Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ხელისუფლება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიას 20-ზე მეტი საეკლესიო ობიექტის წართმევას უპირებს

უკრაინის ხელისუფლება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიას 20-ზე მეტი საეკლესიო ობიექტის წართმევას უპირებს

875
პოროშენკო

ამ დღეებში სტამბოლში უნდა ჩატარდეს სინოდის სხდომა, რომელზეც შეიძლება დასახელდეს ჩატარების თარიღი ე.წ. გამაერთიანებელი კრებისა, რომელზეც აპირებენ მოსკოვისგან დამოუკიდებელი “ავტოკეფალიური” ეკლესიის შექმნას…

თავდაპირველად ეს თარიღი, რომელიც კიევში დათქვეს, იყო 21 ნოემბერი, შემდეგ 22 ნოემბერს გადაიტანეს, შემდეგ ისიც გააუქმეს და თარიღის განსაზღვრა სტამბულს გადაულოცეს. “კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც ამზადებს ამ ავტოკეფალიას, ტომოსში ავტოკეფალიის შესახებ განზრახული აქვს, გადმოსცეს თავისი უფლებები და აღადგინოს ყველა სტავროლიგია, რომლებიც კონსტანტინოპოლს ოდესმე ჰქონია უკრაინაში”, _ განაცხადა სინოდის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა. მან აღნიშნა, რომ ლაპარაკია მონასტრებზე, ტაძრებზე, სხვადასხვა შენობაზე, საერთო ჯამში, 20-ზე მეტ ობიექტზე.

ამ მომენტისთვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაეცა კიევში არსებული ანდრიას ტაძარი. ეს მოხდა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით უკრაინის “ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის” შექმნის ფარგლებში, რომელიც პატრიარქ ბართოლომეოსისგან ე.წ. ტომოსს ელოდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here