Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტაძრებისა და ეკლესიის მსახურთა ჩხრეკა დაიწყო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტაძრებისა და ეკლესიის მსახურთა ჩხრეკა დაიწყო

1109
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ტაძრებისა და ეკლესიის მსახურთა ჩხრეკა დაიწყო

ტაძრებში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ძალოვანებმა ამოიღეს ბეჭდური პროდუქცია, რომელშიც უწყების ექსპერტებმაიპოვესრელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი ნიშნები.

ამ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა (უშს) ბრალი დასდო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ისეთი მასალების გავრცელებაში, რომლებიც აღვივებს შუღლსა და მტრობას.

“ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უამრავი პროდუქცია, რომლებიც შეიცავს მოწოდებებს რელიგიური და კონფესიათაშორისი შუღლის გაღვივების თაობაზე”, _ ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბროშურამ “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. დამოკიდებულება სახელმწიფოსთან. დამოკიდებულება ანტიტერორისტული ოპერაციისა და საეკლესიო განხეთქილების მიმართ. კითხვები და პასუხები”. ორი დღის განმავლობაში ძალოვანებმა ამოიღეს ამ ბროშურის 75 ეგზემპლარი. უწყებაში დაადასტურეს, რომ არსებობს “შესაბამისი დასკვნა” ექსპერტებისა, რომლებმაც ბროშურაში იპოვეს რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის ნიშნები. თუმცა ტექსტიდან ამ ნიშნების მაგალითები მოყვანილი არ არის.

“უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკითხეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვნოსა და სარნენსკის ეპარქიების 12 მღვდელმსახური სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლების მიხედვით: “სახელმწიფოს ღალატი” და “რელიგიათაშორისი შუღლის ჩამოგდება”, _ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის პრესმდივანმა ინა ილიუჩოკმა. ამასთანავე, მან უარი თქვა, რამე ცნობა მიეწოდებინა ჟურნალისტებისთვის დაკითხვების შესახებ და მიზეზად შესაბამისი ნებართვის უქონლობა დაასახელა. უფრო ადრე როვნოს ეპარქიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უშიშროების სამსახურმა დასაკითხად 14 მღვდელმსახური გამოიძახა.

ეკლესიის საქმეებში ჩარევა

უკრაინაში საეკლესიო კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურს არაერთხელ გამოუძახებია დასაკითხად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები. მაგალითად, დეკემბრის დასაწყისში გამოიძახეს სარნენსკის ეპარქიის სასულიერო პირები, კერძოდ, არქიმანდრიტი ილარიონი. 3 დეკემბერს უშიშროების სამსახურმა გაჩხრიკა მღვდელმსახურთა სახლები და ტაძრები ჟიტომირის ოლქში. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლება ასე ცდილობს, აიძულოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. გამაერთიანებელ კრებაში.

უფრო ადრე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პრეზიდენტმაც განაცხადეს, რომ არ ერევიან ეკლესიის საქმეებში, თუმცა ამას გამუდმებით აკეთებენ. მაგალითად, დაპირების მიუხედავად, პოროშენკომ მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან მიიღო უკრაინის არაკანონიკური ეკლესიის აღიარება, რასაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განხეთქილების შეტანა უწოდა. უკრაინის რადამ მიიღო კანონი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ანდრიას სახელობის ეკლესიის გადაცემის შესახებ. მოგვიანებით უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოართვა კიევში პოჩაევის ლავრის შენობების გამოყენების უფლება. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ პოჩაევის ლავრის საწინააღმდეგო მოქმედებები მიუთითებებს იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, დააშინოს მორწმუნეები. პოროშენკოს მრჩეველი როსტისლავ პავლენკო სტამბოლში ჩავიდა, სადაც აკვირდებოდა სინოდის სხდომის მიმდინარეობას, და ავტოკეფალიის საკითხზე ესაუბრა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here