ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ცა დახურულია?

2. როგორც კი ბორტების გადაცემა მოხდება რუსეთის აეროპორტებში, თვითმფრინავები აღარ იქნება რუსული, მაგრამ არარუსული თვითმფრინავი ვერ იფრენს რუსულ სივრცეში _ ის დახურულია! ჩვენ ვერ შევძლებთ გამოფრენას!

3. იჯარის შეწყვეტის ინიციატორები არიან სალიზინგო კომპანიები. ჯარიმების ხარჯები რომ გავიანგარიშეთ, ჩვენ, ყველანი, გაკოტრებულები ვართ. უფრო ადვილია გაკოტრება, ვიდრე თვითმფრინავების დაბრუნება _ ეს უფრო იაფია.

4. თებერვალი გავიდა და რუსეთმა უნდა გადაიხადოს თვის იჯარა. რუსეთი თანახმაა, მაგრამ ვერ გადაიხდის, რადგან SWIFT გამორთულია. ჯარიმების გადახდა ჩვენ მოგვიწევს და საამისოდ ფული არ გვაქვს!

5. მაშინაც კი, თუ ამ თვითმფრინავებს წამოვიყვანთ, რა უნდა ვუქნათ? ჩვენ ისინი არ გვჭირდება, არც არავის არ სჭირდება და ამიტომ მათი გაყიდვა შეუძლებელია!

6. შეერთებულმა შტატებმა არ დაუხურა ცა რუსეთს და არ დაიბრუნა თავისი “ბოინგები”. თუ რუსეთიდან თვითმფრინავებს დავიბრუნებთ, მაშინვე გავკოტრდებით, ამერიკა კი რუსეთს მიაწვდის თავის “ბოინგებს” და იქნება პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, გაანადგურებს როგორც ევროპულ ლიზინგს, ასევე irbus-ს. მხოლოდ ერთი ასეთი სარგებლის გულისთვის უღირდა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here